უცნაური

დაიხატე იღბალი

f17bf4ca1aba

გამარჯობა! :) რაღაც ამ ბოლო დროს მოვუხშირე პოსტებს :) მუზა მომივიდა…ჩემი აზრით საინტერესო პოსტია..მსურველები ვაჭერთ გაგრძელებას :)

გიყვართ საშიში ისტორიები?მაშინ დაგაინტერესებთ ისტორია გოგონაზე,რომელსაც პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა.დაქალის რჩევით ერთხელ ტატუს სალონში შევიდა და ტატუ დაიხატა…ნახატი- ვეფხვი.იცით შემდეგ რა მოხდა?მალე ეს გოგონა ძალიან სიმპატიური და საკუთარ თავში დარწმუნებული გახდა,მაგრამ ამასთან ერთად აგრესიული.ყველა თავის მამაკაცს “ანაკუწებდა”,როგორც ნამდვილი ვეფხვი.გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა.

სიმართლე და ლეგენდა სიმბოლოებზე

სიმბოლიკაზე არსებობს ბევრი ქალაქური ლეგენდა.მაგრამ უნდა დაუჯერონ თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მცხოვრებმა ადამიანებმა მათ? რატომ,თქვენს სხეულზე დახატული ზოგი ტატუ,კარგ განწყობაზე აყენებს ხალხს,ზოგი კი ზიზღს იწვევს?შეუძლია თუ არა,მაგალითად ბანდანას(ბენდენას?),რომელზეც გამოსახულია თავის ქალა და ძვლები,როგორღაც იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე? გამორიცხული არაა!! ყველანაირ გამოსახულებას ინფორმაცია გადააქვს ჩვენი ქვეცნობიერისთვის. არის ასეთი ფრაზა ” ფრთხილად იყავით სურვილებთან,ისინი შესაძლოა ახდეს”.სიმბოლოები კი,რომლითაც ვალამაზებთ საკუთარ თავს ან რაიმე ნივთს, ანახებენ მსოფლიოს ჩვენ სურვილებს.

საშიში სიმბოლოები

როდესმე შეგიმჩნევიათ,რომ კარგ ადამიანს უცებ უბედურებები ემთხვევა?მაგალითად, ხშირად ხვდება ავარიაში,სულ ავადმყოფობს…ადრე კი ყველაფერი კარგად იყო.უცებ ცნობილი ხდება,რომ ამ ადამიანმა ცოტა ხნის წინ თილისმა იყიდა.თილისმის არჩევისას,საჭიროა კარგად დაფიქრდეთ!მაგალითად,არ არის რეკომენდირებული თილისმები იეროგლიფებით,მით უმეტეს თუ არ იცით მათი მნიშვნელობა.მათ შეუძლია მიიზიდონ ნეგატივი,გამოიწვიონ უძილობა და ა.შ. ასევე არ გაერთოთ ნახატებით,რომლებიც უკავშირდება სიკვდილს: თავის ქალა,სისხლი,ვამპირები..მათ აქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა,რომელიც იზიდავს დაავადებებს და სიკვდილსაც კი! ასევე ნეგატივის მატარებელია აგრესიული მხეცების ნახატები- ვეფხვი,ლომი,გველი.შესაძლოა,ისინი დაგეხმარონ მიაღწიოთ წარმატებას,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ თვითონ გაქვთ ძლიერი ხასიათი.

როგორ აირჩიოთ ნახატი

იქამდე,სანამ სიმბოლოს აარჩევთ,დაფიქრდით რა გჭირდებათ.ადამიანებს,ვინც საკუთარი თავში არაა დარწმუნებული,მოუხდება მედალიონი ლეოპარდის გამოსახულებით(წყნარი ლეოპარდი,არა აგრესიული).ის დაგეხმარებათ გახდეთ ძლიერები,საკუთარ თავში დარწმუნებულები,დამოუკიდებლები.საერთოდ,ასეთი მიზნებისთვის კარგია ყველა მხეცი,ოღონდ მათი კლანჭები არ უნდა ჩანდეს.

ქალურ სილამაზეს გააძლიერებს ბიჟუტერია ან თუნდაც ტატუ,რომლებზეც გამოსახულია ყვავილები,მწვანე ფოთლები,კატები.მაგრამ,თუ ეძებთ ცხოვრების მეგზურს უნდა იყოს ორი კატა.იყავი ყურადღებიანები- თუ კატებს კნუტებზე შეცვლით,ხალხი არასერიოზულად დაგიწყებთ ყურებას.ბედნიერი ოჯახური ცხოვრების თილისმა შეიძლება მზე გახდეს,ოღონდ არ აირჩიოთ მზის ჩასვლა,ან მზე ღრუბლებში.მეგობრობის სიმბოლო- დელფინი ან ძაღლი.გინდათ მოგზაურობა? იყიდეთ რამე,გემის ან თვითმფრინავის გამოსახულებით.მაგრამ არ დაგავიწყდეთ! როდესაც თქვენი სურვილი ასრულდება,სიმბოლო სხვა სიმბოლოთი უნდა შეცვალოთ!

უღრმესი მადლობა ყველას :) სულ ეს იყო :)

 

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button