საკითხავისამხედრო

ბალდუინ II


მინდა შემოგთავაზოთ სტატია დავით მე-4 აღმაშენებლის თანამედროვე ჯვაროსანი ხელმწიფის, იერუსალიმის მეფე ბალდუინ მე-2-ს შესახებ.

ბალდუინ II დე ბურგი(იერუსალიმელი) (დაახლ. 1058 – 1131, 21 აგვისტო, იერუსალიმი) – ედესის გრაფი(1100-1118), იერუსალიმის მეფე(1118-1131). რეტელის გრაფის, ჰუგოს ძე. ქრონიკების მიხედვით ბალდუინი გოტფრიდ ბულონელის(გოდფრუა დე ბუიონი) და ბალდუინ ბულონელის ნათესავი იყო, თუმცა მათი ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. 1096 წელს ბალდუინი შეუერთდა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას და აღმოსავლეთისკენ გაემართა.
ედესის, ამ ახლად დაარსებული ქრისტიანული სახელმწიფოს პირველი გრაფი ბალდუინ ბულონელი გახდა. მისი მმართველობის პერიოდში ბალდუინ დე ბურგი ბოჰემუნდ ტარენტუმელთან, ანტიოქიის მთავართან მსახურობდა, ხოლო როდესაც ბოჰემუნდი 1100 წელს თურქებს ჩაუვარდა ტყვედ, ანტიოქიის რეგენტად დაინიშნა და ტანკრედ ტარენტუმელთან ერთად განაგებდა სამთავროს. 1100 წელს გარდაიცვალა მეორე ცნობილი ჯვაროსანი და იერუსალიმის უგვირგვინო მეფე, გოტფრიდ ბულონელი, რის შემდეგაც მეფედ ბალდუინ I ბულონელი აირჩიეს. ბალდუინ ბულონელი იერუსალიმში გადავიდა, ხოლო ედესის საგრაფო ბალდუინ დე ბურგს დაუტოვა. თავის მდგომარეობის განსამტკიცებლად რეგიონში, ბალდუინმა ცოლად მოიყვანა სომეხი მთავრის, მელიტენის მმართველის, გავრილის ქალიშვილი მორფია. 1104 წელს ედესას მოსულის ამირამ ჯეკერმიშმა და მარდინის მმართველმა სუკმან იბნ არტუკმა შეუტიეს. გალილეისა და ანტიოქიის ჯვაროსნების დახმარებით ბალდუინი შეებრძოლა მათ ხარანთან, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. თვითონ ბალდუინ დე ბურგიც ტყვედ ჩავარდა და მოსულის ციხეში იჯდა, სანამ 4 წლის შემდეგ მისმა ნათესავმა, ჟოსელენ დე კურტენემ არ გადაიხადა 60 000 დინარი მის გამოსასყიდად. როდესაც 1108 წელს ბალდუინი ედესაში დაბრუნდა, ნახა, რომ ტანკრედ ტარენტუმელს მტკიცედ მოედგა ფეხი მის სამთავროში და ძალაუფლება ხელში ჩაეგდო. მის თავიდან მოსაშორებლად ბალდუინი იძულებული გახდა ბიზანტიელებთან და თურქებთანაც კი შეეკრა კავშირი.

ბალდუინის კორონაცია 1118 წლის 14 აპრილს, აღდგომის დღეს შედგა ბეთლემში, შობის ტაძარში. მალე სამეფო მუსულმანთაგან ორმხრივი იერიშის საფრთხეში აღმოჩნდა. სირიის მხრიდან იერუსალიმს სელჯუკებმა შეუტიეს, ეგვიპტიდან კი ფატიმიდებმა, თუმცა ბალდუინმა უბრძოლველად მოახერხა მათი განდევნა სამეფოს ტერიტორიიდან. 1119 წელს მუსულმანები კვლავ გადმოვიდნენ შეტევაზე, ამჯერად მათ ანტიოქიის სამთავროს საზღვრები დაარღვიეს. ბალდუინი ჩრდილოეთით დაიძრა მტრის დასამარცხებლად, მაგრამ ანტიოქიის მთავარმა, როჯერ სალერინელმა არ დაუცადა იერუსალიმიდან დახმარების მიღებას და თვითონ დაიძრა ალეპოს ამირას, ნეჯმ-ად-დინ ილ-ზაღის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა სასტიკად დამარცხდა და დაიღუპა. ბალდუინ II-მ მოახერხა მუსულმანების მოგერიება და ტრიპოლის გრაფთან პონსთან ერთად წარმატებას მიაღწია ილ-ზაღთან ბრძოლებში.
ბალდუინის მეფობის პერიოდში იერუსალიმის სამეფოში წარმოიშვა ორი სამხედრო-რელიგიური ორდენი: ტამპლიერები(1118) და ჰოსპიტალერები(1113). 1120 წლის 16 იანვარს იერუსალიმის პატრიარქმა და ბალდუინ II-მ მოიწვიეს კრება ნაბლუსში, სადაც იერუსალიმის სამეფოს პირველი წერილობითი კანონები შეადგინეს. 1122 წელს ჟოსლენ დე კურტენე, ედესის გრაფი ტყვედ ჩაუვარდა ართუკიან ბალაკს და ბალდუინ II
1118 წელს გარდაიცვალა ბალდუინ I ბულონელი და ძალაუფლება კანონით მის ძმაზე, ესტაშ III-ზე უნდა გადასულიყო, თუმცა ესტაში საფრანგეთში იყო, ჟOოსელენ დე კურტენემ იერუსალიმის მეფედ ბალდუინ დე ბურგზე შეიტანა წინადადება.

იძულებული გახდა ჩრდილოეთით წასულიყო, რათა მოეწესრიგებინა საზღვარი და მოეგერიებინა მოსალოდნელი იერიშები მტრისგან, თუმცა თავადაც ტყვედ ჩავარდა იგივე ბალაკთან(ნეჯმ-ად-დინ ილ-ღაზის ძმისშვილი), რომელმაც ის ჟოსელენთან ერთად ხარპუტის ციხეში ჩააგდო. მის ნაცვლად იერუსალიმის სამეფო დროებით ესტაშ გრანიემ ჩაიბარა, რომელმაც 1123 წელს ფატიმიდების შემოტევის მოგერიება მოახერხა. 1124 წელს ბალდუინი გაანთავისუფლეს.
1125 წელს, იერუსალიმის, ტრიპოლისა და ედესის გაერთიანებულმა ჯარმა აზაზასთან ბრძოლაში დაამარცხა მათზე ბევრად მრავალრიცხოვანი სელჩუკთა არმია, რომელსაც მოსულის ამირა, ბურზუკი სარდლობდა. ამ გამარჯვებით ჯვაროსნებმა 1119 წელს დაკარგული მიწები მთლიანად დაიბრუნეს და მდგომარეობა განიმტკიცეს. 1128 წელს ალეპო და მოსული ამირა ზენგის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ, რამაც ჯვაროსნებს გაურთულა მათი დამორჩილება. ბალდუინის ცდა 1129 წელს, ტამპლიერების დახმარებით დამასკო დაემორჩილებინა, წარუმატებლად დასრულდა. იმავე წელს ბალდუინმა მემკვიდრედ თავისი უფროსი ქალიშვილი მელისენდა დანიშნა, რომელიც ცოლად შერთო გამოცდილ ჯვაროსან სარდალს, ფულკ ანჟუელს. 1131 წელს ბალდუინი დაავადმყოფდა და ამავე წლის 21 აგვისტოს გარდაიცვალა. ის იერუსალიმში, უფლის საფლავის ტაძარში დაკრძალეს.

http://samxedro-istoria.blogspot.com/

ნიკა ხოფერია

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close