ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ბრიტანელმა საქორწინო კაბის ხათრით 64 კგ დაიკლო


ბრიტანელმა საქორწინო კაბის ხათრით 64 კგ დაიკლო

ბრიტანელმა ბეტიმ საქორწინო კაბის ხათრით, რომელიც მას 18 ზომით პატარა ჰქონდა, 1 წლის განმავლობაში 64 კგ დაიკლო. თავდაპირველად ბეტი 140 კგ-ს იწონიდა.

კაბა რომ სხეულზე კოხტად მორგებოდა, გოგონა მკაცრ დიეტას იცავდა. კვების ახალი სისტემა მხოლოდ ხილით, ბოსტნეულით, თევზითა და ზღვის პროდუქტებით კვებას ითვალისწინებდა. ცომეულსა და შემწვარზე ბეტიმ უარი თქვა.

ბეტის თქმით, ბოლო ერთი წელი მისთვის ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სავარჯიშო დარბაზში დადიოდა. “ვერ ვიტან ვარჯიშებს და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფიტნეს-დარბაზში დავიწყებდი სიარულს”, – აცხადებს ბეტი.

საქმრო მომავალ მეუღლეს მთელი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა, ქორწილზე მან იხუმრა კიდეც: “როდესაც მამაკაცები ქორწინდებიან, უფრო მეტს იღებენ, ვიდრე ელიან. მე კი უფრო ნაკლები მერგო წილადო”.

წყარო: ambebi.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close