არქივი

ეგვიპტური რელიგია ( ნაწილი I)

rkil2

მე მთხოვეს დადე ეგვიპტური მითებიოო მაგრამ, ისეთი ინფორმაცია სადაც იქნებოდა მხოლოდ მითები ვერ მოვახერხე მომეძიებინა. თუმცა ზოგადად ეგვიპტურ მითებზე და კონკრეტულად რელიგიაზე ნამდვილად საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

მითოლოგია

ძველი ეგვიპტური მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები: ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები…
მათ შორის ყველაზე მნიშვნელობანია “პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისთვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ.წ.-,დე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; “კარკოფაგების ტექსტები”, რომლების შუა სამეფოს ხანის (ჩვ.წ.-მდე XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის იისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: “წიგნი ძროხისა”, “წიგნის სიფხიზლის ჟამისა”, “წიგნები საიქიო სამყაროზე”, “წიგნი სუნთქვისა”, “ამდუატი” და სხვა.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიების ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსტებიც _ შელოცვები, ჯადო-სიტყვები და ა.შ.
ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის “ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ.წ.-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ.წ.-მდე Yს_ში) ნაშრომი “ისტორია”.

ძველიეგვიპტური მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ.წ.-მდე VI-IV ათასწლეულებში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.
ეგვიპტელებს ჰქონდათ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ ღმერთები. ეს ადგილი იყო “ური” ეს მათ ენაზე “ძველ ადგილს” ნიშნავს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთები “ურიდან” მოდიედნენ მათთან..

p5as8

ღმერთები

ძველ ეგვიპტეში ბევრი რელიგიური ცენტრი იყო და მათგან თითოეულს თავისი კოსმოგენიური სისტემა ჰქონდა. შესაბამისად, არსებობდა სამყაროს შექმნის მრავალი ვერსია. რას კულტის აღზევების შემდეგ ქვეყანაში გაბატონდან ჰელიოპოლისური (მზის ქალაქის, ეგვიპტური იუნუ) კოსმოგენია, რომლის თანახმადაც ყოველი ღვთაებისა და ციცხლის (ყოფიერის) პირველსაწყისი და წარმომქმნელია ღმერთი ატუმი. ლეგენდის მიხედვით, იგი მოევლენილია ქაოსიდან _ ნუნიდან. პირველად მან ღმერთი შუს და ქალღმერთ ტეფნუტის ღვთაებრივი წყვილი შექმნა. შუ იყო დედამისიდა და ცას შუა მოქცეული, ცისა და დედამიწის წგამყოფი სივრცის განსახიერება, ტეფნუტი კი – მისი მდედრული დანამატი. ამ წყვილმა შვა ღმერთი გები და ქალღმერთი ნუტი. გები დედამიწის ღმერთი, არსებითად, თავად დედამიწაა, ნუტი – ცის ქალღმერთი ანუ თავად ცა.
ეგვიპტელთა წარმოდგენით , ნუტი ზემოთაა გები ქვემოთ. მათ შორის სივრცეს შუ და ტეფნუტი განაგებენ. გებისგან და ნუტისგან წარმოიშვა ორი წყვილი: ოსირისი და ისიდა, სეტხი და ნეფტიდა.
ოსირისი და ისიდა ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთები არიან ეგვიპტურ ღვთაებათა შპანთეონში. ლეგენდის მიხედვით, ოსირისი ღმერთების პირმშოა. მის შემდეგ გაჩნდენენ ხორი უფროსი, სეხტი,ისიდა და ნეფტიდა.

qi1mn

დროთა განმავლობაში ოსირისი იქცა კვდომადი და მარად განახლებადი ბუნების სიმბოლოდ. იგი მცენარეულთა ღვთაებაც არის, მიცვალებვულთა სამეფოა (საიქიო სამყაროს) მბრძანებელიც. ოსირისი თოტთან ერთად იდგა და გადაცვლილთა გულებს წონიდა,. როგორც კეთილი ღვთაება, ოსირისი მიცვალებულთა მხარესაა და იცავს მათ ინტერესებს. _ მოგვითხრობს ერთ-ერთი ეგვიპტური ლეგენდა.
ისიდა კი გახლდათ დიადი ქალღმერთი, დედობისა და ცოლ-ქმრული ერთგულების სიმბოლო.
დანარჩენი ღმერთები კი განაგებდნენ:
მზე __ ატუმ-რა
ჰაერი __ შუ
სინოტივე __ ტეფნუტი
დედამიწა __ ბები
ცა __ ნუტი

dlam6

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანის მმოკლე დახასიათებას მიტების მიხედვით:

სეტხი ბოროტებაა; როცა ნილოსის ნოტიერ და აბიბინებულ მიწებს ცხელი, მშრალი და ქვიშიანი ქარი გადაუქროლებს, ეს სეტხის ბოროტება და ბოღმაა.

v7mkn

თოტი უმაღლესი სიბრძნისა და სამართლიანობის იდეალის, ადამიანური ბუნების საუკეთესო მხარეების, ხორცშესხმული გონების გამოხატულებაა ღმერთი თოტი! იგი რას ეხმარება ბოროტი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა ძველი ეგვიპტის რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს რას. იგი სინათლის ღმერთიცაა, – ყოველდღე თავისი ნავით ცაში ადის და მთელ დედამიწას ასხივოსნებს. საღამოს რა ქვესკნელში ეშვება, მთელი ღამე იქ წყვდიადის ბოროტ ძალებს ებრძვის და გამარჯვებული, კვლავ კვლავ მზედ უბრუნდება ქვეყნიერებას. მისი უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ანხ_ი – ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის. (შუა საუკუნეების ალქიმიაში ანხ_ი უკვდავების სიმბოლო იყო)

zr210

ზემოთ ხსენებულ ღმერთების გარდა ეგვიპტელებს კიდევ რამდნეიმე ყველაზე დიდი ღმერთი ჰყავდათ: პტახი – იწოდება ჭეშმარიტებისსა და სამართლიანობის ღვთაებად. ხორი _ არის ოსირისის ვაჟი და ის იბრძვის მამის მკვლელის სეტხის წინააღმდეგ. ჰათხორი სიყვარულის, მხიიარულების, მუსიკის და ცეკვის ქალღმერთია. ანუბისი – საიიქიო სამყაროს ღმერთია. სებეკი – მას შესთხოვდნენ სენებისგან განკურნებას. და ქალღმერთი სებეკეთი მისი მეუღლე.

wrp91

იმედი მაქვს მოგეწონათ. და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს იმისათვის რომ მათი მითები ვერ მოვიძიეე.
შემდეგში მინდა შემოგთავაზოთ : გაღვთაებრივებული ცხოველები, სარიტუალო წეს-ჩვეულებები, და ინფორმაცია განთქმულ “მიცვალებულთა წიგნზე”.

P.S ჩემი მეორე პოსტიი :$

წყარო: teengeo.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button