კულტურა

Rubik’s cube world records

ჩემი გაკეთებული ვიდეოა და ის მიმართულია საქართველოში speedcubing-ის მოყვარულთა რიცხვის გაზრდისათვის. გაგრძელებაში მე მოგიყვებით ცოტა ისტორიას ამ ლეგენდარულ თავსატეხზე და საერთოდ რა არის speedcubing-ი

ჯერ მოკლედ შეგახსენებთ რა არის რუბიკის კუბიკი. რუბიკის კუბიკი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და რთული თავსატეხი, ის 1974 წელს გამოიგონა უნგრელმა მოქანდაკემ ერნო რუბიკმა. კუბზე 88 580 102 706 155 225 088 000 ფერთა განლაგება არის შესაძლებელი და მათგან მხოლოდ ერთი არის სწორი. მალევე ამ გამოგონებამ მსოფლიოს აღიარება ჰპოვა.

გამოგონებიდან რამოდენიმე წელიწადში ადამიანებმა დაიწყეს შეჯიბრება თუ ვინ უფრო სწრაფად ააწყობდა კუბიკს; დაიწყო ოფიციალური შეჯიბრებებიც და დაარსდა სპორტი speedcubing-ი. მას შემდეგ უამრავი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. მათი ნაწილი ვიდეოშია მოცემული.
მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება შემდეგ კუბიკებში:
2×2; 3×3; 4×4; 5×5; 6×6; 7×7
3efea1587159

2×2; 3×3; 4×4; 5×5; 6×6; 7×7
ae94764fb9ed

Megaminx
a9b61728f4d8

Pyraminx
03ec36b2eafc

square-1
1e1637f32ba6

rubik’s magic
4a983ae851f2

rubik’s mastermagic
44bea520e3d0

კუბიკის აწყობა შესაძლებელია ათეულობით უკვე გამოგონილი ალგორითმით, მაგრამ მათი უმეტესობა არ გამოდგება speedcubing-ისთვის. მსოფლიო speedcuber-ების უმრავლესობა იყენებს ჯესიკა ფრიდრიხის მიერ გამოგონილ ალგორითმს რომელიც შეიცავს 120-ზე მეტ ფორმულას(მეც მაგ ალგორითმით ვაწყობ ;))

მსგავსი ამბები

Back to top button