არქივი

ფარული რეკლამა

124

წლების განმავლობაში ადამიანს მობეზრდა ჩვეულებრივი რეკლამის ყურება. რეკლამა  გახდა გამაღიზიანებელი და მაყურებელში უკვე აგრესიასაც იწვევს. რა უნდა ექნა კომპანიებს? ზუსტად ჩვეულებრივი რეკლამის ალტერნატივად შეიქმნა ე.წ “ფარული რეკლამა”. ფარული რეკლამა ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანებზე. მისი მთავარი ნიშანი შეუმჩნევლობაა, მისი წარდგენა სულ სხვა ფორმით უნდა ხდებოდეს: რბილად და არამომაბეზრებლად.

ბევრ ქვეყანაში ფარული რეკლამა აკრძალულია, თუმცა მისი განსაზღვრება ძალიან ძნელია  და მისი გამოყენებისათვის დასჯის პრეცენტენტი ჯერ არ ყოფილა. ფარულ რეკლამასთან ერთად იყენებენ ტერმინს “product placement”-ს (პროდუქტის განთავსება). ჩემი აზრით,  ისინი სინონიმებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

a href=”http://ourlifegoeson.files.wordpress.com/2011/05/sss.jpg”>sss

ფარული რეკლამის ტექნოლოგია შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე–20 საუკუნის დასაწყისში (თუმცა რუსები იბრალებენ, რომ თვითონ ტერმინი რუსეთშია მოფიქრებული. სჯეროდეთ)

ფარული რეკლამა – მასების ცნობიერების და მყიდველის ქცევის მართვის უნიკალური ტექნოლოგიაა

ფარული რეკლამა არის სავაჭრო მარკების შექმნის და ელვისებური სიჩქარით “გაპიარების” საშუალებაა. ეს ძალიან სწრაფი და ეფექტური მეთოდია მომხმარებელს დაანახო და შეაყვარო კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება. პროდუქციის წინ წაწევისას, კომპანიები ყოველთვის წარადგენენ პროდუქტს პოზიტიურ ფერებში. თუმცა მარკეტინგში არსებობს ტერმინი “Product displacement“– პროდუქციის ნეგატიურად წარდგენა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა მარკეტინგის პრაქტიკაში. ამის მიზეზია კი ის არის, რომ კომპანები ყოველთვის საკუთარი ბრენდების წინ წაწევას უფრო მიმართვენ, და სულაც არ “სცალიათ”  სხვისი პროდუქციის „გალანძღვისათვის“.

ფარული რეკლამა შეგვიძლია მივიჩნიოთ ძალიან ფაფუქ ტექნოლოგიად, რომელიც არ პატიოს არაპროფესიონალიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის ისე წარდგენა, რომ იმან არ გააღიზიანოს პოტენციური მომხმარებელი და ყიდვისაკენ უბიძგოს. “Product Placement“–ის ტექნოლოგიის ეფექტურობა გამომდინარეობს მისი ორპირობიდან (ნუ, მასე დავარქვათ). ერთი მხვრივ, მას უწერია მუდამ მეორე პლანზე, ფილმის სიუჟეტის ან ცნობილი მსახიობის ჩრდილში ყოფნა; და მეორე მხვრივ, ზუსტად პროფესიონალიზმის წყალობით, მისი წარდგენა ისე ხდება, რომ იზიდავს მაყურებლის ყურადღებას და მაყურებელში აღძრავს ფარულად რეკლამირებული პროდუქციის ყიდვის სურვილს.

2010 წლის მონაცემებით ყველაზე „მომაბეზრებელი“ და პოპულარული ფარული რეკლამა „მოკბეჩილ ვაშლს“ ჰქონდა. ჩვენ ყველას შეგვიმჩნევია, რომ თითქმის ყველა ამერიკულ ფილმში (სადაც კომპიუტერები გამოიყენება) ჩანს “Apple“-ის პროდუქცია. არ შემიძლია არ ვახსენო  James Bond-ი, მისი ფილმებdevil wears pradaი “გაჟღენთილია” ფარული რეკლამებით. უფრო და უფრო ხშირია  მაგალითები, სადაც  ფარული რეკლამა არა მხოლოდ ფილმის სიუჟეტშია „ჩაქსოვილი“, არამედ გამოტანილია სახელწოდებებშიც კი. რათქმაუნდა, ნებისმიერ ჩვენგანს მომენტალურად ახსენდება „The Devil Wears Prada“. ეს ფილმი თავიდან ბოლომდე ფარული რეკლამაა (რაღა ფარული), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მომაბეზრებელია ამ „რეკლამების ყურება“. რამდენიმე დღის წინ კი წავაწყდი კიდევ ერთ ფილმს „From Prada to Nada“ ,მაგრამ არამგონია,  ზემოთხსენებული ფილმის დონეზე იდგეს.

ფარული რეკლამა საქართველოს ბაზარზეც ნელ–ნელა იდგამს ფესვებს.  სერიალებში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ბრენდი. ჩვენთვის ეს ახალი ტექნოლოგიაა, ამიტომაც არც ისე კარგად გამოგვდის პროდუქციის „ფარულად“ რეკლამირება. შარშან ვუყურე ფილმს „90/60/90 ანუ გოგონა სლაიდიდან“ (made in Georgia), ის მთლიანად შედგებოდა ფარული რეკლამებისაგან, თუმცა ეს ისე სასაცილოდ და არაპროფესიონალურად იყო წარდგენილი, რომ ფილმის ბოლომდე ძლივს მივაღწიე (კულმინაციას იყო თბილისში მდგომი ბოზების გარეკლამირება).

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ფარული რეკლამის ტექნოლოგიები უნივერსალურია, მათ არ იციან რა არის ენობრივი ბარიერი, და როდესაც  საქმე  ტრანსნაციონალურ ბრენდებს ეხება, სულაც არ უჭირთ მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა.

პ.ს. ჩემი პირველი პოსტია, ამიტომაც ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ ^_^

პ.ს. პოსტის ავტორი თავად გახლავართ ^_^

წყარო: ფარული რეკლამა

მსგავსი ამბები

Back to top button