არქივი

თუ პატრულმა გაგაჩერა

12606 4d10745c2056a

თუკი პატრულს არ ეთანხმებით, ადმინისტრაციული კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად,  ახსნა-განმარტებაში აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ პოლიციელის მიერ  მითითებული მუხლი არ დაგირღვევიათ, რაც საშუალებას მოგცემთ, ათი დღის ვადაში სარჩელით მიმართოთ სასამართლოს (შეგიძლიათ იმავე ახსნა-განმარტებაში მიუთითოთ მოწმეების ვინაობაც).

 

მძღოლის უფლებები

– ბროშურა განკუთვნილია ფიზიკური პირებისა (მძღოლების) და სატრანსპორტო ორგანიზაციებისათვის.
– ბროშურაში მოცემული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ, თქვენ მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“(მოძრაობის წესების) კანონის დარღვევის ან არდარღვევის შემთხვევაში სწრაფად და ოპერატიულად გაერკვეთ თქვენს  უფლებებში და სწორად შეაფასოთ სიტუაცია. ბროშურა აგრეთვე დაგეხმარებათ, გაერკვეთ ვითარებაში, როდესაც დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში და პატრული არასწორად გედავებათ.

– საპატრულო პოლიციელი ა/მანქანის გაჩერებისთანავე ვალდებულია, აგიხსნათ დარღვევის სახეობა და დაგისახელოთ ადმინისტრაციული სამართლდარღვევის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რასაც თქვენ ამ ბროშურაში ადვილად მოძებნით (შეამოწმეთ, რამდენად სწორად გედავებიან).

თუკი პატრულს არ ეთანხმებით, ადმინისტრაციული კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად,  ახსნა-განმარტებაში აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ პოლიციელის მიერ  მითითებული მუხლი არ დაგირღვევიათ, რაც საშუალებას მოგცემთ, ათი დღის ვადაში სარჩელით მიმართოთ სასამართლოს (შეგიძლიათ იმავე ახსნა-განმარტებაში მიუთითოთ მოწმეების ვინაობაც).

ასე იწყება ბროშურა, რომელიც 12 ნოემბერს ჟურნალ “არსენალთან” ერთად გამოვიდა და რომელიც ამ ჟურნალის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ. მასში სრულად არის აღწერილი მძღოლთა უფლებები და იმ ჯარიმათა რაოდენობა და ხარისხი, რომელთა გადახდაც შესაძლოა მოგიხდეთ. აქ ბროშურაში მოცემულ დარღვევათა მხოლოდ ნაწილს გთავაზობთ, სრულ ვერსიას კი ჟურნალ “არსენალთან” ერთად იხილავთ.

მუხლი 116
I ნაწილი – ს/საშუალების მართვა ნასვამ მდგომარეობაში – 200 ლარი.
II ნაწილი – ს/საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნასვამისთვის – 250 ლარი.
III ნაწილი – პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები, როდესაც მძღოლს არა აქვს მ/უფლება ან ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის – 500-500 ლარი მძღოლიც და მესაკუთრეც.
IV ნაწილი – I და II ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევები ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში. – მ/უ ჩამორთმევა – 1 წლით. თუ გადამცემ პირს არ აქვს მ/უფლება – 500 ლარი.

IV1 ნაწილი – მესამე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში. – 700 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე.
V ნაწილი – ს.ს. მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან ს.ს. გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის. – მ/უფლების ჩამორთმევა – 3 წლით (უცხოელი მოქალაქე 500 ლარით).
VI ნაწილი – მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, როდესაც მძღოლს არა აქვს მ/უფლება ან ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის – მძღოლიც და მესაკუთრეც 1.000-1.000 ლარით.

მუხლი 117
I ნაწილი – ს/საშუალების მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შემოწმებისთვის თავის არიდება – 3 წლით მ.უ. ჩამორთმევა (უცხოელი მოქალაქისთვის 500 ლარი).


მუხლი 119

I ნაწილი – სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს:
ა) მართვის მოწმობა ან მართვის დროებითი ნებართვა – 10 ლარი (საურავი 150 ლარი).
VII ნაწილი – დამუქებული მინებით ტრანსპორტის მართვა (პოლიციის ნებართვის გარეშე). – 50 ლარი (საურავი 150 ლარი).

მუხლი 1191
გზის საფრის დანაგვიანება ან დაზიანება.
I ნაწილი – სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი ტრანსპორტით, რომელსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფრის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს – 300 ლარი.
II ნაწილი – იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში – 900 ლარი.


მუხლი 121

I ნაწილი. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება ან ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის – 200 ლარი (საურავი 500 ლარი).

II ნაწილი. სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისათვის ან  იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება ან ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის – 200 ლარი (მესაკუთრე); საურავი 500 ლარი.


მუხლი 1211

მძღოლის მიერ მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა (ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის ნაცვლად გაცემული მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მართვის მოწმობის მიღება) – 150 ლარი (საურავი 500 ლარი).

 

წყარო: police.ge

Back to top button