არქივი

chanel!!!!!!!!

41944e0dac5b
ჩემი პოსტი დღესაც რა საკვირველია მოდაზე იქნება ასე რომ შანელის მოყვარულები გაგრძელებაში
ფრანგული კომპანია შანელის (Chanel) ისტორია იწყება მე–XX საუკუნის დასაწყისიდან. (გაბრიელ კოკო შანელი ბიოგრაფია )
მისი სახელი დაკავშირებულია რეალური პიროვნების, კომპანიის დამაარსებლის – გაბრიელ ბონხეერ „კოკო“ შანელის სახელთან.
f81d9b45309f
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე გაიხსნა პატარა ქუდების ატელიე პატარა წარწერით „შანელის მოდები“.
ატელიე გახსნა 27 წლის იმ დროისთვის უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ. ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. მაგრამ გოგონა ოცნებობდა ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე. იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
49091e138af0
ეს არის კოკო შანელი
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.
1919 წლიდან კოკოს ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის გამო იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.
აი ასეთების როგორიც არის ეს
7466c4fa1a25
1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5.
1924 წელს შანელის პარტნიორი იყო პიერ ვარტეიმერი (70% იანი წილის მფლობელი კომპანიაში). კოკო შანელი იყო მხოლოდ 10% წილის მფლობელი, ხოლო 20% წილი ეკუთვნოდა მის მეგობარ ქალს ბადერს. ვარტეიმერის შთამომავლები ამჟამადაც არიან კომპანიის მმართველები.
db2f11f6a1be
აი ეს ცნობილი კაბაც შანელის დიზაინითაა
ესეიგი დავუბრუნდეთ ისტორიას
მოგვიანებით, 30–იან წლებში მსოფლიოში ცნობილი კრიზისის გამო ბიზნესის აქტივები დაეცა. ამიტომ 1939 წელს შანელმა დაითხოვა თანამშრომლები და დროებით შეაჩერა კომპანიის საქმიანობა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1954 წელს 70 წელს მიტანებულმა კოკო შანელმა გადაწყვიტა მოდის სამყაროში დაბრუნება და გახსნა ახალი ბუტიკი Rue Cambon , რომლის საშუალებითაც ძალიან მალე მან დაიბრუნა თავისი სახელი. სწორედ შანელის ცნობილი ვარდისფერი კოსტუმი ეცვა ჟაკლინ კენედის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის დღეს.
ამჟამად კომპანიას ხელმძღვანელობს კარლ ლაგერფელდი, შანელის სტილის ღირსეული გამგრძელებელი.
Chanel – არა მარტო სუნამო და ტანისამოსია. ეს არის სტილი, რომელიც შექმნა ამ ლეგენდარულმა ქალბატონმა.
ახლა რაც შეეხება თვითონ კოკო შანელს
დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.
მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.
fa78047222ca
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.
ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).
მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
a367ed2f9c0d
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.
1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.
უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.
9b8902eefaa0
1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.
30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
დღეისთვის სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ :D

წყარო: geronia.blogspot.com

Back to top button