არქივი

The Don Killuminati: The 7 Day Theory

7d047c7cfe89

ამ პოსტში მოგიყვებით რეპერი 2პაკის სკანდალური ალბომის შესახებ, დანარჩენი გაგრძელებაში!

The Don Killuminati: The 7 Day Theory — ტუპაკ შაკურის უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი, რომელიც გამოიცა ტუპაკის გარდაცვალების შემდეგ. ყველაფერი, რაც მასში არის შეტანილი, დაწყებული სიმღერებიდან, დამთავრებული ყდით (სკანდალური ყდით, რომელზეც ტუპაკი ჯვარზე გაკრულია გამოსახული) მომზადდა ზუსტად შვიდ დღეში – 1996 წლის აგვისტოში. ყველა ტექსტი დაიწერა და ჩაიწერა სამ დღეში, ხოლო ხმის მიქსი განხორციელდა ზუსტად ოთხ დღეში. The Don Killuminati: The 7 Day Theory, რომელიც გამოიცა შაკურის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, 1996 წლის 5 ნოემბერს, ყველაფერთან ერთად, არის რეპერის აგრესიული განწყობით სავსე. იგი თავის ზიზღს გამოხატავს მთლიანად შოუ-ბიზნესის, ზოგიერთი ყოფილი მეგობრისა და მასმედიის მიმართ. დისკმა დიდი ინტერესი გამოიწვია – გამოსვლიდან მხოლოდ პირველ კვირაში გაიყიდა 663.000 ასლი – ამით შაკური ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველ ადამიანად იქცა, რომელსაც ორი #1 ალბომი გააჩნდა. მოგვიანებით დისკი შვიდი მილიონი ასლის რაოდენობით გაიყიდა აშშ-ში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – 28 მილიონი გაიყიდა.

ალბომის ცენტრალური თემას უეჭველად, წარმოადგენდა მკვდრეთით აღდგომა. ტუპაკის გარდაქმნას ხაზს უსვამს წარწერა Exit 2Pac, Enter Makaveli.
ალბომში აქა-იქ ჟღერს რიცხვთან 7 დაკავშირებული ალუზიები, რამაც გამოიწვია უამრავი თეორია ტუპაკის გარდაცვალების შესახებ. ძირითადად, ყველა თეორია ერთი და იგივე დასკვნით მთავრდება – თითქოს ტუპაკი ცოცხალია.
ასეთი გზავნილებით და ბიბლიურ სიუჟეტებთან პარალელებით ალბომმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც დაემატა მისი უცნაური ყდა, რომელზეც მხატვარმა ტუპაკი გამოსახა ჯვარზე გაკრული, თუმცა ყდაზე ნათლად იქნა გამოტანილი გზავნილი, რომ ეს არ არის იესო ქრისტესადმი უპატივცემლობის ნიშანი და მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
ამ ე.წ. ‘7 დღის თეორიის’ სასარგებლოდ მეტყველებს ზედმეტსახელი, რომელიც ტუპაკმა თავისი ‘გარდაქმნის’ წინ აირჩია. ნიკოლო მაკიაველი თვლიდა, რომ ხოლმე მტრებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი გარდაცვალების განსახიერება. ციფრი 7 ასევე ფიგურირებს პირველ კომპოზიციაში “Bomb First” – 7 გასროლის სახით.
ამ მხრივ, თუ All Eyez on Me, რეპერის წინა დისკი, განიხილებოდა, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, The Don Killuminati: The 7 Day Theory უფრო ბნელი ტონის მატარებელია. ტუპაკის მიერ შესრულებული რეპის სტილისტიკა და ინტონაცია კვლავ ემოციურია, მაგრამ ალბომის დაწყებიდან ბოლო კომპოზიციამდე სულ უფრო აგრესიული ხდება. მასში ჟღერს უცენზურო ფრაზები როგორც ნოტორიოს ბიაიჯის, პაფ დედის, მობ დიპის, ნესის, ასევე ჯეი-ზისა და დრ.დრეს მისამართით. მაგრამ ასევე ცნობილია, რომ პარალელურად, ტუპაკმა აღადგინა მეგობრული ურთიერთობა ნესთან. ალბომის მომზადებისას იგი აპირებდა ამ ფრაზების ამოშლას, მაგრამ მოკლული იქნა რამდენიმე დღის შემდეგ. რეპერმა Young Noble დაადასტურა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ნესის “I Gave You Power” იქცა სიმღერის “Me and My Girlfriend” გავლენად.

ალბომის All Eyez on Me გამოსვლიდან 6 თვის თავზე შაკურმა დაიწყო მუშაობა ახალ სტუდიურ დისკზე. იგი იწერებოდა სტუდიაში Can-Am (კალიფორნია). სესიები სულ 3 დღეს გაგრძელდა, 1996 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში დასრულებული იქნა 20 სიმღერა, საიდანაც ალბომზე მოხვდა მხოლოდ 12. დისკში, განსხვავებით წინა სტუდიური ჩანაწერისგან, არ გამოჩნდა ბევრი მოწვეული და განსაკუთრებულად ცნობილი სტუმარი. რეპი ნაწილობრივ ჩაწერილი იქნა ტუპაკის ჯგუფის The Outlawz მიერ. ერთადერთი ასეთი რეპი, რომელიც არ ჩაწერილა ამ სტუდიაში, აღებულია რეპერის Bad Azz სიმღერიდან.

ალბომის ყდაზე გამოსახულია თავად ტუპაკი, რომელიც ჯვარზეა გაკრული. ამასთან, ყდაზე მითითებულია, რომ ეს სურათი ქრისტიანობის შეურაცხყოფის მიზნით არ შეიქმნა. ყდის აზრს მიხვდნენ თავად ტუპაკთან დაახლოებულ ადამიანები და მისი მოყვარულები – უკანასკნელ დროს მასმედიამ ტუპაკი თითქოს “ჯვარს აცვა” იმით, რომ მუდმივად აშუქებდა მის ცხოვრებას და ბევრ საკითხში უმიზეზოდ სდებდა ბრალს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button