საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური ქვეყნები


მსოფლიოში არსებობს საინტერესო ადგილები, ქვეყნები და ერებიც კი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპონტანურად გაჩნდნენ.

*<თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია>

ამ სახელმწიფოს ტერიტორია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 1 კვკმ-ზეა გაშლილი. ადრე აქ ნატოს სამხედრო ბაზა იყო, რომელიც 1971 წელს დახურეს და მას ჰიპები და ბომჟები დაეპატრონენ, სახელიც მათ შეურჩიეს-ქრისტიანია. აქაურობა კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებითაა სავსე. აყალმაყალი,ჩხუბი, ნარკოტიკები-ჩვეულებრივი ამბავია. ამ რაიონში რამდენიმე ცნობილი თეატრია, მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის. აქაურების ბატონ-პატრონები ნარკოდილერები არიან.

*<კუნძული პიტკერნი>

წყნარი ოკეანის მეკობრეები ხშირად ჩერდებოდნენ პოლინეზიის კუნძულებზე დასასვენებლად და გემის შესაკეთებლად. დაახლოებით 300 წლის წინ პოლინეზიის პატარა კუნძულ პიტკერნზე კაპიტან ბლაის მეკობრეებმა დაიდეს ბინა. როცა კაპიტანმა თავის ყაჩაღებს უბრძანა- გემზე დავბრუნდეთო, ისინი გაჯიუტდნენ და უარი თქვეს ამ სამოთხის მსგავსი კუნძულის დატოვებაზე. ბუნებაც მოსწონდათ და იქაური მცხოვრებნიც- მშვიდობიანი, მოღიმარი ხალხი.
კაპიტანი ბლაი რამდენიმე მეზღვაურთან ერთად ინგლისში წავიდა, დანარჩენი მეკობრეები სამუდამოს დარჩნენ კუნძულზე. დაოჯახდნენ, მათი შთამომავლები დღემდე პიტკერნზე ცხოვრობენ.

*<რესპუბლიკა როზას კუნძული>

1968 წელს იტალიელმა არქიტექტორმა ჯორჯო როზამ ადრიატიკის ზღვაში, ნავთობსაწრეტი პლატფორმის მსგავსი ნაგებობა ააგო, მას 400 კვმ ფართობი უჭირავს. არქიტექტორმა პლატფორმა სუვერებულ სახელმწიფოს გამოაცხადა, როზას როზას კუნდძული უწოდა და თქვა,- საკუთარი ფულის მოჭრას ვაპირებო. იტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ ეს “სუვერენული სახელმწიფო” არქიტექტორ როზას შემოსავლის დასამალავად სჭირდებოდა და პლატფორმა აუფეთქა. მოხერხებულმა არქიტექტორმა კუნძულის აფეთქების სცენა გადაიღო და ღია ბარათების სახით გაავრცელა წარწერით:” კუნძულ როზას ხელისუფლება დევნილია” ფოტოზე კი რა თქმა უნდა თვითონ იყო აღბეჭდილი.

*<დასავლეთ ანტარქტიდის დიდი საჰერცოგო>

დიდი მსოფლიო ხელშეკრულებით, ანტარქტიდის ტერიტორია რამდენიმე სახელმწიფომ გაინაწილა.ისინი დღესაც განაგრძობენ იქ მეცნიერულ კვლევა-ძიებას.მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ანტარქტიდაში არის ტერიტორია, სახელად “მერი ბიორდ ლენდი”, რომელიც 2001 წელს ვინმე ტრევის მაკ-ჰენრიმ თავისუფალ ეროვნულ წარმონაქმნად და თავიც მის უფროსად დაინიშნა. მან ანტარქტიდის ხელსჰეკრულების ყველა ხელმომწერ ქვეყანას გაუგზავნა წერილი და აცნობა, რომ შეიქმნა ახალი სახელმწიფო.ბუნებრივია წერილის მიმღებებმა არად ჩააგდეს ახალგამომცხვარი სახელმწიფოს თავკაცი და პასუხი არ აღირსეს. ჯერ ერთი რომ იმისთვის, რომ ამ ტერიტორიის მმართველი არავის არასდროს უნახავს, თან მკაცრი კლიმატის გამო იქ არავის არასდროს უცხოვრია. მაკ-ჰენრიმ კი თავისი არ დაიშალა და საკუთარი ხარჯით გამოუშვა დასავლეთ ანტარქტიდის დიდი საჰერცოგოს რამდენიმე მონეტა და “სახელმწიფო მარკები” თავისი საჰერცოგოს წევრებს ტრევისი უფასო ელექტროფოსტას სთავაზობს.

* <რესპუბლიკა მალოსია>

ნევადის შტატში მდებარეობს. თავისი კონსტიტუციაც აქვს და ნაციონალური ასამბლეაც: სიცოცხლის ბოლომდე მის უცვლელ პრეზიდენტად კევინ ძაუგი რჩება. მისი ბრძანებით რესპუბლიკა მალოსიაში იკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ქონა, სიგარეტის მოწევა, აგრეთვე რატომღაც ტეხასში წარმოებული პროდუქტები.
მალოსიის ტერიტორიაზე შესასვლელად საჭირო არ არის ვიზა, პირადობის მოწმობაც საკმარისია, ღირსშესანიშნავ ადგილებს კი თავად პრეზიდენტი ათვალიერებინებს მსურველებს.

წყარო: კვირის პალიტრა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close