გამოგონებასურათები

M55 ევოლუციის მეოთხე საფეხურზე მდგომი ველოსიპედი

M55-Bikes Beast–ი – ეს გახლავთ ევოლუციის მეოთხე საფეხურზე მდგომი, ახალი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის ბაზაზეა უნგრეთში აწყობილი. სიახლე გარეგნულადაც ფრიად მომხიბვლელია. იგი იმ მასალითაა დამზადებული, რომლითაც – Formula-1 და სუპერ–სპორტული მანქანები მზადდება, M55-Bikes Beast–ი ბატარეებზე მუშაობს და კარგად ერგება ძნელად გამავალვალ გზებსაც.

აღსანიშნავია, რომ სიახლის ბატარეის ერჯერადი დატუმბვა 75 მილს (მილი – სიგრძის საზომი არამეტრული ერთეული, რომელსაც ახლა უპირატესად საზღვაო საქმეში იყენებენ – საერთაშორისო საზღვაო მილი უდრის 1853 მ–ს; ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 1609 მ–ს უდრის.) ჰყოფნის, ხოლო ზოგადად M55-Bikes Beast–ს საათში 40 მილის გავლა ხელეწიფება. მის ბაზარზე გამოჩენას მალევე გვპირდებიან, ხოლო რაც შეეხება საფასურს, ვფიქრობთ იგი შთამბეჭდავია, რამდენადაც იგი 25 555 ევროს შეადგენს. თავად განსაჯეთ!

წყარო: top100.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close