არქივი

ჯეფრი ჩოსერი

b8cfb7c68a54
ჯეფრი ჩოსერი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის ფუძემდებლად გვევლინება.

ის 1342 წელს დაიბადა.ბავშვობის უმეტესი ნაწილი ლონდონში გაატარა.1357 წელს სამეფო კარის პაჟი იყო და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში,რომლის დროსაც ტყვედ ჩავარდა.1367 წლამდე მისი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი.შემდეგ კი იგი სამეფო კარის წევრად გვევლინება.მოგვიანებით,ჩოსერი ლონდონის პორტის საბაჟო სამსახურის უფროსად ინიშნება. ორი წლის შემდეგ ის თანამდებობას ტოვებს.1400 წელს ჩოსერი გარდაიცვალა და ვესტმისტერის სააბატოში დაკრძალეს.

ამ დროისთვის მწერლები სხვადასხვა დიალექტზე წერდნენ.ჩოსერი კი წერდა აღმოსავლეთ მიდლენდის დიალექტზე,რომელიც ლონდონის სასამართლოებისა და უნივერსიტეტების ოფიციალურ ენას წარმოადგენდა.შემდეგ ეს დიალექტი ოფიციალურ ენად იქცა.

ჯეფრი ჩოსერის ნაწარმოებების უმეტესობა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმოსახვისა და რაინდული სიყვარულის ელემენტებს შეიცავს.ეს ელემენტები კარგად ჩანს მის პირველ შედევრში “ტროილე და ქრისეიდა”. ეს არის პოემა რომელიც ტროას ომს ეხება.

“კენტერბერიული მოთხრობები” ჩოსერის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს წარმოადგენს.ნაშრომის სიუჟეტი ეხება პილიგრიმების ლონდონიდან კენტერბერში მოგზაურობას.რომის დროსაც ისინი სხვადასხვა ამბავს ყვებიან.ჩოსერის მოთხრობების მთავარი გმირები იყვნენ სხვადასხვა კლასისა და ხელობის ადამიანები.მიუხედავად იმისა,რომ “კენტერბერიული მოთხრობები” ჩოსერს დაუმთავრებელი დარჩა,ნაწარმოები მაინც იკავებს ადგილს ცნობილი შედევრების გვერდით…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button