რიჩარდ I ლომგული


რიჩარდ I ლომგული (ფრანგ.Coeur de Lion)იყო ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში. იგი ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.დაიბადა ოქსფორდში 1157 წლის 8 სექტემბერს.მას ასევე უწოდებდნენ რიჩარდ I პლანტაგენეტს.(პლანტაგენტი.(ინგლ. Plantagenets) ანჟუს დინასტია, ინგლისის სამეფო დინასტია 1154-1399 წლებში. დამაარსებელი ჰენრი II პლანტაგენეტი, ანჟუს გრაფი (სახელწოდება „პლანტაგენეტები“ წარმოდგა ჰენრი II-ის მამის, ანჟუს გრაფის ჟოფრუა ლამაზის, ზედმეტი სახელიდან, რომელიც თავის ჩაჩქანზე ამაგრებდა ხოლმე კურდღლის ცოცხას – ლათ. planta genista – ტოტს . ჰენრი II და მისი უახლოესი მემკვიდრეები ინგლისის გარდა უზარმაზარ მიწებს ფლობდნენ საფრანგეთში, რომელთა უმეტესი ნაწილი მათ XIII საუკუნის დამდეგს დაკარგეს.)

მისი მმართველობის დროს რიჩარდს უთანხმოებები ჰქონდა ადგილობრივ ბარონებთან,ისინი თავისუფლებას და თავისუფალ მოქმედებას მიეჩვივნენ.შიდა ომებს დაემატა უთანხმოება მამასთან.მან მოსთხოვაა შეეფიცა მისი ძმა ჰენრიხისთვის.რიჩარდმა ეს ბრძანება არ შეასრრულა.ამის შემდეგ,ჰენრიხ უმცროსი აკტივანიაში შეიჭრა,მაგრამ იმავე ზაფხულში ის გარდაიცვალა.ძმის სიკვდილმა დავაზე არავიტარი გავლენა არ იქონია.რიჩარდს მამამისმა უბრძანა,აკტივანია მისი უმცროსი ძმისთვის ჯონისთვის გადაეცა.(ის მეფობდა 1199-1216 წლებში).რიჩარდი არც ახლა დაემორჩილა,ომი დაიწყო.უმცროსი ძმებმა ჯეფრიმ და ჯონმა პუატუს შეუტიეს.რიჩარდმა პასუხად ბრეტანში შეიჭრა.როცა რიჩარდმა დაინახა,რომ ძალით ვერაფერს გახდებოდა,ბრძანა საჰერცოზო გადაეცათ.ამ ჯერად რიჩარდი დანებდა.იყო ჭორი,რომ ჰენრიხ მეორეს სურდა ჯონი გაემეფებინა,მას სურდა დაუმორჩილებელებელი უფროსი შვილები მოეშორებინა გზიდან.ეს კი რათქმაუნდა,რიჩარდსა და მამამისს შორის ურთიერთობას ართულებდა.

ფრანგმა მეფემ ფილიპ II ავგუსტმა ( დაიბადა 21 აგვისტოს 1165 წელს-გონისში,პარიზთან ახლოს.საფრანგეთის მეფე.გარდაიცვალა 14 ივლისს.საფრანგეთის მეფე 1180-1233 წლებში.დაიკრძალა სენ-დენის სააბატოში,.(პარიზი,საფრანგეთი).მან რიჩარდს აჩვენა საიდუმლო წერილი,სადაც ჰენრიხ მეორე სთხოვდა ფილიპს მიეთხოვებინა ჯონისთვის ფილიპის და ალისა ( ადრე უკვე დანიშნული იყო რიჩარდზე).და გადაეცა ჯონისთვის აკვიტანიის და ანჟუის საგრაფოები.
რიჩარდმა იგრძნო,რომ ეს ყველაფერი მის სასიკეთოდ არ ხდებოდა.პლანტაგენეტების ოჯახში ახალმა დაპირისპირებამ იჩინა თავი.რიჩარდი მამასთან ღია ბრძოლაში ჩაება 1188 წელს,ხოლო მომდევნო წელს უკვე საფრანგეთის მეფესთან ერთად,რომელსაც მან ფიცი მისცა ბონმულენში,აიღეს მენ და ტურენი. ჰენრიხ მეორემ ომი წამოიწყო რიჩარდსა და ფილიპტან თუმცა ვერაფერს გახდა.მას რამდენიმე თვეში თითქმის ყველაფერი წაართვეს ნორმანდიის გარდა.ლემონში,ჰენრიხი კინაღამ ტყვედ ჩაუვარდა თავის შვილს.1189 წელს ის უნდა დათანხმებულიყო დამამცირებელ წინადადებაზე,რომელც მას მტრებმა წაუყენეს,ამის შემდეგ ის გარდაიცვალა.1189 წლის 3 სექტემბერს ის მივიდა და მისი კორონიზაცია შედგა მესტმინსტერის სააბატოში.რიჩარდ პირველმა თავის ქვეყანაში მხოლოდ 4 თვე დაჰყო, ამის შემდეგ მან მხოლოდ ორი თვით მოინახულა თავისი სამშობლო 1194 წელს.

რიჩარდს და ფილიპს უნდა მიეღოთ მონაწილეობა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში.მოკლე დროში,მან დააცარიელა ხაზინა და გაემართა წმინდა მიწაზე,მმართველად კი თავისი ძმა,ჯონი, იგივე ჯონ უმიწაწყლო დატოვა.მან გზაში აოხრა ქალაქი მესინა და კუნძული კიპრი.რიჩარდი პალესტინაში 1191 წელს ჩავიდა.აქ უკვე აკრა ალყაში იყო მოქცეული და მოლაპარაკეკბზე მიდიოდნენ.რიჩარდმა ჩაშალა მოლაპარაკება და და 11 ივლისს შტურმით აიღო აკრა.ამას მოყვა დავა ჯვაროსნებში.რიჩარდს უსიამოვნება მოუვიდა ფილიპთან,და დასცინა ლეოპოლდ ავსტრიელს.ფილიპი წავიდა სამშობლოში და იქიდან უკვე პრინც ჯონთან ერთად დაიწყო რიჩარდის საკუთრებას შეტევა ნორმანდიაში.რიჩარდი კი ამ დროს ელოდებოდა გამოსასყიდს აკრის გარნიზონისგან,მაგრამ პასუხი არ იყო.მან ბრძანა ჩამოეხრჩოთ 2 000 ,ტყვე სწორედ ამის შემდეგ მიიღო მან მეტსახელი ლომგული.
იერუსალიმზე უიღბლო ლაშქრობის შემდეგ,რიჩარდმა სახლში გამოცურა.მის გემს გზაში პრობლემები შეექმნა და ის ნავით წამოვიდა რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად.გადაცმული გადავიდა ფრიაულში და კარინტიუში.მალე მის მოძრაობაზე შეიტყო ლეოპოლდ ავსტრიელმა.რიჩარდის ბევრი ტანამგზავრი დაიჭირეს.ერთი თანმხლებით მან ჩააღწია ედბერგამდე.ის ყურადღებას იქცევდა უცხო ფულით,რომლითაც ის ყიდულობდა რაიმეს,ამიტომ სულ მალე მას მიაგნო ლეოპოლდ ავსტრიელმა და 21 დეკემბერს დიურენშტეინში საპყრობილეში ჩასვა.


რიჩარდ ლომგული და სალადინი,ბრძოლა არფუსთან


დიურსტეინის ნანგრევები,აქ ჰყავდათ ტყვედ რიჩარდ ლომგული

როგორც კი ეს ამბავი გაიგო იმპერატორმა ჰენრიხ VI მ, მან მოითხოვა რიჩარდის გამოსყიდვა.ლეოპოლდი დათანხმდა მას,ტუ 50 000 ვერცხლს გადაიხდიდა იგი.ამის შემდეგ,რიჩარდი 1 წელზე მეტი ჰენრიხის ტყვე იყო.მან თავისუფლება მხოლოდ მის შემდეგ იყიდა,როდესაც შეჰფიცა იმპერატორს და შეპირდა რომ 150 000 ოქროს გადაუხდიდა.1194 წლის თებერვალში ის განთავისუფლდა,ხოლო მარტის შუა როცხვებში ის ინგლისს მიადგა.ჯონ უმიწაწყლოს ხალხს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის და მალაევე დაყარეს იარაღი.ლონდონში მას ზარზეიმით შეეგებნენ.ორი თვის შემდეგ მან სამუდამოდ დატოვა ინგლისი და ნორმანდიაში გაცურა.

მეფის არყოფნაში, ფრანგმა მეფემ,ფილიპ მეორემ გარკვეული გავლენა იქონია ზოგიერთ ადგილზე.რიჩარდმა დაიწყო სიტუაციის გამოსწორება.მან აიღო ლოში,დაეუფლა ანგულემომს.შემდეგ წელს რიჩარდი ბერრისკენ გაეშურა და საკმაოდ იღბლიანი გამოდგა მისი ასე ვთქვატ მოგზაურობა,რადგან ფილიპს აიძულა მშვიდობა დამყარებულიყო.
ფრანგებს უარი უნდა ეთქვათ აღმოსავლეთ ნორმანდიაზე,მაგრამ რამდენიმე ციხესიმაგრე მაინც შეინარჩუნეს სენეში,ამიტომ ზავი მყარი არ იყო და რიჩარდმა გავლენის გაზრდა მოინდომა.1198 წელს მან დაიბრუნა გავლენა,მიეშურა ციხესიმაგრე შალიუ-შაბროლს ლიმუზენეში, (ლიმოჟის სავიკონტო. ვიკონტი (ფრანგ.: Vicomte, ინგლ.: Viscount, იტალ.: Visconte) ევროპული არისტოკრატიული ტიტულია. სახელწოდება მოდის ლათინური “ვიკეკომეს” ან “ვიცეკომეს”-იდან (ლათ.: Vicecomes) და ნიშნავდა გრაფის ნაცვალს, ვიცე-გრაფს. ინგლისში და საფრანგეთში ამ ტიტულის მქონე ადამიანი დგას ბარონსა და გრაფს (ინგლ.: ერლი, ფრანგ.: კონტი) შორის.)მისი მფლობელი იყო ვიკონტი ადემარ ლიმოჟინელი. მას ფარული კავშირი ჰქონდა ფრანგ მეფესთან.26 მარტს 1199 წელს ვახშმის შემდეგ რიჩარდი ციხე-სიმაგრეში გაემართა დაცვა მხოლოდ მოზარადებით იყო შეიარაღებული.ბრძოლის დროს ისარმა ის მხარში დაჭრა.მან ეს არ შეიმჩნია და თავის ბანაკში წავიდა.არც ერთი სასიცოცხლო ორგანო არ იყო დაზიანებული, მაგრამ წარუმატებლი ოპერაციის შემდეგ სისხლის მოწამვლა დაიწყო.მეფემ 11 დღე გაძლო და გარდაიცვალა 6 აპრილს 1199 წელს.

P.S რიჩარდს ფილმებიდან და რომანებიდან როგორც ვიცით,სასახელო ცხოვრება ჰქონდა.ჯვაროსნული ომები,დაპყრობები და ასე შემდეგ.მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში სხვანაირად იყო.როგორ ვიცით რიჩარდი არც ისე წყნარ და მშვიდ დროს დაიბადა.ის სასტიკი და მოუთმენელი ადამიანი გახდა.მის დროს ხშირად იყო ამბოხებები და ის წარმოუდგენელი სისასტიკით ახშობდა მათ.ლეგენდებში ის წარმოდგენილი შუასაუკუნეების იდეალურ რაინდათ.ამის გარდა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში,ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხედართმტავარი გახლდათ.თუმცა როგორც ჟამთააღმწერელი გვიამბობს,ის ხშირად აყენებდა პირობეს,შემდეგ მთ უკანვე იღებდა,ის ხშირად ცვლიდა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს,იძლეოდა სიტყვას, და დანაპირებს არ ასრულებდა,ბრძანებდა საიდუმლოს შენახვას და მას თვითონვე არღვევდა.სალადინს ექმნებოდა შთაბეჭდილება,რომ მას საქმე ნორმალურ ადამიანთან არ ჰქონდა.ზემოთაც იყო აღნიშნული,რომ ის სასტიკად მოექცა 2 000 ტყვეს,და ჩამოახრჩო.სალადინმა კი თავი შეიკავა პასუხისგან და არცერთი ევროპელი რაინდი არ დაღუპულა.


რიჩარდ ლომგულისა და მისი მეუღლის განსასვენებელი

იმედია მოგეწონათ


ავტორი: AssassiN

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC