გართობაკულტურა

ახალშობილს like დაარქვეს…

96434f1ac2f9

ებრაელმა ცოლ-ქმარმა ახალშობილს Facebook-ის ერთ-ერთი ფუნქციის პატივსაცემად, Like დაარქვა.

გოგონას მამის, ლიორ ადლერის თქმით, სახელი “ლაიქი” ნოვატორულად ჟღერს, ჯერ ამ სახელით ბავშვი არც ერთ მშობელს არ დაურეგისტრირებია.
ახალშობილი ლაიქის მამა ამბობს, რომ როდესაც ქალიშვილის ფოტო Facebook-ის პერსონალურ გვერდზე განათავსა, მეგობრებისგან სურათმა 40-ზე მეტი Like მიიღო. სწორედ ეს გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზიც.
ადლერს კიდევ 2 შვილი ჰყავს, რომლებსაც ასევე უცნაური სახელები ჰქვიათ. ერთს – ”პაი”, რაც ინგლისურად ნამცხვარს ნიშნავს და მეორეს ”დვაში”, რაც ივრითიდან ითარგმნება, როგორც “თაფლი”. მამაკაცის თქმით, ეს სახელები მან და მისმა მეუღლემ კულინარიით გატაცების პერიოდში შეარჩიეს.
თუმცა ეს ინტერნეტ-სახელის დარქმევის პირველი შემთხვევა არ არის. ეგვიპტეში მშობლებმა ახალშობილს ”ფეისბუქი” ეგვიპტის რევოლუციაში ამ სოციალური ქსელის შეტანილი წვლილისთვის დაარქვეს.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button