არქივი

მოზარდები და მათი მისწრაფებები

b2ef24fdb738
ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ ამ საკითხის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის გზაჯვარედინი ადგილისა, საიდანაც იწყება ადამიანის არჩევანი თუ როგორი პიროვნება უნდა ჩამოყალიბდეს..
მოზარდთა კლასიფიკაცია შეიძლება არასწორიც იყოს, სწორედ იმის გამო, რომ მანამდე არ ეკისრება მას გარკვეული ვალდებულება იყოს პასუხისმგებელი თავის თავზე , მაგრამ მაინც შეიძლება გამოყოფა წინდახედული, პასიური და წინდაუხედავი მოზარდის.

წინდახედული მოზარდი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე და თავის მიზნებზე .. იყოს უკეთესი , ვიდრე მშობელი ან ვინმე სხვა ვინც პიროვნების მაგალითად მიაჩნია.. ასეთი ადამიანი 11-13 წლის ასაკიდან იწყებს ბრძოლას გამოძვრეს ბავშვობიდან და აძვრეს იმაზე მაღლა, ვიდრე თავისი თანატოლები..
e34eb6879d68
წინდახედული მოზარდის ცხოვრება რომ წარმატებით სრულდება ადვილი მისახვედრია.. ასეთ ბავშვებს ყოველთვის უჩნდებათ კითხვები, რომლებსაც პასუხობენ, ან ცდილობენ ეს უკანასკნელი რამენაირად მოუძებნონ. ზოგადად ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება მილიონობით კითხვა ცხოვრებაში, ზოგს გვიან , ზოგსსაც ადრეულ ასაკში. პატარაობიდან ჩამოყალიბებული ძლიერი ინტერესი წარმატების დიდი საფუძველია. წინდახედული მოზარდის გონება, სწორედ ამ გაუთავებელ ფიქრში და გაუგებრობებში ვითარდება..

მოზარდთა უმეტეს ნაწილს პასიურები შეადგენენ, განსაკუთრებით კი საქართველოში. მათი ცხოვრება შეიძლება იყოს , როგორც ხმაურიანი, ისე ჩუმი და მყუდრო , ეს ადამიანზეა დამოკიდებული , მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი.. პასიური მოზარდის ცხოვრება არანაკლებ დატვირთულია კითხვებით.. მაგრამ ეს კითხვები განსხვავებით წინდახედულისა უმეტესად უპასუხოა, რაც მოზარდს შედარებით ნელა ავითარებს . შემორჩენილი კითხვები კი ხელს უშლის ზრდასრულ ასაკში შექმნილი ბარიერების გადალახვას .
7315c8c34fd9
უხეშად რომ ვთქვათ მიზნის მიღწევა ორმაგად და სამმაგად რთულია ასეთი ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა , რომ მის ბავშვობაში შეიძლება ყოფილიყო ოცნება “პრეზიდენტობაზე” ან “პრემიერ-მინისტრობაზე” მაინც.. რასაც ვერ ვიტყვით ხელოვნებაზე.. პასიურ მოზარდს ძალიან უწყობს ხელს ნიჭიერება , ისინი სწორედ ამ ჯილდოს პროპორციულად აღწევენ წარმატებას..

წინდაუხედავი მოზარდი ძალიან ადვილი აღმოსაჩენია.. ასეთი ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს (ან თუ ახერხებს ,გვიან) ბავშვურ მავნე ჩვევებიდან გამოღწევას , მიუხედავად იმისა მას სიგარეტი ექნება თუ არა პირში გარჭობილი, ბავშვური ბუნება ყოველთვის ილტვის იმ ოდნავი სიამოვნებისკენაც კი, რაც გზაზე დახვდება.. ძალიან ხშირია ასეთი მოზარდების ფიზიკური დაპირისპირება, იმდენად ხშირი, რომ უკვე არავის უკვირს, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება..

“წინდაუხედავი მოზარდის” ცხოვრება სწორედ ანალოგიურია ბავშვებისა .. მის გონებაში მრუდედ ამონაძახები კითხვა იქვე ნებსით თუ უნებლიედ შესასვლელშივე იხშობა. ასეთი ბავშვების მომავალი უმეტესად ფიზიკური სამუშაოს შესრულებით სრულდება.. რასაც არც ერთი ბავშვი არ ნატრობს ადრეულ ასაკში. წინდაუხედავი მოზარდი არასდროს არ შემოვა ucnauri-ზე ან სხვა რაიმე საინტერესო ბლოგზე, და თუ შემოვა მხოლოდ ერთხელ , გადაინაცვლებს სხვა რაიმე უფრო გასართობ და სახალისო საიტზე სადაც კითხვა და ზედმეტი ტვინის დაძაბვა არ მოუწევს . მე იმედი მაქვს, რომ ბევრი მოზარდი დაინახავს საკუთარ თავს ამ პოსტში და ოდნავ მაინც დაეხმარება გაიკვალოს გზა უფრო ადვილად ვიდრე აქამდე.

დიდი მადლობა თუ წაკითხვა არ დაგეზარათ.

საკონკურსო პოსტია

დანართი კონკურსის შესახებ:

დაიწყო ავტორების მინი-კონკურსი. ყველა ავტორს, ვისაც მონაწილეობა სურს, უნდა დაწეროს პოსტი, ოღონდ ეს იქნება საკონკურსო პოსტები. შესაბამისად სიახლე არ უნდა იყოს ქართული საიტიდან გადმოკოპირებული, შეგიძლიათ თარგმნოთ უცხოური მასალები. ამასთანავე შეეცადეთ ტექსტი მაქიმალურად გამართულად და კარგად იყოს დაწერილი. პოსტის ბოლოს კი მიაწერეთ,რომ ეს საკონკურსო პოსტია.
ადმინისტრაცია ცალკე დაახარისხებს საკონკურსო პოსტებს, შემდეგ იქიდან ამოარჩევს საუკეთესოებს და გადაწყვეტილებას ხმის მიცემის გზით მიანდობს მკითხველებს : ) გამარჯვებული ავტორი კი მიიღებს პრიზს.
როდის მოხდება პოსტების გადარჩევა და როდის დაიწყება ხმის მიცემა წინასწარ ცნობილი არაა, მაგრამ უახლოეს მომავალში : )
თქვენ კი მანამდე დაიწყეთ კარგი პოსტების დამუშავება ^^
ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება, მათ შორის ადმინისტრაციის წევრებსაც, რადგანაც საბოლოოდ მკითხველი წყვეტს გამარჯვებულს და არა ადმინისტრაცია.

მსგავსი ამბები

Back to top button