საკითხავისასარგებლო

ამელია ერჰარტი

1936 წლის ზაფხულში დღის სინათლე იხილა ორძრავიანმა მონოპლანმა “Lockheed Model 10 Electra”,ეს სიახლე კი ცნობილ ქალ პილოტს ამელია ერჰარდის თავისი მთავარი ოცნების განხორციელების საშუალებას მისცემდა,ამ ოცნებას კი სახელად ერქვა “მსოფლიოს გარშემო ფრენა”.თუმცა საბოლოოდ ეს ოცნება ტრაგედიად იქცა,ტრაგედიად რომელმაც ამელია ერჰარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ საბედისწერო ფაქტამდე მცირე ხნით ადრე ამელიამ განაცხადა:“მალე რეკორდები უკანა პლანზე გადაიწევენ და აღარ მოგვევლინებიან პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად.ავიაციის მთავარი შემოქმედის “გვირგვინი” გადაეცემა კარგად მომზადებულ ავია–ინჟინერს,ხოლო პილოტ–რეკორდსმენები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ”.
ვნახოთ როგორ დაიწყო ყველაფერი.

1897 წლის 24 ივლისს კანზასის შტატის ქალაქ ატჩისონში,ადვოკატ ედვინ ერჰარტის ოჯახში დაიბადა ამელია მერი ერჰარტი.ამელია საკმაოდ უცნაური ბავშვი იყო,გარდა ამისა მას ინტერესთა საკმაოდ ფართო “წრე” გააჩნდა–ჯირითობდა,თამაშობდა ჩოგბურთს,ასევე საკმაოდ კარგი მსროლელიც იყო.
ამელიამ თვითმფრინავს თვალი პირველად 10 წლის ასაკში შეავლო,თუმცა არ დაინტერესებულა.წლების შემდეგ ამ ფაქტს ასე იხსენებს:“დავინახე რაღაც საგანი დამზადებული ჟანგიანი მეტალითა და ხით,საკმაოდ უინტერესო სანახაობა იყო”.

1915 წლისათვის ერჰარტების ოჯახში ფინანსური დეპრესიის ხანამ შემოაბიჯა,ყოველივე ეს კი ედვინის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებით აიხსნება,რამაც ნაწილობრივ დაუნგრია ვექილის კარიერა.ახალი სამუშაოს ძიებაში ერჰარტები მომთაბარე ცხოვრებას შეუდგნენ და მცირე პერიოდის მანძილზე რამდენიმე შტატში სცადეს ბედი.ყოველივე საბოლოოდ დასრულდა იმით,რომ ემიმ(ამელიას დედა) ხელი მოჰკიდა გოგონებს(ამელიას ჰყავდა ერთი და) და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა,ამავე წელს კი მან მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიიღო ფული,ამ თანხით ამელია პენსილვანიის ელიტალურ კოლეჯ “Ogontz School”_ში აგრძელებს სწავლას.

1917 წლის შობას ამელიას ცნობიერებაში ახალი იდეა იშვა,ამას კი ხელი ერთმა ფაქტმა შეუწყო.შობის დღესასწაულზე ამელია ტორონტოს ეწვია,ქალაქის ერთ–ერთ ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალთან კი მან იხილა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე დაჭრილი ჯარისკაცები,ყოველივე ამან მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,რომ გადაწყიტა მოხალისედ ჩაწერილიყო და დაჭრილების მოვლა–პატრონობის საქმეში თავისი წვლილი შეეტანა.ამელიამ ჰოსპიტალში უდიდესი გამოცდილება მიიღო და მისი ყურადღება მედიცინისაკენ იქნა მიმართული,თუმცა ჰოსპიტალის სიხლოვეს გამართულმა ავიაშოუდან “მონაბერმა ქარმა” სრულიად გაფანტა მისი “სამედიცინო მომავლის ღრუბლები”.
1921 წლისათვის ის უკვე სრულიად შეპყრობილია ავია”მანიით” და საბოლოო გადაწვეტილებაც მიიღო–ეხმარა ყველა ღონე რათა ესწავლა თვითმფრინავის მართვა,ამისათვის მან მიმართა იმ დროისათვის ცნობილ ქალ პილოტ ნეტა სნუკს.ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო,თუმცა ამელია ყველა ღონეს ხმარობდა სათანადო თანხის მოპოვებისათის.სწავლება მიმდინარეობდა ბიპლან “Curtiss JN-4 Jenny”_ს საშუალებით.ნეტა მოსწავლის ალღოთ კმაყოფილი იყო,თუმცა მალევე გამოჩნდა ამელიას ავანტიურიზმი,რომელიც სხვადასხვა საჰაერო ტრიუკების ელემენტებს შეიცავდა–ცდები ელექტროკაბელებს შორის მანევრირებისა,ეს კი ნეტას უარყოფით რეაქციას იწვევდა.

Curtiss JN-4 Jenny

1921 წელს ამელიამ შეიძინა მცირე ზომის ბიპლანი “Kinner Airstar”,თუმცა ნეტამ ეს შენაძენი არ გაამართლა,რადგან ეს ბიპლანი საკმაოდ საშიში იყო და დიდი იყო რისკი ტრაგედიისა.მიუხედევად რისკებისა,ამელია მაინც ენდობოდა თავის “რაშს” და ჰაერში “ბეწვის ხიდზე” გავლასაც არ ერიდებოდა.ის მალევე დაუმეგობრდა გადამდგარ სამხედრო პილოტს და დაეუფლა საჰაერო ოინებს.
1922 წლის 22 ოქტომბერიდან ამელია ერჰარტმა რეკორდების “ცხობას” მიჰყო ხელი.პირველი რეკორდი კი დღემდე განუმეორებელი რჩება მანდილოსან პილოტთათვის–მან თავისი ბიპლანის საშუალებით 4300 მეტრ სიმაღლეზე ავიდა.სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ამელია ერჰარტის შემდგომი პოპულარობა.
1923 წელს მან მიიღო საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის ლიცენზია,აქამდე მისი ფრენა “უკანონო” იყო,ახლა კი მოხდა მისი “რეაბილიტაცია”.

ნეტა,ამელია & “Kinner Airstar”

1919 წელს ინგლისელი პილოტების ჯონ ალკოკისა და არტურ ბრაუნის მიერ განხორციელებულ იქნა პირველი ტრანსატლანტიკური რეისი(მარშრუტი ნიუფაუნდლენდი(კანადა)–კლიფდენი(ირლანდია)),ეს კი პროგრესის მაჩვენებელი იყო.შემდგომი ტრანსატლანტიკური ნაბიჯი გაიდგა პილოტ ჩარლზ ლინდბერგის მიერ 1927 წელს,მარშრუტი ნიუ იორკი–პარიზი.მესამე ნაბიჯის გადადგმა კი სუსტი სქესის წარმომადგენელს მოუწია.
მდიდარე ამერიკელი ქალბატონი,მოყვარული მფრინავი ემი გესტი ტრანსატლანტიკური ფრენის იდეამ შეიპყრო და ლინდბერგის ფრენიდან მცირე ხანში მან გადაწყიტა ბედი ეცადა.ის ფიქრობდა,რომ ამ ფაქტით ხაზს გაუსმევდა აშშ_სა და ბრიტანეთს შორის მეგობრობას.მალევე შეიქმნა გესტის იდეის რეალობაში განმახორციელებელი კომიტეტი.მას ხელმძღვანელობდა და ასპონსორებდა ნიუ იორკელი ჯორჯ პუტმანი.ფრენა უნდა განხორციელებულიყო 3 ძრავიანი თვითმფრინავის “Fokker F VII”_ის საშუალებით.

Fokker F VII

mიუხედავად დიდი სურვილისა,ემი გესტმა მშობლების დაჟინებული თხოვნას ანგარიში გაუწია და უარი თქვა ამ სარისკო რეისზე,თუმცა ის მალევე შეუდგა თავისი შემცვლელის ძებნას.შემცვლელს შემდეგი პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა:უნდა ყოფილიყო სიმპატიური გარეგნობის ამერიკელი მანდილოსანი,რომელსაც შეეძლო თვითმფრინავის მართვა.მცირე ძიების შემდეგ სარეკომენდაციო სახის განცხადება გააკეთა ადმირალმა ბელკნაპმა,რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა ავიაციას.ადმირალი რეკომენდაციას ამელია ერჰარდს უწევდა.ამ დროისათვის ამელია ბოსტონში იმყოფებოდა და ამ შეთავაზებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადა.
პილოტი შერჩეულ იქნა და ახლა საჭირო გახდა “ფოკერის” მცირეოდენი მოდიფიკაცია,რათა ტრანსატლანტიკურ რეისთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე დაეყვანათ.

1928 წლის 17 ივნისს ნიუფაუნდლენდიდან აიღო სტარტი თვითმფრინავმა,სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა:ამელია ერჰარდი,პილოტი უილიამ სტულცი და ბორტმექანიკოსი ლუ გორდონი.20 საათ და 40 წუთიანი ფრენის შემდეგ “ფოკერმა” გადალახა ატლანტიკის ოკეანე და დაეშვა უელსის ტერიტორიაზე ქალაქ ბერი–პორტში.თუმცა ამ ფრენამ ამელია ერჰარდს იმედები გაუცრუა,რადგან მთელი ეს დრო მან მგზავრის ამპლუაში გაატარა,დაშვების შემდეგ ამელიამ რეპორტიორებს განუცხადა:“მე წამომიღეს,როგორც კარტოფილით სავსე ტომარა”.
როგორც ხედავთ ამელია ამ რეისის დროს უკანა პლანზე დარჩა,თუმცა მისდამი ყურადღება მაინც უფრო მაღალ ნიშნულ აღწევდა,ვიდრე რეისის დანარჩენ მონაწილეებისა.
მოცემული ტრანსატლანტიკურ რეისის შესახებ ამელიამ წიგნი დაწერა,სახელად “”20 საათი და 40 წუთი” და ჯორჯ პუტმანის მეუღლეს მიუძღვნა.

პოპულარობის მოპოვების შემდეგ ამელიამ ერჰარდის პიროვნებით არაერთი ჟურნალ–გაზეთი დაინტერედა,გამომცემლობის ფურცლები მკითხველს აცნობდნენ ამ ქალბატონს.ამელიამ მისთვის დათმობილი სარბიელი მალევე აითვისა და ინტერვიუბში მრავლად წააწყდებოდით მის აზრებსა,მის მოწოდებებს,მიმართულს გენდერული თანასწორობისაკენ და ქალთა უფლებების დაცვისაკენ.განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ამელიას მოსაზრებები ავიაციის შესახებ,ის დარწმუნებული იყო,რომ უახლოეს მომავალში ავიაცია კომერციული საქმიანობისათვის ახალ ბაზარს შექმნიდა.გარდა ამისა,ამელია სხვადასხვა სასწავლებელში მართავდა ლექციებს,რომელთა დიდ ნაწილს შემდეგი სიტყვებით ასრულებდა–”მომავალ ტრანსატლანტიკურ შეხვედრამდე!”

1929 წელს ამელია ერჰარდის ინიციატივით შეიქმნა მანდილოსან პილოტთა საერთაშორისო ასოციაცია “99” და მომავალ წელს ამ ასოციაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული.
1929 წელს მან შეიძინა მსუბუქი სატრანსპორტო თვითმფრინავი “Lockheed Vega”,რომელიც საკმაოდ მძლავრ საფრენ აპარატს წარმოადგენდა და რეკორდების გაუმჯობესების ალბათობა მკვეთრად იზრდებოდა,ეს კი აუცილებელი იყო ამელიასათვის.
ამავე წელს ამელია თავის “ვეგაზე” ამხედრდა და გადაწყვიტა ავიარბოლა კალიფორნია–ოჰაიოში მიეღო მონაწილეობა.ამ რბოლაში არაერთი ასი მონაწილეობდა,თუმცა ფავორიტად მაინც ერჰარტი ითვლებოდა.რბოლამ სტარტი აიღო,მალევე მოხდა უბედური შემთხვევა,პილოტ რუთ ნიკოლსის თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა,ამის შემხედვარე ამელიამ მიატოვა თავისი თვითმფრინავი და ნიკოლსი გამოიყვანა ალმოდებული აპარატიდან.როგორც ხედავთ,მან მაშველის ფუნქციაც საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულა.მართალია ამ ქმედებამ მის გამარჯვებას ხელი შეუშალა(მესამე ადგილი დაიკავა),თუმცა საქმე როცა სიკვდილ–სიცოცხლეს ეხება გამარჯვებაზე ფიქრს გამართლება არც ექნებოდა.

1929 წლის ნოემბერში ამელიამ კალიფორნიის ცაზე “ვეგას” საცდელი მოდელით(ძრავა 425 ცხ.ძ.) განახორციელა ფრენა და ახალი სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა–197 მილი საათში(წინა რეკორდი იყო 156 მილი საათში).

Lockheed Vega

1931 წლის დასაწყისში ამელია ერჰარტი ცოლად გაჰყვა ჯორჯ პუტმანს,რომელიც ამ ფაქტამდე მცირე ხნით ადრე ცოლს დაშორდა.საქორწინო ცერემონია 7 თებერვალს გაიმართა კონექტიკუტის შტატში,რომელსაც მხოლოდ ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ.ამ ქორწინებას მაშინვე “შეთქმულების თეორიის” მომხრეები ჩაუღრმავდნენ და გამოთქვეს ეჭვი,რომ ეს კავშირი უფრო ურთიერთშეთანხმებაზე იყო დამყარებული,ვიდრე სიყვარულზე.თუმცა 2002 წელს აღმოაჩინეს ამელიას სასიყვარულო წერილები,სადაც აშკარად იგრძნობოდა კუპიდონის ისრით “განგმირული” გულისცემა.

1932 წლის მაისში ამელია ერჰარტი ისევ დაუბრუნდა ტრანსატლანტიკური რეისი თემას,როცა ესტუმრა ნიუფაუნდლენდს და თავისი “Lockheed Vega”_ს საშუალებით 15 საათინი ფრენის შემდეგ უკან მოიტოვა ატლანტიკის ოკეანის ცა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე დაეშვა.ეს იყო მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი,ჩარლზ ლინდბერგის შემდეგ ის იყო მეორე ადამიანი,რომელმაც მარტომ შეძლო ტრანსატლანტიკური რეისის განხორციელება.მიუხედავად წარმატებისა,ეს ნაბიჯი შეიძლება ტრაგედიით დასრულებულიყო,რადგან თვითმფრინავი შტორმშიც კი მოხვდა.გარდა ამისა “ვეგა”_ს რამდენიმე ხინჯი ჰქონდა,კერძოდ:რთული იყო მისი მართვა,არ ჰქონდა რადიო მოწყობილობები.ამელია ამ რეისს შემდეგნაირად “გვიხატავს”:”ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ვიმყოფებოდი უშველებელ,წყლით სავსე დოლში და ვებრძოდი სპილოებს”.საბოლოოდ ამ მანდილოსანმა თავი “დოლსაც” დააღწია და “სპილოებიც ნოკაუტში ჩააგდო”.

ამელია ერჰარტის ამ მიღწევის შესახებ ცნობა მალევე გავრცელდა ევროპასა და აშშ_ში.ეს “ევერესტი” უფრო მაღალი აღმოჩნდა,ვიდრე 1928 წელს მიღწეული სიმაღლე.აშშ_ში დაბრუნებულ ამელიას აღიარება ელოდა,მას არაერთი სახელმწიფო ჯილდო გადასცეს.აშშ_ს პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა ის თეთრ სახლში მიიღო და გადასცა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო,გარდა ამისა ამელიას გადაეცა საფრანგეთის,ბელგიისა და კიდევ 20 სახელმწიფოს სხვადასხვა სახის ჯილდო.
ადამიანი როცა გარკვეულ სიმაღლლებს აღწევს,ხშირია კრიტიკოსთა რიცხვის ზრდაც,მაგრამ სამწუხაროდ ეს “კრიტიკა” შურზეა დაფუძვნებული.სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.იმ დროისათვის ამელიას მთავარი კონკურენტი ელინორ სმიტი იწყებს ბოღმიან “ტლიკინს” და ერჰარტის კვალიფიკაციას ეჭქვეშ აყენებს.”კრიტიკის” ეს “ქარცეცხლი” მალევე ჩაცხრა,რადგან ამელიას რეკორდები და მიღწევები მეტყველებედნენ,თუ რა მაღალ სიმაღლეებზე იმყოფებოდა ტრანსატლანტიკური ვოიაჟის გმირი.

1932 წლის აგვისტოს ის ამყარებს მორიგ რეკორდს,მან განახორციელა ტრანსკონტინენტალური რეისი ლოს ანჯელესი–ნიუარკი,გადაუფრინა აშშ_ს ერთი ბოლოდან მეორემდე 19 საათსა 7 წუთში.როგორც შემდეგ აღმოჩნდა,მან გააუმჯობესა რუთ ნიკოლსის მიერ ოკლენდ–ლუისვილის მარშრუტზე დამყარებული რეკორდი,შეუსვენებლად გადალახა 2000 მილზე მეტი.
1935 წლიდან ამელია წყნარ ოკეანეს უტევს.ის ისევ ამხედრდა “ვეგაზე” და მარტომ დაფარა მარშრუტი:ჰავაი–ოკლენდი(კალიფორნია).აღსანიშნავია,რომ მსგავსი ფრენები აშშ_ს მთავრობის გადაწყვეტილებით იკრძალებოდა,რადგან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები.მიუხედავად ამისა,ამელია ერჰარტს მოთხოვნას არ შეეწინააღმდეგნენ და არც შემცდარან,მან ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.ფრენა გაგრძელდა 18 საათს და ოკლენდში დაშვებამ ამელია პრაქტიკულად “შოკში” ჩააგდო,აეროდრომის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი ოვაციით შეხვდა კაბინიდან გაოცებული სახით მომღიმარ ამელიას.მალევე მოვიდა ტელეგრამა,აშშ–ს პრეზიდენტი რუზველტის სიტყვებით: “გილოცავთ–თქვენ ისევ გაიმარჯვეთ”!
ამელია ერჰარტს შემდგომ წლებში რუზველტის ოჯახთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა და პირველ ლედის ხშირად ასეირნებდა თავისი თვითმფრინავით ღამის ვაშინგტონის ცაზე და ასევე ასწავლიდა პილოტირებას.

ამავე პერიოდში ამელია ერჰარტი მიიწვიეს მექსიკაში,მას შეხვდა პრეზიდენტი ლაზარო კარდენასი.მექსიკელები ამელიას საჩუქრით დახვდნენ,გამოვიდა მარკა,რომელიც ფილატელისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.ამელიამ საჩუქარს საჩუქარითვე უპასუხა და განახორციელა ავიარეისი მეხიკო–ნიუ იორკი.ის აღმოჩნდა პირველი ადამიანი ვინც მთელს მექსიკის ყურეს გადაუფრინა,ეს კი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.როგორც ცნობილია ამ ტერიტორიაზე ხშირია გრიგალი და ამინდის უცაბედი ცვლა.

1935 წლისათვის ამელია ერჰარტს არაერთი ავიარეისი ჰქონდა განხორციელებული და უკვე შეეძლო “პენსიაზე” გასულიყო(1934 წელს მან მეუღლესთან ერთად გახსნა ავიასკოლა და არაერთ მსურველს ასწავლიდა თვითმფრინავის მართვას),თუმცა მის გონებას ერთი სურვილი თუ ოცნება ღრღნიდა,მას უნდოდა გადაედგა მორიგი სარისკო ნაბიჯი და მსოფლიოს გარშემო ფრენით დაესრულებინა თავისი კარიერა.
1936 წლის ზაფხულში ამელიას აჩუქეს ახალი ორძრავიანი მონოპლანი “Lockheed Model 10 Electra”.სწორედ ამ თვითმფინავით იგეგმებოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა,რომელიც ეკვატორის გასწვრივი ფრენით უფრო იოლი შესასრულებელი იქნებოდა.

Lockheed Model 10 Electra

იდეის განხორციელებისათვის ყველაფერი მზად იყო 1937 წლის 17 მარტს.ამელიას თან უნდა გაჰყოლოდა ორი დამხმარე პილოტი ჰარი მენინგი და ფრედერიკ ნუნანი.ფრენის საწყისი წერტილი იყო ჰავაი.მზადების შემდეგ ბილიკზე მონოპლანი გამოჩნდა,მალევე ამოძრავდა და სასურველი სიჩქარის აღების შემდეგ თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და შასი დაზიანდა.ამ შემთხვევას სამივე პილოტი უვნებელი გადაურჩა.თვითმფრინავი მალევე შეაკეთეს და 20 მაისს დაიგეგმა მეორე სტარტი.
ამჯერად ერჰარტს მხოლოდ ფრედერიკ ნუნანი გაუწევდა დახმარებას.

ერჰარტი და ნუნანი

1937 წლის 20 მაისს ჰავაის ცაზე გამოჩნდა “Lockheed Model 10 Electra” და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაც დაიწყო.ივლისის დასაწყისათვის ეკიპაჟს უკვე 22 ათასი მილი(სრული მარშრუტის 80 %მდე) ჰქონდა დაფარული,უკან დარჩა აფრიკა,არაბეთი,ინდოეთი,სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.ამ დროისათვის არაერთი რეკორდი დამყარდა თუ გაუმჯობესდა.
1937 წლის 2 ივლისს ერჰარტი და ნუნანი ქალაქ ლაეში(პაპუა ახალი გვინეა) იმყოფებიან და მორიგი ეტაპისთვის ემზადებიან.ლაე–ჰაულენდი(კუნძული წყნარ ოკეანეში,ეკუთვნის აშშ_ს) – აი ეს ეტაპი აღმოჩნდა ტრაგიკული…

კუნძულ ჰაულანდზე სპეციალურად ეტაპისათვის აშენდა ასაფრენ–დასაფრენი ზოლი,აქ ერჰარტს ელოდნენ ოფიციალური პირები და პრესის წარმომადგენლები.ყველამ იცოდა,რომ ეს ეტაპი სახიფათო იყო,მაგრამ ყველას სჯეროდა ბედნიერი დასასრულის.
მთელი მარშრუტის განმავლობაში ერჰარტი და ნუნანი რადიოკავშირზე იმყოფებოდნენ.შემდეგ ერჰარტი იუწყება ამინდის გაუარესებას,გაისმის მისი ხმა:“ჩვენი კურსია 157-337… ვიმეორებ… ქარი მიგვაქანებს ჩრდილოეთით!” ყველა ელოდა,რომ თვითმფრინავი მალე გამოჩნდებოდა კუნძულ ჰაულენდის თავზე,თუმცა ცდა უშედეგო აღმოჩნდა… ერჰარტ–ნუნანის ტანდემი გაუჩინარდა…

ამის შემდეგ იყო აშშ_ს ისტორიაზე ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია,ლინკორ “კოლორადოსა” და ავიამზიდ “ლექსინგტონის” მობილიზაცია,2 კვირიანი ძებნა და 220000 კვადრატული მილის უშედეგო შესაწავლა… 2 კვირის შემდეგ სამაშველო სამსახური აცხადებს,რომ ძიება უშედეგოა და წყდება სამაშველო ოპერაცია.1939 წლის 5 იანვარს ამელია ერჰარტსა და ფრედერიკ ნუნანს გარდაცვლილად აცხადებენ… მათმა სხეულებმა ბინა ოკეანის სიღმეში დაიდო…

ამელია ერჰარტი,რომელმაც საკუთარი ალღოთი და მონდომებით მიაღწია იმას,რაც მრავალი ადამიანისათის გმირობასთან ასოცირდება.ბედის ირონიით მისი ბოლო სურვილი შეუსრულებელი აღმოჩნდა და სანახევროდ განხორციელებულ ოცნებად დარჩა…

ქალაქ ატჩისონში ეწყობა ამელიას ერჰარტის სახელობის ავია შეჯიბრებები,აქ ასევე მოეწყო მისი სახლმუზეუმი,რომელიც 1971 წიდან აშშ_ს სახელმწიფო ღირსღესანიშნაობათა ნუსხაშია.
ამელია ერჰარტის სახელს ხშირად შეხვდებით ჯონი მიტჩელის,ჰიზერ ნოვასა და პატი სმიტის მუსიკალურ ნაწარმოებებში.
2009 წელს გადაიღეს მხატვრული ფილმი “ამელია“,სადაც ერჰარტს როლს ჰილარი სუონქი ასრულებს.

ერთ–ერთ ინტერვიუში ამელია ერჰარტმა განაცხადა.

–ქალები მამაკაცების მსგავსად უნდა შეეჭიდნონ შეუძლებელს.ამ ჭიდილში წარუმატებლობა სხვისთვის გამოწვევად უნდა იქცეს.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ კომპოზიციას “ამელია”,რომელსაც ლეგენდარული ჯონი მიტჩელი უძღვნის ამელია ერჰარტს

წყარო:ჩემი ბლოგი

Apocalyptic Image | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close