გართობაუცნაური

უცნაური პროფესიები

1ad35c7e8174

დღეს-დღეობით კომპანიებში არსებობს ვაკასიები სახელწოდებებით : ინჟინერი,იურისტი,ეკონომისტი და ა.შ.ეს პროფესიები ძალიან პოპულარულია და პრესტიჟულადაც ითვლება,მაგრამ რა ქნას „კვერცხების მყნოსავმა“ ან  „ჭიანჭველების დამჭერმა“ ? ქვემოთ მოყვანილია უჩვეულო და უცნაური პროფესიების ჩამონათვალი,რომლებზეც ალბათ წარმოდგენაც არ გქონდათ,რომ არსებობდა.

ოცნებებით მოვაჭრე

საფოსტო მოხელე ოცნებობს იმაზე,რომ ერთი ღამით ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდეს,ბიზნესმენი ოცნებობს მართოს მატარებლის მრავალტონიანი შემადგენლობა,ფსიქიატრი – იმაზე,რომ ოც უქმე დღეს გაიცნოს 20 ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან.როგორ გადავაქციოთ მათი ოცნებები რეალობად? ჩიკაგოში,ერთ-ერთი კომპანია დაკავებულია თავისი კლიენტების ცხოვრებაში ოცნებების სინამდვილედ გარდაქმნით.ყველაფერი,რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – მიხვიდეთ მათ ოფისში,მოუყვეთ თქვენი ოცნებების შესახებ და გადაიხადოთ თანხა,რომელსაც სპეციალისტები დაგისახელებენ.თუმცაღა,უნდა გახსოვდეთ,რომ ოცნების გარდაქმნის მინიმალური ფასი 150 000 ამერიკული დოლარია.

aeb3fe2f9010

ბურთების შემგროვებელი

ასეთ ვაკანსიებს მხოლოდ მსხვილ გოლფ-კლუბებში წააწყდებით.ბურთის შემგროვებლის მოვალეობაში შედის ყურადღების მიქცევა იმისთვის,რომ გოლფის მოედნის გარშემო ტერიტორიაზე არ იყოს შემთხვევით მოხვედრილი,ან დაკარგული ბურთები.

e9e3e3da998a

ჭიანჭველებზე ”მონადირე”

ჭიანჭველებზე ”მონადირემ” ჭინაჭველების ბუდიდან უნდა ამოიყვანოს საუკეთესო ეგზემპლარები,რომლებიც შემდგომ,ხელოვნური ჭიანჭველების ფერმებში იქნებიან თავიანთი სახეობის გამგრძელებლები.

a0cf9a4756f7

ტვინის ამომღები

არ გეგონოთ,რომ ამ პროფესიის ადამიანი ლაპარაკით ტვინს ”ამოგიღებთ” – არა,არანაირი ბრჭყალები.ტვინის ამომღების სამუშაო ადგილი -ცხოველთა სასაკლაოა.მას ევალება დაკლული ცხოველის თავის მაგიდაზე დადება და იმის მერე რაც გაუხეთქავენ თავის ქალას,ტვინის ამოღება,რომელიც შემდეგ რესტორნებში იგზავნება.

1f40a1ddf0d1

სურნელმცოდნე

ეს სურნელების მცოდნე სუნამოს მაღაზიაში მუშაობს – სურნელების მცოდნის ვაკანსია არსებობს იმ კომპანიებში,რომლებიც დაკავებულია დეზოდორანტების წარმოებით.სურნელების მცოდნე,ეკსპერიმენტის მოხალისეს იღლიაზე დეზოდორანტს ასხავს და დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებს,თუ როგორ იცვლება დეზოდორანტის სუნი.

aaf3aa9eba8f

1ad35c7e8174

ხანძრის მეთვალყურე

სამსასხურის არსი იმაშია,რომ იჯდე მაღალი შენობის,ან ცათამბჯენის სხურავზე აშშ-ს ნაციონალური პარკებიდან ერთ-ერთში და მიაქციო ყურადღება ხანძრის გაჩენას მოცემულ ტერიოტორიაზე.

391a68205748

”დედოფლის” მეურვე

ე.წ. ფუტკრების დედოფლის მეურვე,უნდა აქცევდეს ყურადღებას იმას,რომ დედოფალი იყოს უსაფრთხოდ და დაცულად და მიიღოს სახეობის გაგრძელებისთვის საჭირო საკვები.

55bb8be68023

კვერცხების გამტეხი

ამ პროფესიის მუშაკის ძირითადი მოვალეობაა – გააცალკევოს კვერცხის გული და ცილა სპეციალური მანქანის მეშვეობით,რომლებშიც ეწყობა კვეცხები.

წიწილების სქესის დამდგენი ოპერატორი

წიწილისათვის ერთი დღე-ღამის ასაკის შესრულების შემდეგ,აუცილებელია განისაზღვროს მისი სქესი,რადგანაც ამაზეა დამოკიდებული წიწილების შემდგომი კვებისა და მოვლის რეჟიმი.

69529cfbf441

5f4a3ad2fb65

ნაოჭების გამსწორებელი

ძვირადღირებული ფეხსაცმლის ბუტიკებში არის ხალხი,რომელიც თვალყურს ადევნებს,რომ ფეხსაცმელზე,რომელსაც ისინჯავენ მყიდველები,არ დარჩეს ნაოჭები – ისინი ასწორებენ ნაოჭებს.

გოლფის ჩოგნის გამპრიალებელი

პრესტიჟული გოლფის კლუბებში არიან ”სპეციალისტები”,რომელთა მოვალეობაში შედის კლიენტების ჩოგნების გაპრიალება სპეციალური მაზით,რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კონტაკტს ჩოგანსა და ბურთს შორის.

420a0713ed0d

f06a8585fd9f

მილების მწმენდავი

ერთი შეხედვით იფიქრებთ,რომ ეს პროფესია უკვე აღარ არსებობს,თუმცა სამხრეთ კალიფორნიაში მილების მწმენდავები დღემდე არიან.იმისათვის რომ გახდე მილის მწმენდავი,უნდა გაიარო ორწლიანი მომზადების კურსი.საშუალოდ მილის მწმენდავის ხელფასი საათში 20 დოლარია.

c93eca7f4fb7

ebb054d4931e
კვერცხების მყნოსავი

ზოგიერთ საკონდიტროებში,არიან ე.წ. კვერცხების მყნოსავები.ისინი თვალყურს ადევნებენ იმას,რომ ლაყე ქათმის კვერცხი არ გამოიყენონ საკონდიტრო ნაწარმში.

37b291b5ca3f

ბალიშების გამსწორებელი

ავეჯის მაღზიებში,რომლებიც ვაჭრობენ საძილე გარნიტურებით,არის ბალიშების გამსწორებლის ვაკანსია.ეს ხალხი დადის სავაჭრო დარბაზში და ყურადღებას აქცევენ იმას,რომ ბალიშები არ იყოს დაჭმუჭნული.

304d08800723

სააღდგომო კურდღელი

ალბათ გსმენიათ ამის შესახებ: სააღდგომო კურდღლის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანმა ცეკვით უნდა მიიპყროს მყიდველების ყურადღება სავაჭრო ობიექტებთან და გაუხალისოს მათ განწყობა.

cc5cd67aac22

სულ ეს იყო,გმადლობთ შემოსვლისთვის

მსგავსი ამბები

Back to top button