ყველაფერი სიყვარულზე


ყოველთვის როცა მეგობრები იკრიბებით რაზე ლაპარაკიც არ უნდა დაიწყოთ, ბოლოს მაინც ამ თემამდე მიდიხართ.. ეს ალბათ უფრო გოგენებს ეხება .. მოკლედ ამ პოსტში არის ყველაფერი რაც ამ თემის გარშემო ვიპოვე. იმედია მოგეწონებათ : )))

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.
მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.
მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
მ. გ ო რ კ ი

სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
“ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.”
ფ რ. ჰ ა ლ მ ი

სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.
ს ე ნ ე კ ა

სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.
ტ ე კ ე რ ე ი

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
ბ ა ლ ზ ა კ ი

სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.
ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.
შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი

სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ.
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი

სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

სიყვარული არის თავის დავიწყება.
გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია.
ლ ა ი ს ტ ი

სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.
უ ნ ა მ უ ნ ო

სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
კ ა ზ ა ნ ო ვ ა

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.
ვ ი ქ ტ ო რ ჰ ი უ გ ო

ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.
ს ე ქ ს ტ პ რ ო პ ე რ ცი ო ს ი

ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.
ლ ე ო ნ ა რ დ ო დ ა ვ ი ნ ჩ ი

სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.
ჰ. ი ბ ს ე ნ ი

ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.
ნ. ჩ ე რ ნ ი შ ე ვ ს კ ი

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან.
ც ი ც ე რ ო ნ ი

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
გ ო ე თ ე

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია.
ა. წ ე რ ე თ ე ლ ი

ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა.
ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე

მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას.
ა. ბ ლ ო კ ი

ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.
ვ. ჰ ი უ გ ო

სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია.
ა ლ ფ რ ე დ დ ე მ ი უ ს ი ე

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.
ი ტ ა ლ ი უ რ ი ა ნ დ ა ზ ა

არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.
რ ო მ ე ნ რ ო ლ ა ნ ი

ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი

ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც
კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა

**************************************************************************************************

ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან… როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ… ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება…. პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა…….
პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!! რა არის სიყვარული?
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს…
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი…
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება…
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ – უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ…
****************************************************************************************************
იმედი მაქვს პოსტი მოგეწონათ..

ამბობენ თუ იტყვი რომ აღარ გიყვარს ესეიგი არც არასდროს გყვარებიაო… ნაწილობრივ ვეთანხმები.. როცა ადამიანი მართლა გიყვარს გულში რაღაც სითბოს მაინც გიტოვებს .. მე ბედნიერი ვარ იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მყვარებია : ))) თქენ გყვარებიათ როდესმე? :( :)


ავტორი: Permweri

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC