გასართობისასარგებლოუცნაური

7 ყველაზე უცნაური ფენომენი

დედამიწა ჯერაც არაა ბოლომდე შესწავლილი და ნებისმიერ წამს შეიძლება რამე უცნაურს გადაეყაროთ.გაგრძელებაში არის ეს 7 ყველაზე უცნაური ფენომენი.

კატატუმბოს ელვა

კატატუმბოს ელვა – ეს ბუნებრივი მოვლენაა,რომელიც უხმოა.ელვა წარმოიქმნება დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე.გაელვება 140-160 ღამეს ხდება,ღამე 10 საათის განმავლობაში,ხოლო საათში 280-ჯერ.ეს ხშირი მოვლენა მდინარე Catatumbo-ს პირზე ხდება იმ ადგილას,სადაც ელვა მარაკაიბოს ტბაში ვარდება.

მარაკაიბოს ტბა – სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი ტბა,ფართობით 13 210 კმ,რომელიც სიძველით მეორე ადგილზეა.ტბის ნაპირზე ვენესუელის მოასხლეობის მეოთხედი ცხოვრობს.ამ ტბაშივეა ნავთობის დიდი მარაგი.ითვლება,რომ კატატუმბოს ელვა ოზონის ერთ-ერთი სერიოზული გენერატორია.დაახლოებით 1 176 000 ელვა ჩანს ყოველწლიურად 400 კმ-ს სიგრძეზე.ადგილობრივი მოსახლეობა თვლის,რომ ქვეყნის ეს ნაწილი UNESCO-ს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ უნდა იყოს დაცული,რადგან კატატუმბოს ელვა არაჩვეულებრივი მოვლენაა და ამასთანავე ოზონის შრის უდიდესი აღმდგენი.

თევზის წვიმა ჰონდურასში

ცხოველების წვიმა – საკმაოდ იშვიათი მეტეროლოგიური ფენომენია,თუმცა ასეთი შემთხვევები ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული მთელი ჩვენი კაცობრიობის მანძილზე.ჰონდურასის ფოლკლორისთვის – ეს მოვლენა რეგულარულია.ყოველ წელს,მაისსა და ივლისს შორის ცაზე ჩნდება მუქი ღრუბელი,ელავს,ქუხს,უბერავს ძლიერი ქარი და 2-3 საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმა მოდის.როგორც კი წვიმა წყდება – ხალხს მიწაზე ასობით ცოცხალი თევზი ხვდება.

ხალხი თევზს სოკოსავით კრეფს და სახლში მიაქვს შესაწველად.1998 წლიდან ქალაქ იოროში იმართება ფესტივალი „Festival de la Lluvia de Peces“ – თევზების წვიმის ფესტივალი.ერთი ჰიპოტეზა ამ უცნაური ფენომენის წარმოშობის შესახებ იმაში მდგომარეობს,რომ ძლიერ ქარებს აჰყავთ თევზი რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში,რადგანაც ჰონდურასის სამხრეთ ნაპირებზე,კარიბის ზღვის წყლები გათამამებულია თევზითა და ზღვის პროდუქტებით.თუმცა,ზუსტად არავინ იცის როგორ ხდება ეს ყველაფერი.

მაროკოს თხები,რომლებიც ხეზე ძოვენ

მაროკო – ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში,სადაც თხები ბალახის სიმცირის გამო თხილის ხეზე ჯოგებად ადიან და იქ იკვებებიან.ასეთ სანახაობას მხოლოდ მაღალ და ზომიერ ატლასში შეხვდებით და ასევე ატლანტის სანაპიროზე,სუს ველებზე ეს-სუეირასა და აჰადიროს შორის.ფაქტობრივად მწყემსები თხებს,ერთი ხიდან მეორეზე გადასვლით წყემსავს.როდესაც ხეს ტოვებენ,ხის ძირში თხილი ყრია,რომელიც არ გადამუშავდება თხის კუჭით.

კერალის წითელი წვიმები

25 ივნისიდან 25 სექტემბრამდე,2001 წელს ინდოეთში,კერალის ტერიტორიაზე პერიოდულად მოდიოდა წითელი წვიმა.თვიდან ვარაუდობდნენ,რომ წვიმის ფერი მეტეორიტის აფეთქების შედეგი იყო.მაგრამ,შემდეგ,როდესაც 2006 წლის 4 მარტს ისტორია განმეორდა და შესაძლებელი გახდა წვიმის წყლის ნიმუშების მოპოვება,მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე,რომ წყალი „Rhodophyceae“-თი – გოდფრი ლუის(კერალი) წითელი წყალმცენარეებით იყო შეღებილი.

ბრაზილიის ყველაზე გრძელი ტალღა

ატლანტის ოკეანეს.შედეგად წარმოიქმნება 6 მეტრის სიმაღლის ტალღები.სანახაობა ნახევარ საათს გრძელდება,ხოლო სხელწოდება – პოროროკაა.გამძვინვარებული ტალღა 25 კმ/სთ სიჩქარით მოქრის და შესართავს 3000 კმ-ით სცილდება.მოვარდნილი წყალი მდინარეს ტბორავს,ხოლო ეს საშინელი ხმაური კილომეტრობით რადიუსში ვრცელდება.

ასეთი ტალღა – სერფერის ოცნებაა.1999 წლიდან სან-დომინგოში ატარებენ შესაბამის შეჯიბრებს,მაგრამ ასეთი „შეცურვები“ საშიშია,რადგან წყალში ხის ნაფოტებიც ხვდება.ბრაზილიელმა Picuruta Salazar-მა დაამყარა რეკორდი,ამ წყალზე 37 წუთი გაძლო და გაიარა 12,5 კმ.

დანიის შავი მზე

გაზაფხულზე დანიაში საოცარი რამ ხდება:მილიონზე მეტი ევროპული შოშია მოფრინავს დანიაში ყველა მეზობელი ქვეყნიდან მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე.

დანიელები ამას შავ მზეს უწოდებენ და გაზაფხულის დასაწყისში,მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე დასავლეთ დანიის ტბებზე ათვალიერებენ.

შოშიები მიგრირებენ სამხრეთიდან და ერთ დღეს ატარებენ მდელოებზე,აგროვებენ საკვებს,ხოლო საღამოს,მას მერე,რაც ცაში კოლექტიურ პირუეტებს შეასრულებენ,ბინავდებიან ლერწმის ხეებზე.

ცეცხლის ცისარტყელა აიდაჰოში

ასეთი ცისარტყელა – ერთ-ერთია ყველაზე იშვიათ ატმოსფერულ ფენომენებს შორის.მეცნიერულად ამას „ჰორიზონტ-გარშემო რკალი“.ის წარმოიქმნება მზის სხივების მსუბუქ,ყველაზე მაღალ მყოფ ღრუბლებს შორის გავლის შემდეგ.მზე აუცილებლად ყველაზე მაღლაა – 20 000 ფუტის სიმაღლეზე,და ჰორიზონტის 58 გრადუსზე მაღლა.

სულ ეს იყო

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close