არქივი

ამერიკელებმა ყველაზე “უპრობლემო” ავტომობილები დაასახელეს

352785b6e527

ყველა გაგრძელებაში

მარკეტინგული სააგენტო AutoPacific-ის მიერ გამოკითხული 68 ათასი მძღოლიდან, ამერიკელებმა ყველაზე “უპრობლემო” ავტომობილებად მშობლიური Lincoln და Chrysler დაასახელეს. ყოველი გამოკითხული საკუთარ ავტომობილს 48 სხვადასხვა პუნქტის მიხედვით აფასებდა.
ზემოთხსენებული ავტომობილების გარდა, პრემიის გამარჯვებულები გახდნენ სხვა ცნობილი მოდელები სხვადასხვა კატეგორიებში:

Mercedes-Benz S-Class “ლუქს ავტომობილი”
Lincoln MKZ “საშუალო ზომის ლუქს ავტომობილი”
Ford Taurus и Toyota Avalon “სრული ზომის სედანი”
Hyundai Sonata “საშუალო ზომის პრემიუმ-კლასი”
Suzuki Kizashi “საშუალო ზომის სედანი”
Volvo C30/S40/V50 “პრემიალური კომპაქტური ავტომობილი”
Hyundai Elantra “კომპაქტური ავტომობილი”
Honda Fit “ეკონომ-კლასი”
Porsche 911 “სპორტქარი”
Lincoln MKZ Hybrid “ჰიბრიდული ავტომობილი”
Ford F-Series Super Duty “სრული ზომის პიკაპი”
Honda Ridgeline კომპაქტური პიკაპი”
Cadillac Escalade “ლუქსური არასაგზაო”
GMC Yukon “სრული ზომის არასაგზაო”
Jeep Grand Cherokee “პრემიალური საშუალო ზომის არასაგზაო”
Lincoln MKT “პრემიალური კროსოვერი”
Lexus RX “ლუქსური კროსოვერი”
Ford Flex “სრული ზომის კროსოვერი”
Ford Explorer “პრემიალური საშუალო ზომის კროსოვერი”
Mitsubishi Outlander “საშუალო ზომის კროსოვერი”
Kia Sportage “კომპაქტური კროსოვერი”
Chrysler Town & Country”მინივენი”
Lexus RX450h Hybrid “ჰიბრიდული არასაგზაო”

ცნობისათვის, 2010 წელს მსგავსი გამოკითხვა ავტომფლობელებს შორის ჩაატარა კომპანიამ J.D. Power and Associates. ამ გამოკითხვის დროს სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველაზე მეტად საკუთარი ავტომობილებით კმაყოფილნი იყვნენ Porsche-ს მფლობელები. გარდა ამისა, რეიტინგის ხუთეულში ასევე მოხვდნენ Jaguar, BMW, Mercedes-Benz და Land Rover.

კოკა კვირკველია
რადიო “პალიტრა”

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button