უცნაური

დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.. (ნაწილი 2)

35f84ae810c7

ვიცი უცნაურის მკითხველებს განსაკუთრებით მისტიკური და ბნელით მოცული ამბების კითხვა უყვართ. ამ პოსტის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი თხოვნა მივიღე გაგრძელების შესახებ, თუმცა ისედაც ვაპირებდი დაწერას, ამჯერად განვიხილავთ ფილმ An American Haunting- იგივე ამერიკული მოჩვენებას, რომლის ყურება შეგიძლიათ აქ დაკლიკებით.
ვისაც საშინელებათა ჟანრი იზიდავს ძალიან მოეწონება : )
ახლა კი რეალურ ამბავს მივხედოთ.

დიდი ხნის წინ ჯონ ბელი და ლუსი დაქორწინდნენ, მათ 7 შვილი ჰყავდათ. ლუსიმ სულ 9 ბავშვი გააჩინა, მაგრამ ორი მათგანი მალევე მოუკვდა. 7 შვილიდან მხოლოდ ორი გახლდათ გოგონა, მათ შორის ბეტსიც გახლდათ, ძირითადად სწორედ მას უკავშირდება ჩვენი ამბავიც.

ჯერ კიდევ 1817 წელს ბეტსის მამა 1000 აკრ მიწას ფლობდა ტენესში, რობერტსონ ქანთრში. ბეტსი პატარა იყო,როცა მისი ოჯახის თავს უცნაური მოვლენები დატრიალდა.

99c2662edf04

მე ბეტსი ბელი ვარ. როცა დაახლოებით 13 წლის ვიყავი, სახლში უცნაურმა სტუმარმა დაიწყო სიარული. ჩვენ მისი დანახვა არ შეგვეძლო, მაგრამ სამაგიეროდ შესანიშნავად გვესმოდა მისი და ვგრძნობდით კიდეც. რამდენჯერმე ოჯახის წევრებმა უცნაური ცხოველი შენიშნეს,ორად გაყოფილი კუდით. ხანდახან თეთრ კურდღელსაც ვხედავდით,რომელსაც უკანა მარცხენა ფეხზე შავი ლაქა ჰქონდა. ხშირად კარზე კაკუნი გვესმოდა და როცა ვაღებდით, არც არავინ გვხვდებოდა.
ჩემი დაბადების დღის ღამეს, როცა 13 წლის გავხდი, უცებ შეშინებულს გამომეღვიძა. ვიღაცა თუ რაღაცა თმას მქაჩავდა. ძალიან მეტკინა, თითქოს თმის კი არადა მთელი თავის მოძრობას ლამობდა. საშველად ყვირილი ავტეხე, მშობლები და რამდენიმე ძმა ჩემს ოთახში მალევე გაჩნდა, მათ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ყველა კუთხე-კუნჭული, მაგრამ ამაოდ.. ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს. ის ღამე დედაჩემთან და მამაჩემთან გავატარე საწოლში.
ამის შემდგომ თმის მოქაჩვა მე და ჩემი ძმის ყოველი ღამის კოშმარად იქცა. ჩვენ ასევე გვესმოდა სკამების რახუნის ხმა, კარსა და კედლებზე კაკუნი, კაწვრის ხმა.. თითქოს ჯაჭვებს დაათრევდნენ იატაკზე. ასეთ პირობებში დაძინება რთული იყო და ხშირად შეუძლებელიც კი. მამა ამას ,,ჩვენი ოჯახის პრობლემას” ეძახდა.

ღამე ეს ,,სული” ხშირად გადასაფარებელს ხდიდა ჩემს ძმებსა და დებს, ასევე მშობლებსაც. რამდენჯერმე რაღაც ცივიც ვიგრძენით და ოდნავი ღუტუნი ფეხის გულებზე. თუ წინდებს ჩავიცვამდით, ისე რომ ღუტუნი არ გვეგრძნო, მაინც ვერ მოვისვენებდით, რადგანაც ეს ვიღაც მანამ გვაფურთხებდა სახეზე, სანამ მთლიანად არ დაგვისველდებოდა ცხვირ-პირი. ასევე მრავლად იყო პწკენა-ჩქმეტის შემთხვევებიც. ხშირად სახეში გვირტყავდა ,,გაურკვეველი წარმომავლობის მოჩვენება”. თვითონ ხელს ამ დროს ვერ ვხედავდით, მაგრამ ზოგჯერ ისე მაგრად გაურტყამს,რომ ლოყაზე ხელის ანაბეჭდიც კი დამჩნევია.

ერთ ღამეს საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ფეხზე რაღაც ძალიან ბასრი მებღაუჭებოდა. ისე შემეშინდა,რომ ხმაც ვერ ამოვიღე, მაგრამ ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბე და იმხელაზე ვიკივლე,რომ დედაჩემი და მამაჩემი მაშინვე გავაღვიძე. ისინი სანთლით შემოცვივდნენ ჩემს ოთახში და ფეხთან მკვდარი ვირთაგვა დავინახეთ.. რომელიც კბილებით ჩაფრენოდა ჩემს ფეხს.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდგომ მამამ გადაწყვიტა,რომ მოჩვენებისთვის იფნორირება გაგვეკეთებინა. მან ჩვენს მეზობელსა და თავის საუკეთესო მეგობარს მისტერ ჯეიმს ჯონსონს მიმართა, მოუყვა ყველაფერი სახლში მომხდარის შესახებ და მას და მის ცოლს ერთი ღამის გათევა სთხოვა. ისინიც დათანხმდნენ.

bbcd64105f38

მისტერ ჯონსონმა საღამო ლოცვით დაამთავრა და ბიბლიიდან რამდენიმე ნაწილიც წაიკითხა. შემდგომ ყველანი დასაძინებლად წავედით. დაახლოებით შუაღამისას ჩვენთვის უკვე ჩვეული მოვლენებიც დაიწყო და მისტერ ჯონსონი ამ ყველაფერმა კინაღამ გადარია. მან შეკითხვებიც დაუსვა სულს, თუმცა მისგანა არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ჯონსონმა მამას სთხოვა ეს ამბავი სხვებისთვისაც შეეტყობინებინა, იქნებ ვინმე რაიმეთი მაინც დაგვხმარებოდა. ყველა ჩვენი მეგობარი გაოცებული იყო მონაყოლით, და თანაგრძნობას გამოხატავდნენ. ბევრს ჩვენთან ღამის გათევაც მოუნდა.
დედა მიიჩნევდა,რომ მე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი მიმდინარე მოვლენების გამო, ამიტომაც მარტო დაძინების უფლებას არ მაძლევდა. ჩემთან დაქალები ტენი ან ბეკი რიგრიგობით რჩებოდნენ და ისინი მოწმენი იყვნენ მოჩვენების ყველა შემოტევისა.
საბოლოოდ სულმა ლაპარაკი დაიწყო, მისი ხმა ქალისას უფრო ჰგავდა. მისტერ ჯონსონიც და სხვა მეზობლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რისთვის მოვიდა სული აქ და რა სურდა.. კითხვებსაც უსვამდნენ,მაგრამ სწორი პასუხი არ მიგვიღია. მაგალითად ერთხელ თქვა,რომ იგი ინდიელის სული იყო.. მისი საფლავი 4 წლის წინ წაბილწეს, გატეხეს და ჩემი კბილი ამ სახლის ქვეშ არისო. გამწარებულმა მამამ იატაკიც კი აყარა,რომ კბილი მოგვეძებნა,იქნებ ამ საშინელებისგან თავი დაგვეხსნა, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაგენით. მოჩვენებამ კი სიცილი დაიწყო და მასხრად აგვიგდო.
მეორედ ის განგვიცხადა,რომ სული ვერ ისვენებდა, რადგანაც განძის დარაჯობა ევალებოდა.. ჩვენ ამოვთხარეთ ის ადგილი,რომელზეც მიგვანიშნა, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. შემდგომ კი კვლავ მასხრად აგვიგდო.

ede6893eb473

მალე სულის ვინაობის შესახებ სულ სხვა ვერსია ამოტივტივდა. მას ძალიან ბევრი ქეით ბატსად აღიქვამდა, იგი ჩვენი მეზობელი იყო, ყველასგან გარიყული და მისი ეშინოდათ კიდეც. ქეითი გვეუბნებოდა, რომ არ მოგვასვენებდა, სანამ მამაჩემს წერას არ გამოუყვანდა. მართლაც ყველაფერი ამისკენ მიჰყავდა, წამით არ ასვენებდა საბრალო მამას და მის გამო ყველანი ვწუხდით. სამაგიეროდ დედაჩემის მიმართ კარგად იყო განწყობილი და მას არაფერს უშავებდა.
განსაკუთრებით მაშინ შემეშინდა, როცა მივხვდი,რომ ქეითს მეც ვძულდი და როცა მამაჩემთან გაასწორებდა ანგარიშებს, მეც იმქვეყნად გამისტუმრებდა.
შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რამაც საბოლოოდ გამიტეხა გული. მიყვარდა ერთი კაცი, სახელად ჯოშუა გარდნერი, ჩემზე 5 წლით უფროსი გახლდათ, ისეთი კეთილი და მშვენიერი იყო.. ამასთანავე ჩემთან წრფელი სიყვარული აკავშირებდა. ოჯახშიც მოწონდათ ჯოშუა და ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ერთი-ორი წლის შემდეგ დაქორწინებასაც ვაპირებდით, წინ მართლაც ვერავინ გადაგვეღობებოდა.. ქეითის გარდა. მან დაადგინა,რომ მე და ჯოშუა ვერასოდეს ვიქორწინებდით და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა.
როცა მე და ჩემი შეყვარებული განვმარტოვდებოდით ქეითი ათასგვარ უხერხულ საიდუმლოებებს ეუბნებოდა ჩემს შესახებ ჯოშს, იმედი ჰქონდა მის გრძნობებს გააგრილებდა, მაგრამ ყოველთვის მწარედ მარცხდებოდა. როცა საწოლში დასაძინებლად ვწვებოდი ქეითის ხმა არ ჩუმდებოდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჯოშუასთან არაფრით არ უნდა მექორწინა. როცა აღმოაჩინა,რომ მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი გაცოფდა, სხეულში თითქოს ქინძისთავები მესობოდა, თმას მაგლეჯდა და სახეში მირტყავდა. საბოლოოდ კი მოხრჩობაც დამიპირა.

1820 წლის 20 დეკემბერს მამა გარდაიცვალა, ქეითი ამბობდა რომ საწამლავით მოუღო ბოლო. ვფიქრობდი,რომ შემდეგ მიზნად მე ამომირჩევდა ეს ქალბატონი და თითქოს შინაგანად ვემზადებოდი ათასგვარი წამებისთვის. მაგრამ გავიდა დრო და ქეითის ამბები ჩემთვის თითქოს ნაკლებად შემაწუხებელი გახდა. მეც გული მომეცა, ჯოშუა კი მიჩიჩინებდა დავინიშნოთო, თუმცა ცოტა მოცდა ვამჯობინე, ვურჩიე ჯერ ქეითის მოქმედებას დაველოდოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი ამბავითქო. თუმცა 1821 წლის აღდგომა გათენდა და ჯოშუამ მე დამნიშნა, მაშინ 15 წლის ვიყავი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მიმაჩნდა.
მაგრამ შემდგომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, ქეითი დამემუქრა, თუ ამ კაცს გავყვებოდი ცოლად, მაშინ ჯოშუას ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა. მე არ შემეძლო ასეთი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმექცია და გამეწირა საბრალო ქმარი წამებისთვის.
ამიტომაც მე მას ბეჭედი უკან დავუბრუნე, რამდენიმე დღეში კი ჯოშუა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და იმის მერე არასოდეს მინახავს ჩემი პირველი სიყვარული!

ქეითი კმაყოფილი დარჩა და ჩემს მიმართაც კეთილად განეწყო, მითხრა რომ დანგრევისთვის განწირული ქორწინებისგან გადამარჩინა, ამასთანავე მირჩია სკოლის ყოფილ მასწავლებელს რიჩარდ პოუელს გავყოლოდი ცოლად, რომელიც ყოველთვის თბილად და სიყვარულით მეპყრობოდა. ასეც მოვიქეცი და მასთან 17 ბედნიერი წელი გავატარე,სანამ არ გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა,რომ მშვენიერი ქმარი მყავდა, არასოდეს დამვიწყებია ჩემი პირველი სიყვარული და ის საშინელი წლები,რომელიც ქეითმა დამიმახინჯა.

ეს ამბავი ერთადერთ შემთხვევად ითვლება ამერიკაში, როცა ადამიანის სიკვდილი გაურკვეველ პარანორმალურ მოვლენებს დაბრალდა. დღემდე ბევრია დაინტერესებული გრძნეული ქეითის მოჩვენებით და ლეგენდის სხვადასხვა ვერსია არსებობს.
პარალელებს ფილმსა და პოსტში მოთხრობილს შორის თავად გაავლებთ : )

Prelude to the Bloody Child – Dramatic, Thriller by Ryan Eston Paul

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button