არქივი

ElliptiGO 3C – ველოსიპედების მესამე თაობა … სირბილისთვის

n68li
ElliptiGO 3C – ველოსიპედია, რომელიც სირბილისთვისაა განკუთვნილი. უცნაურად ჟღერს არა? ეს ერთადერთი ველოსიპედია, რომელიც სირბილის მსგავსი ფეხის მოძრაობით გადაადგილდება. იგი მსოფლიოში პირველი ელიფსური ველოსიპედია.

ElliptiGO დროის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შექმნილი, რადგანაც თანამედროვე ადამიანები ხშირად დგებიან არჩევნის წინაშე, რა სჯობს ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად – სირბილი თუ ველოსიპედით სიარული? რა აზრის ხართ შეთავსებაზე? ეს სიახლე იმ ადამიანებისთვისაც სასარგებლო იქნება, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, რადგანაც ჩვეულებრივი სირბილისას ისინი ძლიერ დატვირთვას განიცდიან მუხლებზე, რამაც ტრამვა შეიძლება გამოიწვიოს.

ElliptiGO 3C – უნიკალური ველოსიპედის მესამე მოდელია, რომელიც ძუნძულით სირბილის საშუალებას იძლევა. თავად უჩვეულო ფორმა და  ElliptiGO 3C-ს დანიშნულება შთაგვაგონებს ვარჯიშისთვის, ეს კი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია დამწყები სპორტსმენისთვის.

ამ საინტერესო გამოგონების ფასია $1 800.

წყარო: internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button