გართობაუცნაური

უცნაური ფაქტები

98974775b84e
გთავაზობთ საინტერესო ფაქტების მორიგ (მეხუთე) ნაწილს.
1.ვინმე ჩარლზ ოსბორნი 69 წლის განმავლობაში ასლოკინებდა. სლოკინი მან დაიწყო 1922 წელს, როდესაც 120 კგ –იანი ღორის აწევა დააპირა. თავიდან წუთში 40 –ჯერ ასლოკინებდა, ბოლო წლებში კი – მხოლოდ 20–ჯერ. 1990 წელს მან შეწყვიტა სლოკინი და 11 თვეში გარდაიცვალა. თავისი სლოკინიანი ცხოვრების მანძილზე მან მოახერხა ცოლისა და რვა შვილის ყოლა.

2.გინება ხელს უწყობს ტკივილის მოთმენას. ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, რომლის დროსაც გამოსაცდელ ხალხს თითი ყინულიან წყალში ჰქონდათ ჩაყოფილი, ლანძღვა–გინების თანხლებით მათ გაძლეს ორი წუთი, ხმის ამოუღებლად კი – მხოლოდ ერთი.

 

3.Facebook ქვეყანა რომ ყოფილიყო, თავისი 400 მილიონი „მაცხოვრებლით“ იგი მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნებოდა ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.

4.ზღვის ნიჟარის ყურთან მიდებისას გვესმის არა ზღვის ხმაური, არამედ საკუთარ სისხლძარღვებში მოძრავის სისხლის ხმა.

5.შოკოლადი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან გულის დაავადებების წარმოქმნას. შავი (მწარე) შოკოლადის პატარა ფილას შეუძლიას დაწიოს სისხლის წნევა და მასში ქოლესტერინის რაოდენობა. ის ასევე შეიცავს სეროტონინს, რომელიც კარგი ანტიდეპრესანტია. რეკომენდირებული დღიური დოზა 100 გრამია. უმჯობესია მივიღოთ რძის გარეშე.

6.ბანანის ქერქი შიგნითა (რბილი) მხრიდან არაჩვეულებრივად აპრიალებს ფეხსაცმელებს და ოთახის მცენარეთა ტყავისებურ ფოთლებს. კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენზე ბანანის ქერქის წასმა აქრობს სიმხურვალისა და ქავილის შეგრძნებას.

 

7.თუ თქვენ დააჭერთ „!“ ნიშანს YAHOO -ს მთავარ გვერდზე (homepage), იგი გიმღერებთ „იაჰუ–უ–უუ“–ს. :)

8.„მძინარე მზეთუნახავის“ ორიგინალ ვერსიაში კეთილშობილი პრინცი კოცნას სულაც არ დასჯერდა. მან ისარგებლა მომენტით და მძინარეზე „ძალა იხმარა“, თუმცა არც ამის შედეგად გაჰღვიძებია მზეთუნახავს. გარკვეული რაოდენობის თვეების შემდეგ მას ეყოლა ტყუპები, რომლებიც ტყის ფერიებმა შეიფარეს. შემდეგ ერთ–ერთმა მათგანმა „დედას“ თითიდან გამოწოვა შხამი, რომელიც მას აბრუებდა და ჩვენმა მზეთუნახავმაც გაიღვიძა.

9.1898 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, მორგან რობერტსონმა დაწერა წიგნი გემის შესახებ, რომელსაც ერქვა „ტიტანი“. გარდა იმისა, რომ რობერტსონის „ტიტანიც“ აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა, ის, ისევე როგორც ტიტანიკი, იყო დაახლოებით 260 მეტრი სიგრძის. ორივე ჩაიძირა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, ორივეზე იყო ცოტა რაოდენობით სამაშველო ნავი და ორივეზე 3000 ადამიანი მგზავრობდა.

10.ინდოეთში ულვაშიან პოლიციელებს 30 რუპიით  უფრო მეტს უხდიან, ვიდრე უულვაშოს.

11.თუ “google translate”-ში ჩაწერთ pv zk bschk pv zk pv bschk zk pv zk bschk pv zk pv bschk zk bschk pv bschk bschk pv kkkkkkkkkk bschk , მიუთითებთ from German to ნებისმიერი ენა და დააჭერთ listens -ს (მოსმენას) გაიგონებთ … მართალია, ბითბოქსს :) ( მე გირჩევთ სხვა ენებსაც (ლათინურს,მაკედონიურს,ჩეხურს, ვიეტნამურს და ისლანდიურს (ესენი ჩემი ფავორიტები არიან) მოუსმინოთ :) )

წყარო: saldoli.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button