არქივი

თალიბანი – გზა არსაითკენ (I ნაწ.)

8bd610b082aa

სამოქალაქო ომმა, რომელიც დაიწყო ავღანეთში 1978 წელს და გრძელდება დღემდე, ქვეყანა მოაქცია ქაოსში. ნგრევა, მრეწველობის, ეკონომიკური სიტემის დეგრადაცია, სტაბილური პოლიტიკური ხელისუფლების არარსებობა, სახელმწიფოს საშინაო საქმეებში აქტიური საგარეო ჩარევა – ეს არის ავღანეთის 90-იანი წლები.
ქვეყანას სჭირდებოდა ცვლილებები. ის ძალა, რომელმაც გამოიწვია საოცარი მეტამორფოზა ავღანეთის საზოგადოებაში გახდა მოძრაობა თალიბანი, რომელიც იშვა ავღანეთში სახელმწიფო კრიზისის პერიოდში. პაკისტანიდან გადმოსული მოჯაჰედები და მედრესე, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ გაერთიანდნენ თავიანთი სულიერი ლიდერის მული ომარის ირგვლივ, იმისათვის, რომ მოეხდინათ ავღანეთის საზოგადოების რადიკალური გარდაქმნა. რელიგიის “სიწმინდის” მქადაგებელმა თალიბებმა თავის მთავარ მიზნათ გამოაცხადეს ნამდვილი ისლამური სახელმწიფოს აშენება, მოციქულისა და მართლმორწმუნე ხალიფების დანაბარების შესაბამისად. იდეა იყო მარტივი და ადვილად გასაგები ღრმად რელიგიური ავღანელი მოსახლეობისათვის, გარდა ამისა თალიბების უმრავლესობა იყვნენ ეთნიკური პუშტუნები (რაც ავღანელი ხალხის უმეტესობას წარმოადგენს), რამაც თავის მხვრივ გამოიწვია ავღანელების მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ.
პირველად თალიბანმა თავი გამოიჩინა 1994 წელს, როცა მოძრაობის წევრებმა აიღეს სამხრეთ ავღანეთის დედაქალაქი, ქანდაგარომი, თუმცა ისინი ამით არ გაჩერებულან და თალიბებმა გააგრძელეს თავისი გავლენის სფეროს გაფართოება და 1995 წლისათვის მათი მმართველობის ქვეშ მოექცა ქვეყნის დაახლოებით მესამედი, ხოლო 1996 წლისათვის ისინი აკონტროლებდნენ ქვეყნის 70 %. თალიბების გადამწყვეტმა ქმედებებმა შეძლო გამოეყვანა ავღანეთი იმ მდგომარეობიდან, რომელიც გავდა შუა საუკუნეების დაქსაქსულ ქვეყანას, რომელიც დაყოფილი იყო ნაწილებად და მათ მართავდნენ სამხედრო მეთაურები, ქვეყანა გაერთიანდა და დაიბრუნა სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა.
ქაბულის აღებამ 1996 წლის სექტემბერში ავღანეთში მოიტანა თალიბანის სრული მმართველობის პერიოდის დასაწყისი. ქვეყანას ეწოდა ავღანეთის ისლამური ემირატი, რომლის ტერიტორიაზეც ახალმა მეპატრონეებმა დაიწყეს თავისი წესების დამყარება.

გზა ხელისუფლებისაკენ

ახლა უკვე თამამდ, შეიძლება ითქვას, რომ თალიბებს არც თუ ისე მცირე მხარდაჭერა გაუწიეს გარკვეულმა ქვეყნებმა. პაკისტანი, უფრო ზუსტად მედრესე, რომელიც იმყოფებოდა მის ტერიტორიაზე, გახდა ამ მოძრაობის აკვანი. ქვეყნის ხელისუფლება თალიბებს უწევდა სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. და რამ უბიძგა პაკისტანს იმისაკენ, რომ დახმარება გაეწია თალიბებისათვის?
ჯერ ერთი პაკისტანი არის ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ენერგიის წყარო, ამის გამო მითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყი თურქმენეთიდან გაზის და ნავთობის მიღება, რომელსაც ამის დიდი მარაგი გააჩნია. მიწოდება ხდებოდა ავღანეთის ტერიტორიის გავლით, ამიტომაც პაკისტანისათვის მომგებიანი იყო, რომ ავთანეთი ყოფილიყო, ერთიანი მმართველობის ხელში, რათა ჰქონოდა ენერგომატარებლების შუფერხებელი მიღების გარანტია.
მეორე მიზეზი მდგომარეობდა რთულ საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაში, რომელშიც პაკისტანი აღმოჩნდა. ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა სასაზღვრო კონფლიქტში (კერძოდ სამხედრო შეტაკებები ქაშმირში), იმყოფებოდა ბირთვულ მეტოქეობაში ინდოეთთან. ამასთან პაკისტანის ხელისუფლებას ჰქონდა ქიშპობა შიიტური ირანის მიმართ, რაც რეგიონში დაძაბული მდგომარეობის შექმნაში თამაშობდა როლს. პაკისტანისათვის სტრატეგიულად მომგებიანი იყო გვერდით ჰყოლოდა სტაბილურად განვითარებადი, მეგობრულად განწყობილი ხელისუფლებით სათავეში, ავღანეთი.
საუდის არაბეთმაც თავისთავად ხელი შეუწყო თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლას. მოძრაობის მხარდაჭერა, რომელიც პირველ რიგში გამოიხატებოდა ფინანსურ დახმარებაში, იყო გამოწვეული იმით, რომ თალიბები არ გამოხატავდნენ აგრესიას საუდის მონარქიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ უცხო რელიგიის სამხედროების ყოფნისა მუსულმანურ სახელმწიფოებში (ამერიკული ჯარები შეყვანილი იქნა საუდის არაბეთში 1991 წელს მეფე ფახდის თხოვნით, რათა თავი დაეცვა სადამ ჰუსეინის თავდასხმისაგან და ამერიკელები მყარად დამკვიდრდნენ იქ).
თალიბების ხელისუფლებაში მოსვლას ხელს უწყობდა შიდა პოლიტიკური ფაქტორებიც. სამოქალაქო ომით, შიმშილობით, ნგრევით გადაღლილი ავღანეთის მოსახლეობა მზად იყო მიეღო ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფდა სტაბილურობას, წესრიგის დამყარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას ქვეყანაში. ავღანელებისათვის თალიბანი გახდა ერთადერთი იმედი, ქვეყნის გაერთიანების და მყარი ხელისუფლების დამყარების. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ თალიბების მიერ შემოთავზებული სახელმწიფო მოწყობის მოდელი მისაღები იყო კონსერვატორული სოციალური ფენებისათვის. (სოფლის მოსახლეობის, სასულიერო პირების). მოსახლეობა მზად იყო მიეღო ქვეყნის განვითარების ნებისმიერი ალტერნატიული გზა.
თალიბანი არ წარმოადგენდა პოლიტიკურ პარტიას კლასიკური ევროპული გაგებით, არ გააჩნდა არავითარი პოლიტიკური პროგრამა, მკაცრად ფორმულირებული იდეოლოგიური პლატფორმა, ამიტომაც საკმაოდ რთულია გამოვყოთ მოძრაობის რაიმე კონკრეტული მიზანი. თალიბები რაიმე შიდა პოლიტიკური ღონისძიებების გატარებისას ხელმძღვანელობდნენ ყურანით და სუნით, მხედველობაში იღებდნენ მუსლიმანური სამყაროს წესებს და ტრადიციებს. სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის საწინდარი იყო ისლამის სიწმინდე, რომლის აშენებასაც თალიბები დიდი ენთუზიაზმით შეუდგენ, საფუძველი ჩაუყარეს შარიათის პრინციპებს – რელიგიური სამართლის ფორმებს, რომელსაც ემორჩილებოდა ნებისმიერი მუსლიმანის მთელი ცხოვრება. ამდაგვარად ემირატის სახელმყოფო მოწყობის ძირითად ნიშანი გახდა რელიგიის და პოლიტიკის განუყოფლობა. მაგრამ რელიგიური კანონები ვერ გახდებოდა პოლიტიკური პროგრამების და ეკონომიკური განვითარების გეგმების სრულფასოვანი შემცვლელი. მათ უბრალოდ მოიცვეს მხოლოდ საზოგადოებრივი ურთიერთობების ვიწრო სფერო. სახელმწიფო მოწყობის მკაფიო კონცეფციის, მისი ცხოვრებაში გატარების მეთოდების და სათანადოდ შუმუშავებული საშინაო და საგარეო კურსის არარსებობა, გახდა პრობლემის საფუძველი.

9d747b479b76

თალიბანის ლიდერებმა, ავღანურ საზოგადოებაზე იდეოლოგიური კონცეფციის მორგებით, გაატარეს ყველა ავღანელის ცხოვრების საგულდაგულო რეგლამენტაცია, მოციქულის დროინდელი მუსლიმანური ქვეყნების საზოგადოებრივი მორალის მაგალითზე. ავღანეთში დამკვიდრდა მკაცრი კანონები, ქალები ვალდებული იყვნენ ეარათ ჩადრებით, კაცებს უნდა ეტარებინათ წვერი, სკოლებში შემოღებული იქნა განცალკევებული სწავლება გოგონებისა და ბიჭებისათვის, მუსლიმანური ტრადიციების და წესების დაცვა გახდა აუცილებელი. წესების დარღვევისათვის სასტიკი დასჯა გახდა ნორმა, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ქალებს. მთელს ქვეყანაში მოქმედებდა შარიათის მკაცრი კანონები.
ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გლობალურ გარდაქმნებს არ მოყვა ავღანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სასიკეთო ცვლილებები. თალიბებმა მეთოდურად დაიწყეს ბრძოლა თავიანთი პოლიტიკური გავლენის სფეროს გაფართოებისათვის და დაიწყეს ბრძოლა მოჯაჰედების ნარჩენების წინააღმდეგ, რომლებმაც შექმნეს “ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი” (ჩრდილოეთ ალიანსი), რომელსაც ჰქონდა მყარი პოზიციები ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მიუხედავად აშკარა წარმატებებისა ამ საკითხში, ოპოზიციის მთლიანად გატეხვა მათ ვერ შეძლეს.
თალიბებს არ ჰქონდათ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ბიუჯეტი ივსებოდა ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლების და უცხოური დახმარების ხარჯზე. მრეწველობა, რომელიც თალიბების შემოსვლამდეც მოშლილი იყო, თალიბების მმართველობის პერიოდშიც პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
დიდ ინტერესს იწვევს მოძრაობის ლიდერების დამოკიდებულება ნარკოტიკული ნივთიერებების მოყვანისა და მის შემდგომ გაყიდვის პრობლემასთან. თავისი მოსვლის პირველ წელს ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას როგორღაც აძლევდა არსებობის საშუალებას, მაგრამ 1999 წელს მათ რადიკალურად შეიცვალეს შეხედულება ამ საკითხზე. თალიბებმა ომი გამოუცხადეს ნარკომწარმოებლებს და ნარკომოვაჭრეებს. ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა იყო აკრძალული. თვით მულა ომარმა განაცხადა, რომ დამნაშავეებს საჯაროდ დასჯიდნენ, რომლებიც მხილებული იქნებოდნენ ნარკოტიკების მოყვანასა ან გასაღებაში. ასეთმა დრაკონულმა კანონებმა შედეგი გამოიღო და 2001 წელს ავღანეთში წარმოებულმა ნარკოტიკების მოცულობამ შეადგინა მხოლოდ 185 ტ. (შედარებისათვის 4565 ტ 2000 წელში).

თალიბანის მმართველობის შედეგები

რა შედეგები მისცა ავღანეთს თალიბების ხუთწლაინმა მმართველობამ. მთავარი შედეგი თალიბების მართველობის არის ის, რომ მათ შეძლეს ქვეყნის გაერთიანება, დაამყარეს წესრიგი თავიანთი გავლენის ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ლიდერებს, არ შეეძლოთ ეტრაბახათ ასპროცენტიანი კონტროლით მთელს ავღანეთის ტერიტორიაზე. მათ ხელში იყო სახელმწიფო მართველობის ძირითადი სადაავეები და დამოუკიდებელი საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის პოლიტიკური ნება. უდაო მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებული ბრძოლა ნარკოტიკების წარმოების და გავრცელების წინააღმდეგ, რომლის უპრეცენდენტო შედეგის მიღება ვერ შეძლო ახლანდელმა ხელისუფლებამ და საეჭვოა მომავალშიც შეძლოს.
რეჟიმს ჰქონდა სუსტი ადგილებიც, თალიბებმა ვერ შეძლეს გამყარებულიყვნენ მსოფლიო არენაზე და აეძულებინათ მსოფლიო თანამეგობრობა ეცნოთ მათი ხელმძღვალელობა. თალიბანის რეჟიმის ლეგიტიმურობა ცნო მხოლოდ სამმა სახელმწიფომ საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა და პალესტინამ. დანარჩენი ქვეყნები თვლიდნენ ხელისუფლებიდან განდევნილ პრეზიდენტ ნაჯიბულას ავღანეთის სრულუფლებიან კანონიერ მმართველად.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთი 1996-2001 წლებში იყო ეკონომიკურად სუსტი და დამოკიდებული საგარეო დახმარებაზე. საუდის არაბეთის ფინანსური დახმარება, პაკისტანიდან მიწოდებული იარაღი და პირველ წლეებში ნარკოტიკებიდან მიღებული შემოსავლები აძლევდნენ თალიბებს საშუალებას როგორღაც დამდგარიყვნენ ფეხზე. ეკონომიკურ დამოკიდებულებას არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დამოკიდებულებაზეც. თალიბებს აძლევდნენ შესაძლებლობას ემართად ქვეყანა მანამ, სანამ მათ გატარებულმა პოლიტიკამ არ გადაკვეთა მათი მფარველების ინტერესები. კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ბოლო წვეთი გახდა თალიბანის ლიდერების მიერ, ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბერის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ბინ ლადენისათვის თავშესაფარის მიცემა. ამის საპასუხოდ ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელმაც ავრანეთში თალიბანის მმარველობას ბოლო მოუღო. ნატოს ჯარებმა გაწმინდა ქვეყანა თალიბანისაგან და აიყვანა ავღანეთი თავისი კონტროლის ქვეშ. 2001 წლის 7 ნოემბერს დაეცა მოძრაობის ბოლო პლაცდარმა – კანდაგარი, რაც გახდა ისლამური ხალიფატის დასასრული. მებრძოლების ნაწილმა შეძლო გაქცეულიყვნენ პაკისტანში, ნაწილმა თავი შეაფარა მთებს (მათ შორის მულა ომარმა), დანარჩენები ჩაბარდნენ ნატოს ჯარებს. თითქოს თალიბანი განადურებული იქნა, მაგრამ ეს იყო თალიბების შეუპოვარი და უკომრომისო ბრძოლის დასაწყისი, რომელიც დღემდე არ წყდება. ჭრილობების შეხორცების და დანაკლისის აღდგენის შემდეგ , მოძრაობის ლიდერები ახალი ძალებით იბრძვიან ძალაუფლებისათვის, გამოდიან ჰამიტ კარზაიას ხელისუფლების და ამერიკული სამხედრო ჯარების ყოფნის წინააღმდეგ.

 

მსგავსი ამბები

Back to top button