საკითხავისასარგებლოსურათები

მემკვიდრული დაავადებები

ზოგ ოჯახში ყველა  ჯანმრთელია, ზოგ ოჯახს “თავისი” დაავადება აქვს, ხშირად ერთი ოჯახის წევრები მსგავსი დაავადებებით იტანჯებიან. ზოგიერითი დაავადება ისევე გადაიცემა მემკვიდრეობით, როგორც ნიშან-თვისებები.  სწორედ მემვიდრული დაავადებების დროს იღებს დამიანი, რაიმე კონკრეტული დაავადების განმსაზღვრელ გენს შთამომავლებისგან წინაპრებისგან ან მშობლებისგან.   პოსტში წარმოგიდგენთ, რამდენიმე მემკვიდრულ დაავადებას.

აქონდროპლაზია

დაავადება  აქონდროპლაზიას  (ჯუჯა ადამიანის განვითარება) აუტოსომაში ლოკალიზებული დომინანტური გენი განსაზღვრავს. დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების ძვლების ზრდის თანდაყოლილი , მაშინ, როცა ტანის, კისრისა და ქალას ძვლები ნორმალურად იზრდება. მათ ინტელექტი ნორმალური აქვთ.

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილიით  დაავადებულები ძალიან მაღლები არიან, აქვთ გრძელი და თხელი  კიდურები,  გრძელი და თხელი თითებით. აღენიშნებათ გულის მანკის სხვადასხვა  ფორმა, ჰიპერაქტვობა  (მოჭარბებული ენერგია), რაც ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის შედეგია.

ჰიპერტრიქოზი
ჰიპერტრიქოზი თმიანი საფარველის ძლიერი განვითარებაა. მისი ერთ-ერთი ფორმისთვის დამახასიათებელია თმიანობა სხეულის იმ ნაწილებში, სადაც  ის არ გვხვდება  ან არ აღინიშნება მოცემული ასაკისა და სქესისთვის.

 

ჰემოფილია

ჰემოფილიით დაავადებულებს აღენიშნებათ სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება. ჰემოფილია X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადებაა. ამ დროს სისხლი არ დედდება. სულ უმნიშვნელო ნაკაწრმაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს და ადამიანი დაიღუპოს. ჰემოფილიით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან, ქალები იშვიათად. თუმცა დადგენილია, რომ ამგენის მატარებლები ქალები არიან და მას ვაჟები მემკვიდრეობით დედისგან იღებენ და არასოდეს მამისგან.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close