ახალი ამბებისაკითხავისურათები

ეს საინტერესოა


წინა პოსტი რომ დავდე დემოტივატორებზე ძალიან ცუდი შეფასება მივიღე.ამიტომ მინდა გამოვასწორო ეს ყოველივე და ძალიან საინტერესო პოსტი შემოგთავაზოთ.

ბრიტანეთში სამი წლის ბავშვს ალკოჰოლიზმის დიაგნოზი დაუსვეს

ბრიტანეთში სამი წლის ბავშვს ალკოჰოლიზმის დიაგნოზი დაუსვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული “The Telegraph” იუწყება. სამი წლის ბავშვს, რომელსაც ექვსი თვის განმავლობაში პერიოდულად სპრიტის შემცვლელ სითხეებს აძლევდნენ, ალკოჰოლიზმის სიმპტომები ხასიათის ხშირი ცვლილება და კანკალი აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, 2008-2011 წლებში ეს არის მე-13-ე ბავშვი ბრიტანეთში, რომელსაც ალკოჰოლიზმის დიაგნოზი დაუვეს.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ალკოჰოლიზმის დიაგნოზი შოტლანდიელ გოგონას დაუდასტურდა.

ლოს-ანჯელესი შესაძლოა მთლიანად განადგურდეს

იაპონიაში დაფიქსირებულმა უძლიერესმა მიწისძვრამ, შესაძლოა კალიფორნიის შტატის ქალაქი ლოს-ანჯელესი მიწასთან გაასწოროს. პროგნოზს შემდეგი 30 წლის განმავლობაში შესაძლო კატასტროფული მიწისძვრის შესახებ რუსული ტელეკომპანია “ВЕСТИ-24” აქვეყნებს.

ტელეკომპანიამ ინტერვიუ გამოჩენილ რუს მეცნიერთან ევგენი როგოჟინთან აიღო. მისი მოსაზრებით, კალიფორნაი სიესმურად ძალზედ აქტიური რეგიონია. მეცნიერი იხსენებს 1906 წლის მიწისძვრას, როდესაც ქალაქი სან-ფრანცისკო სრულიად დაინგრა. ამავდროულად მეცნიერი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი დოკუმენტური საბუთი იმისა, რომ მომავალში ლოს-ანჯელესი შესაძლოა ძლიერმა მიწისძვრამ იმსხვერპლოს.

ცხოველები ადამიანის გაფრთხილებას მიწისძვრამდე რამდენიმე თვით ადრე ცდილობდნენ

მეცნიერებმა უკვე დაიწყეს საუბარი შესაძლო იაპონიის ფლორასა და ფაუნისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ცხოველები ადამიანის გაფრთხილებას მიწისძვრამდე რამდენიმე თვით ადრე ცდილობდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იაპონელი მეზღვაურები დიდი რაოდენობით ღრმად მოცურავე ქამარ-თევზას იჭერდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოკეანეს გრძელი და წვრილი წარმომადგენელი ოკეანეს ფსკერზე ბინადრობს. თევზი 200 მეტრის სიღრმეზე ძალიან იშვიათად ამოდის. ბოლოს თევზის მასობრივი ამოცურვა ტაივანისა და ჩილეს მიწისძვრების დროს დაფიქსირდა. უძველესი იაპონური ლეგენდების თანახმად ქამარ-თევზა ზედაპირზე მხოლოდ მიწისძვრის შესახებ გაფრთხილების დასატოვებლად ამოდის.

ექსპერტების მოსაზრებით ზუსტ ზარალზე საუბარი ნაადრევია. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იაპონიის ფაუნამ კატასტოროფული დარტყმა არ განიცადა, რადგან ყველა ცხოველმა მიწისძვრის ეპიცენტრი ბიძგების დაწყებამდე დატოვა.

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბებია 23 წლის რუმინელი რიფკა სტანესკუაა

23 წლის რუმინელი რიფკა სტნაესკუ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბებია გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას “გაზეტა.რუ” ავრცელებს.

სტანესკუთავის 13 წლის შეყვარებულთან ერთდ 11 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა.

პირველი გოგო მარია 12 წლის ასაკში, ხოლო ბიჭი ერთი წლის შემდეგ გაუჩნდა.
სტანესკუს ქალიშვილმა დედას მიბაძა, 11 წლის ასაკში

წყარო:geonews.ge

P.S გაგრძელება იქნება…

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close