არქივი

მონა ლიზას ერთგული პაჟი

69t1m
აბა, როგორ არ უნდა შეგშურდეს იმ კაცისა, ვინც მთელი 8 წელი გაატარა ჯოკონდას სიახლოვეს, 8 წელიწადის განმავლლობაში ლეონ მეკუზა ჯოკონდას ერთგული საჭურველთმტვირთველი და პაჟი გახლდათ.

ჯოკონდას ყარაულის ლურვში, ლეონ მაკუზას მოვალეობას მხოლოდ ის შეადგენდა, რომ მთელი დღე თვალი არ მოეშორებინა ლეონარდო და ვინჩის ქმნილებისათვის.

რვა წლის განმავლობაში მეკუზამ ფასდაუდებელი ტილო, ალბათ, უკეთ შეისწავლა, ვიდრე თვით სპეციალისტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა, მაგრამ ,,მონა ლიზას” ღიმილის საიდუმლოების ამოცნობა მეკუზამ მაინც ვერ შეძლო. პირიქით, მან კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა მნახველებს, როცა განაცხადა: ,,რამდენიმე წელიწადი ვაკვირდებოდი ,,მონა ლიზას” და შეუცდომლად შემიძლია ვამტკიცო, რომ იგი ყოველთვის როდი იღიმება”.

ჯოკონდასთან გატარებული წლების განმავლობაში მეკუზამ სურათის თაობაზე ათასობით მნახველის ქება-დიდება მოისმინა და ათასობით სულელურ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, აბეზარი ექსკურსანტები ყველაზე ხშირად იმას ეკითხებოდნენ, რამდენი დოლარი, მარკა, გირვანქა, ან სტერლინგი ეღირება სურათიო.

_ფასს მეკითხებით?_აღშფოთებით შეეკითხებოდა მეკუზა_საკუთარი სიცოცხლე კი რა გიღირთ? რამდენად შეაფასებდით მას?
და მართლაც ჯოკონდა რელიქვიად იქცა, ალბათ ამიტომაც მიაწერენ მას მისტიკურ თვისებას. მაგალითად იმასაც კი ამტკიცებენ,
რომ საკმარისია გენიალურ ტილოს შეეხო და სამუდამოდ გაგაბედნიერებსო.

სხვათა შორის, ახლა არამც თუ შეხება, სურათის ,,ნატურაში” დანახვაც კი ერთეულებს თუ შეუძლიათ. ჰაერისაგან და ნესტისაგან რომ დაიცვან, ტილო დაფარულია საგანგებო თხელი მინით, ხოლო მძარცველებს და ხულიგნებს რომ გადაურჩეს, ჯოკონდა დაცულია კიდევ ერთი სქელი, ტყვიაგაუმტარი საფარველით.
ლეონ მეკუზა ერთი იმ ბედნიერთაგანია, ვინც ტილოს მიჰკარებია. რამდენჯერმე ეჭირა ხელში სურათი, როცა დამცველ მინაზე მტვერს წმენდნენ. აი, ამიტომ ოცნებობდნენ ლუვრის ცრუმორწმუნე დამთვალიერებლები ლეონისთვის ხელის ჩამორთმევაზე: ეგებ ჯოკონდამ ჩვენც გვიწილადოს ცოტაოდენი ბედნიერებაო.

მსგავსი ამბები

Back to top button