არქივი

ეს საინტერესოა (ნაწ.5)

517811c45ddd
1.ერთხელ მარკ ტვენმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ერთი სიტყვა ეწერა_,,ღორო”. მეორე დღეს მან გაზეთში მოათავსა პასუხი: ,,ანონიმურ წერილებს მე ტრადიციულად ხელმოწერის გარეშე ვიღებ, მაგრამ გუშინ მივიღე ბარათი, სადაც მარტო ხელმოწერა იყო”
2.გასაგებია, რომ ცხოვრება_სპექტაკლია, ადამიანები_მსახიობები. მაგრამ არ მასვენებს კითხვა: ვინ არის რეჟისორი და პროდიუსერი ასე ცოტას რატომ გვიხდის?
3.ქერა ქალი ყოველთვის იდუმალებით არის მოცული: მიდი და გაიგე, შეღებილი აქვს თმა თუ მართლა უტვინოა.
4.გონებავ, თუკი იპოვე რაიმე აზრი, ხელი არ ახლო_ჩემია.
5.ასეთი სიფათებით შაჰიდთა რიგებშიც არ მიგვიღებენ.
6.როცა ცდილობ ადამიანს თვალები აუხილო,ის ყურებს იცობს.
7.ხოხისთვის დაბადებულმა ღირსეულად უნდა იხოხოს.
8.,,მე არ ვაპირებ რაიმე ცუდი ვთქვა თქვენს დაწესებულებაზე, მაგრამ მე მგონი ამ პუდინგის გაცხელება დაგავიწყდათ”_თქვა აბრაამ ლინკოლმა, როდესაც პირველად გასინჯა ნაყინი.
9.,,ნურასოდეს გაუკეთებთ თქვენს ახლობელს იმას, რასაც საკუთარი თავუისთვის ისურვებდით. ხომ შეიძლება მათ განსხვავებული გემოვნება ჰქონდეთ”_ამბობდა ბერნარდ შოუ.
10.ზოგიერთი პარლამენტარი ისე ცრუობს, იოტისოდენა შანსაც არ გიტოვებს, რომ დაუჯერო.
11.ჰყვებია, რომ ცნობილი რუსი მსახიობი ფაინა რანევსკაია ცუდად ერკვეოდა ზუსტ მეცნიერებაში. ერთხელ ერთმა მეგობარმა, რომელიც ცდილობდა მისთვის ფიზიკის ერთ-ერთი კანონი აეხსნა, ასეთი შეკითხვა დაუსვა: ,,რატომ გადმოდის აბაზანიდან წყალი, როდესაც შიგნით წვები?” ამ კითხვაზე რენევსკაიამ სრულიად მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური პასუხი გასცა: ,,იმიტომ, რომ მე დიდი უკანალი მაქვს”.
12.ლაკონიაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელ”ს ლაკონიურად მიუწერია: ,,თუ მოვედი მანდ ძირფესვიანად ამოგთხრით”. ,,თუ”_უპასუხიათ სპარტელებს.
13.ოპტიმისტები სამომავლოდ ინგლისურ ენას სწავლობენ, პესიმისტები _არაბულს, რეალისტები_ჩინურს.
14.,,თუ გსურს ბრძნულად მოიქცე, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო:”_ამბობდა სტენდალი.
15.ნერონის უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,ეს რა მსახიობი ვიღუპები”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button