როგორ მუშაობს google street view?
google street view არის GOOGLE-ს სერვისი რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქალაქების ქვეყნების თუ ღირსშესანიშნავი ადგილების რეალური სურათის გადმოცემას ინტერნეტის კონკრეტულად კი google earth-ის საშუალებით. დღეისათვის სერვისი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 48 ქვეყანაში. google street view პირველად გამოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007 წლის 25 მაისს და 2008 წლითვის ფარავდა მთელს შეერთებულ შტატებს. სამომავლოდ დაგეგმილია სერვისის კიდევ 13 ქვეყანაში დანერგვა.
ამ სერვისით პირველად სარგებლობისას ყველას უჩნდება შეკითხვა თუ როგორ მუშაობს google street view. ამ საოცარი სერვისის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ამ უამრავი პანორამული სურათის გადასაღებად იყენებენ სპეციალურ კამერებს რომლებიც 360 გრადუსიან სურათებს იღებენ. ძირითადად კამერებს ამაგრებენ მანქანებზე განსაზღვრული სიმაღლის ძელზე, თუმცა წვრილი ქუჩებისა და საფეხმავლო ბილიკებზე სადაც მანქანის გადაადგილება შეუძლებელია სურათების გადაღება ხდება სპეციალური ველოსიპედებით. ბოლო წლებში კი გუგლმა დაიწყო უპრეცედენტო პროექტის განხორციელება რაც ითვალისწინებს ზამთრის კურორტებსა და მთებში გუგლის სერვისის შეყვანას რის გამოც სპეციალური თოვლმავლებით ხდება სურათების გადაღება. გუგლმა ამ სერვისის შესაქმნელად გამოიყენა 4 თაობის კამერა 1 თაობის კამერას იყენებდნენ შეერთებული შტატებში 2007 წლისთვის, 2 და 3 თაობის კამერებს კი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში დღეს კი გამოიყენება უახლესი ტიპის 4 თაობის კამერა.