გასართობისაკითხავისასარგებლო

გამონათქვამები

www.ucnauri.com

1. ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.”
— გოდერძი ჩოხელი

2. მილიონერი ეს არის კაპიტალისტური შრომის გმირი.”
— უცნობი

3. “წიგნი — ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშველი რგოლი.”
— რომენ როლან

4. ოპტიმისტია ის,ვინც მომხრეა იმ მოძღვრებისა,რომ შავი იმავ დროს თეთრიცაა”
— ბიჩსი

5. “ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს, იაროს შემოქმედებითი ალტრუიზმის სინათლეში თუ დამანგრეველი ეგოიზმის სიბნელეში.”
— მარტინ ლუთერ კინგ

6. ყვირილი მხოლოდ ეგაა – ხმაური და არა მუსიკა”
— კარლ გუსტავ იუნგ

7. შენი ჩურჩული არ ისმის ჩემს ყურებში, მაგრამ ის არის ჩემს გულში. ეს არ არის ჩემი ტუჩები, რასაც შენ აკოცე, მაგრამ არის ჩემი სული.”
— Judy Garland

8. “დააფასეთ სიცილი: რამდენიც არ უნდა იყოს ქვეყნად სიცილი, ის მეტი არასდროს იქნება.”
— სოკრატე

9. სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს,გველი_კოცნით, მეფე_ღიმილით, ხოლო მოღალატე_პატივისცემით”
— გამსახურდია

10. გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.”
— გოდერძი ჩოხელი

11. უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.”
— ვოლტერი

12. დაიმახსოვრე, რომ ერთის ქმედებაზეა დანარჩენი ყველას ბედი დამოკიდებული”
— ალექსანდრე მაკედონელი

13. მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”
— გალილეო გალილეი

14. ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.”
— ჰენრი ფორდი

15. ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ, ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ ლაპარაკობს.”
— ლეონარდო და ვინჩი

16. მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა.”
— ფლობერი

17. მე მხოლოდ ვხნავდი და ვბარავდი ჩემს ყანას, ბედისწერა ყრიდა შიგ თესლს”
— პოლ ვალერი

18. ჩემი საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ჩემში საუკეთესოს დაინახავს”
— ჰენრი ფორდი

19. “მე უპატივისმცემლობით არ ვილაპარაკებ რესპუბლიკელთა პარტიაზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვლაპარაკობ წარსულზე”
— ვუდრო ვილსონი

20. უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი.”
— დემოკრიტე

თქვენი არ ვიცი , მაგრამ მე ძალიან ძალიან მომეწონა ყველა :)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close