გასართობისაკითხავისასარგებლო

გამქრალი რელიგიები:პირველი სარწმუნოებები


ძნელი დასამტკიცებელია,რომ ისტორიამდელ ხანაში ადამიანები რელიგიას მისდევდნენ.მაგრამ არქეოლოგიური აღმოჩენები გვაფიქრებინებს,რომ იმდროინდელ საზოგადოებაში გარკვეული სარწმუნოებები უკვე არსებობდა.

“ისტორიამდელი” ეწოდება პერიოდს,რომლის დროსაც ადამიანებმა არც წერა იცოდნენ არც კითხვა.ისტორია მხოლოდ ძვ. წ. 3000 წელს,დამწერლობის შექმნასთან ერთად იწყება.ჩვენ მხოლოდ გამოქვაბულებში არმოჩენილი მხატვრობითა და ძვლებით ვიცნობთ ისტორიამდელი ადამიანის ზოგიერთ რიტუალსა და რელიგიურ საქმიანობას.
უბრალოდ ის,რომ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ,უკვე რელიგიური აქტია,რადგან იგულისხმება,რომ ადამიანის სხეულის ყოველდღიური ცხოვრეის გარდა სხვა მოთხოვნილებებიც აქვს.რელიგიური რწმენის უძველესი კვალი ადამიანთა სხეულის ნარჩენებია,რომელთაც სამარხში სხვადასხვა ნივთებს ატანდნენ.

გრიმალდის მღვიმეში დაკრძალული ორი ბავშვის ჩონჩხი(ძვ. წ. 3000 წელი,საფრანგეთი)
ეს ორმოები შეიძლება პირველ საფლავებად მივიჩნიოთ.ისინი ევროპასა და შუა აღმოსავლეთშია აღმოჩენილი,80000 წლის წინათ მცხოვრები ნეანდერტალელი ადამიანის ეპიკით თარიღდება.მოგვიანებით,ძვ. წ. 40000 და 10000 წლებს შორის,ჩვენი წინაპრის,ჰომო საპიენს საპიენსის დროს,საფლავები უფრო მრავლად გვხვდება.მიცვალებულები დასაფლავებულები არიან ორმოებში,რომლებსაც წითელი თიხის კედლები აქვთ.მათ უკეთიათ სამკაულები:მარგალიტები,ნიჟარები და ასევე ჩატანებული აქვთ სხვადასხვა ნივთები:საომარი იარაღი თუ ქვისა და ძვლის იარაღები.მათი ზუსტი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობი რჩება,მაგრამ მიცვალებულისადმი ეს განსაკუთრებული მიდგომა გვიჩვენებს,თუ რაოდენი ყურადღება ექცეოდა იმ ყველაფერს,რაც სიკვდილის შემდგომ ხდება.

კიდევ ერთი ისტორიამდელი “სასაფლაო”
იმავე ხანაში,ძვ. წ. 30000 წლიდან მოყოლებული,ჩნდება რელიგიური მნიშვნელობის პირველი გამოვლინებები.ესენია ძვლისა და ქვისგან შესრულებული ქანდაკებები,ქალის სტატუეტები,რომელთა მკერდი,საჯდომი და სასქესო ორგანოები განსაკუთრებულად გადიდებულია.შესაძლოა,ისინი იყვნენ ნაყოფიერების ქალღმერთები.დაბოლოს დასავლეთ ევროპაში აღმოაჩინეს ამავე ხანით დათარიღებული დაახლოებით 150 გამოქვაბული,რომლებიც გეომეტრიული ფიგურებით,ხელის მტებნებით,ცხოველების გამოსახულებებით იყო მორთული.ამ ნახატთა მნიშვნელობა დღესაც იდუმალებით მოცული რჩება.შეგვიძლია მხოლოდ ავღნიშნოთ,რომ იმ პერიოდში,როდესაც ნადირობა უმთავრეს როლს ასრულებდა,აგრერიგად საშისი,მაგრამ ადამიანისთვის სასურველი ცხოველი ადამიანთა რწმენაში მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.თანაც ეს ადგილები ხშირად ძნელად მისადგომია,რაც გვაფიქრებინებს რომ ის არა საცხოვრებელი,არამედ რელიგიური ადგილი იყო სადაც რიტუალებს ატარებდნენ.

ხელის მტევნებით მოხატული გამოქვაბული (პერიტო მორენო,არგენტინა)
ძვ. წ. 8000 წლიდან მოყოლებული ადამიანების ცხოვრების ყაიდა შეიცვალა.მათ ჯგუფურად სოფლებში დაიწყეს ცხოვრება და მას შემდეგ საარსებო წყაროს მხოლოდ ნადირობა და მომგროვებლობა აღარ შეადგენდა.გაჩნდა სოფლის მეურნეობა და ცხოველთა მოშენება დაიწყო.ამ პერიოდს ნეოლითი ეწოდება.ადამიანთა ცხოვრების ჩვევების ამგვარმა გარდაქმნამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მათ რწმენასა და რელიგიურ წეს-ჩვეულებებში.არმოჩენილია ამ პერიოდით დათარიღებული ქალის მრავალი სტატუეტი,რომელიც როგორც ჩანს,მიწის,მზისა და წელიწადის დროების კულტს განეკუთვნება.მათი დანიშნულება იყო მოსავლის ბარაქიანობისათვის ხელის შეწყობა.სწორედ მაშინ თითქმის მთელ მსოფლიოში,და,განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში,მეგალითებად წოდებული ქვის ვეებერთელა ბლოკებიანი ძეგლები აიგო.
დოლმენები დაერქვა უზარმაზარი მაგიდის ფორმის მეგალითებს.ესენია კენჭების გროვებით დაცული საერთო სამარხები ან უბრალოდ მიწით დაფარული გორაკ-საფლავები,რომელთაც ყორღნები ეწოდება.

დოლმენი
მენჰირები ზეაღმართული ქვებია.ისინი ერთმანეთისგან დაცალკევებული,ჩამწკრივებული ან/და წრეზე განლაგებულია.როგორც,სთოუნჰენჯში ან კარნაკში.

მენჰირები

კარნაკი(საფრანგეთი)

სთოუნჰენჯი– ეს ძეგლი ძვ. წ. 2000 და 1500 წლებს შორის,ანუ ნეოლითის მიწურულს,აღიმართა.ქვები ორ კონცენტრულ წრეს შეადგენს,რომლის გარე დიამეტრი 32 მეტრია.შიგნით აღმართულ დიდ ქვას გარს ორი ოვალური ფორმის ქვის ნალი ერტყა.ეს ქვა ჰორიზონტის იმ ადგილს გვიჩვენებს,საიდანაც ზაფხულის ნაბუნიობის ჟამს მზე ამოდის;ორი მომცრო ქვა კი-ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთით და მეორე ჩრდილო-აღმოსავლეთით მზის ამოსვლის ადგილს ზამთრის ნაბუნიობისას.აქედან გამომდინარე მეცნიერები ვარაუუდობენ რომ სთოუნჯენჯი მზის ღმერთის კულტს ემსახურებოდა.სთოუნჰენჯი ძვ. წ. 800 წლამდე გამოიყენებოდა.საუკუნეთა მანძილზე დაემხო,მაგრამ XX საუკუნეში ისინი კვლავ ფეხზე დააყენეს და თავზე ფილებიც დააწყვეს…

სთოუნჰენჯი

დასასრული

თეგები

Madcow-

.... () ....

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close