კულტურა

PSS – სპეციალური თვითდამტენი პისტოლეტი

587a5978ee78

PSS – სპეციალური თვითდამტენი უხმო პისტოლეტი (ПСС – пистолет самозарядный специальный)

PSS სპეციალური პისტოლეტი, გამოიყენება ობიექტის დაზიანება/განადგურებისთვის 50-60 მეტრის მანძილზე. გასროლა ხდება სპეციალური კონსტრუქციის გამოყენებით, ხმისა და ცეცხლის გარეშე. გასროლისთვის გამოიყენება სპეციალური 7,62 მმ. СП-4 ტიპის ვაზნები.

0085ff2d773c

PSS შეიარაღებაში მიღებულ იქნა 1983 წელს, რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ზოგიერთ დანაყოფში. ეს იარაღი რადიკალურად განსხვავდება მაყუჩით აღჭურვილი იარაღისგან და მისი მონაცემები გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებს ზოგიერთი სპეცოპერაციის დროს. იარაღის ასეთ განსაკუთრებულ მონაცემებს პირველ რიგში განაპირობებს არა თავად პისტოლეტის კონსტრუქცია, არამედ СП-4 ტიპის სპეციალური ვაზნა, რომლის მოქმედების პრინციპი აბსოლიტურად განსხვავდება ჩვეულებრივი ვაზნის მოქმედების პრინციპისაგან. მასში დენთის გაზისგან ბიძგს იღებს არა ტყვია, არამედ პორშინი რომელიც თავის მხრივ გადასცემს ტყვიას გავარდნისთვის საჭირო საწყის სიჩქარეს, ხოლო თვითონ პორშინი რჩება ვაზნის ჰილზში. ასეთი ვაზნები გასროლის შემდეგაც საშიშია და სასწავლო სროლის შემდეგ მათ უკლებლივ ანადგურებენ.

6448d9b6b336

СП-4 ტიპის სპეციალური ვაზნა (ა- დატენილ და ბ-გასროლილ მდგომარეობაში)

აბსოლიტურად უხმო რეჟიმში ტყვია 20 მეტრის მანძილზე უპრობლემოდ ხვრეტს ფოლადის ე.წ. “კასკას”. პისტოლეტი იყენებს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-მამოძრავებელ სისტემას. არაავტომატური მცველი კი გამორიცხავს გასროლას შემთხვევითი გამოკვრის ან დავარდნის შემთხვევაში

da49532c9575

საერთო მონაცემები:
კალიბრი – 7,62 მმ.
წონა – 700 გ.
სიგრძე – 165 მმ.
სიგანე – 30 მმ.
სიმაღლე – 140 მმ.
გასროლის საწყისი სიჩქარე – 200 მ/წმ
სავაზნე კოლოფის ტევადობა – 6 ვაზნა

P.S. ავტორი: მე ანუ Velociraptor. (ჩემი პირველი პოსტია :) )

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button