კულტურა

აშშ–ს ციხეებში “Facebook”–ს გამოიყენებენ

c5203b820964
აშშ–ს ფედერალური ციხეების ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი სოციალური ქსელის “Facebook”–ის ხელმძღვანელობასთან ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

პროექტის მიზანი ციხეებში დისციპლინის დონის ამაღლებაა.

ციხეების ხელმძღვანელობა პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული პატიმრების აქაუნთებს პირად კონტროლზე აიყვანენ, ხოლო ვისაც აქაუნთი არ გააჩნია შეუქმნიან.

“Facebook”–ის წარმომადგენელის, დავიდ ფულთაიმის განცხადებით, რამდენიმე პატიმარმა სოციალურ ქსელში დასარეგისტრირებლად აქაუნთის შექმნა უკვე მოითხოვა.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროექტი პატიმრებში დისციპლინის ამაღლებას შეუწყობს ხელს, მათ შესახებ ყველანარი ინფორმაცია ოჯახის ახლობლებისთვის გახდება ცნობილი და იმედოვნებენ, რომ ისინიც წესრიგის დარღვევისგან თავს შეიკავებენ, ასევე ოჯახის წევრებს შეეძლებათ თავისი პატიმრებისთვის შეტყობინების დატოვება და იმ შემთხვევაში, თუ პატიმრები კარგად მოიქცევიან ისინი გამოგზავნილ წერილებსაც მიიღებენ”– განაცხადა ფულთაიმმა.

პატიმრების პროფილზე გამოტანილი იქნება ინფორმაცია, თუ როგორ იქცევიან ისინი ციხეში, როგორი ურთიერთობა აქვს სხვა პატიმრებთან და ა.შ. ასევე პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ლინდსეი ლოჰანი და ჩარლი შინი თავს შეიკავებენ კანონი დარღვევისგან და ციხეში მოხვედრისგან, რადგან მოერიდებიან მათი ციხეში მოქცევის შემდგომ გახმაურებას. თუ პროექტი გაამართლებს ციხეების ხელმძღვანელობა აპირებს კიდევ რამდენიმე ათას პატიმარს შეუქმნას აქაუნთი.

წყარო:geonews.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button