გართობაკულტურა

მხოლოდ ფაქტები

b74635992f04

“მხოლოდ ფაქტების” მესამე და ალბათ, ბოლო ნაკრები.

9e1a86915b6f

1.პიერ ბომარშეს კომედიური ტრილოგია “სევილიელი დალაქი” (“სევილიელი დალაქი”, “ფიგაროს ქორწინება” და შემდგომში “დამნაშავე დედა”) ავსტრიის იმპერიაში აკრძალული იყო. მაგრამ, მოცარტის ოპერა “ფიგაროს ქორწინება” არასოდეს აკრძალულა. ამაში ლიბრეტისტის დიდი ლორენცო და პონტეს ხელი ერია, რომელმაც მთლიანად გაათავისუფლა ლიბრეტო პოლიტიკური დატვირთვისაგან, თანაც მოახერხა და ლაითმოტივი “ბატონებზე ჭკვიანი მსახურები” შეინარჩუნა.

3ef5d2b84c26

2.იოჰან ვოლფგანგ გოეთე:”ამბობდა თუ როდესმე დავთანხმდები ჩემი “ფაუსტის” მიხედვით ოპერის დადგმას ვისურვებდი, რომ მას ისეთივე ინსტრუმენტალური გაფორმება ჰქონდეს როგორიც მოცარტის “დონ ჟუანს” აქვს.(ღმერთმა იცის მოეწონებოდა თუ არა პრეტენზიულ ავტორს შარლ გუნოს მიერ 1859 წელს დადგმული “ფაუსტი”).

126536b8333b

3.ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის თმაში აღმოჩენილმა ვერცხლისწყალმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ დიდ კომპოზიტორს ათაშანგი სჭირდა.

512b74dce545

4.თეოდორ რუზველტი ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც მმართველობის პერიოდში ქვეყანა დატოვა. ის პანამაში ატლანტისა და წყნარი ოკეანის დამაკავშირებელი არხის მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობდა.

985fc8545554

5.1898 წელს საქართველოს სტუმრობდა ნობელიანტი კნუტ ჰამსუნი. ეს მოგზაურობა საფუძვლად დაედო 1903 წელს მის მიერ დაწერილ სამმოქმედებიან პიესას “დედოფალი თამარი”(Dronning Tamara) და შთაბეჭდილებათა კრებულს “მოგზაურობა ზღაპრულ ქვეყანაში”(I Æventyrland. Oplevet og drømt i Kaukasien)

b99e338de241

6.ჟორჟ-ჟაკ დანტონი გილიოტინას იზაბელას ეძახდა და მარატს ხშირად ეუბნებოდა:”ჟან-პოლ თქვენ მალე ჩაეხუტებით იზაბელას”. მაგრამ “ხალხის მეგობარს” არ დასცალდა იზაბელასთან ჩახუტება მან შარლოტასთან ჩახუტებას ვერ გაუძლო.

adf90304b1c0

7.1945 წლის 22 მარტს ჯორჯ პატონმა დუაიტ ეიზენჰაუერს მისწერა”ესესაა მდინარე რაინში მოვშარდე, მჭირდება ბენზინი”

b1e4739514ab

8.ფელიქს კერსტონი იყო ჰენრიხ ჰიმლერის პირადი ექიმი და მასაჟისტი. როგორც, ამბობენ მუცლის ტკივილს რაიხსფიურერს მის გარდა ვერავინ უყუჩებდა. მკურნალობის პროცესში ექიმმა პაციენტს 60 ათასი ებრაელის სიცოცხლე გამოსტაცა, რომლებიც ნაზის საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ გამომწყვდეულნი. ასევე ცნობილია სიტყვები, რომლებიც ჰიმლერმა კერსტონს ბოლო შეხვედრისას უთხრა:”ჯანდაბას თქვენი თავი ჯარისკაცებს ვეტყვი დანებდნენ და არ ააფეთქონ ბანაკი, როცა მოკავშირეთა ძალები მიუახლოვდებიან”.

e1542f32c814

9.1991 წლის შემოდგომაზე ჯონ დიკონმა თქვა:”გაგრძელებას აზრი არ აქვს ფრედის შეცლა შეუძლებელია”.

2ade22799fe0

10.ბეთჰოვენმა IX სიმფონია სრულიად ყრუმ დაწერა.

1ddeb88c1d28

11.წინა პოსტში განვიხილეთ თუ რა პატივი დადო იოზეფ II მოცარტს სიცოცხლეში. ასევე აღსანიშნავია რომ, იოზეფ II და მის მიერ დამტკიცებული “კანონის სასაფლაოების განაწილების შესახებ” დამსახურებაა ის, რომ ლეგენდარული კომპოზიტორის საფლავს დღემდე ვერ ვპოულობთ.

43bd4567a3f7

12.ვლადიმერ მაიაკოვსკის ქართველი მამა ნევსმა შეიწირა. ის ფურცლებს კინძავდა, როცა ნევსი ხელში შეესო, სისხლი მოეწამლა და მალევე გარდაიცვალა.

9748af57e84d

13.მოლიერი 1673 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა, როცა მთავარ როლს ასრულებდა საკუთარ კომედიაში “ძალით ავადმყოფი”

54e20f52d544

14.მიუხედავად მის მიერ დაწერილი გამანადგურებელი კრიტიკისა, სტალინს ძალიან უყვარდა დიმიტრი შოსტაკოვიჩი. ამას ეს სურათიც ადასტურებს, რომელიც სტალინის დავალებით გადაიღეს და ქვია:”დიდი კომპოზიტორი შოსტაკოვიჩი ეხმარება ლენინგრადელ მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში”. თან შეგახსენებთ რომ, სტალინმა უვნებლად შეარჩინა შოსტაკოვიჩს სატირა “ანტიფორმალისტური სამოთხე” სადაც სტალინი და საბჭოთა კავშირი სამგზის არიან გაშარჟებულნი.

be0ed49fdf3a

15.იოჰან სებასტიან ბახს ჰყავდა უფროსი ძმა იოჰან კრისტოფ ბახი, რომელიც ეკლესიაში ქორმაისტერად მუშაობდა. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე ძმის მუსიკალური განათლება. მაგრამ ის უკრძალავდა იოჰან სებასტიანს დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავებას. მომავალი კომპოზიტორი ჩუმად მთვარის შუქზე იწერდა მუსიკალურ ჩანაწერებს ძმის ბიბლიოთეკიდან. ამან დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას და ბავშვობიდანვე დააკლდა თვალს. სებასტიანს ყველაფერი წყალში ჩაეყარა, როცა თავზე ძმა წამოადგა და ხელნაწერები დაუწვა. ფაქტია, რომ უფროსი ძმის პედანტიზმმა შეაყოვნა მომავალი კომპოზიტორის მუსიკალური განვითარება და ისიც ფაქტია, რომ არა იოჰან სებასტიან ბახი იოჰან კრისტოფ ბახის შესახებ დღეს არავის არაფერი ეცოდინებოდა.

e3f537e9cfbd

16.გრაფი დრაკულას პროტოტიპმა, ვლახეთის მმართველმა ვლად ცეპეშმა (1431-1476) თავისი სისასტიკით გაითქვა სახელი. ის ამა ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებდა თურქების წინააღმდეგ, მაგრამ ის არ სვამდა ადამიანის სისხლს და არ ჭამდა ადამიანის ხორცს. ეს უბრალოდ ლეგენდაა.

9ebf18980928

17.სალვადორ დალი ამბობდა:”ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე სულელი არ ვარ”.

1a509ecfd849

18.უილიამ ტერნერი მთელი ცხოვრება მარინისტულ პეიზაჟებს ხატავდა. მან ერთხელ მეზღვაურებს თხოვა მიებათ გემის ანძაზე, რათა შტორმი უკეთესად დაეხატა.

50c307879ffd
5ba3b700de37

19.თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ფოტოშოპი კომპიუტერებთან ერთად გამოიგონეს, მაგრამ მისი ადრეული ვერსია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში არსებობდა. პირველ ფოტო 1930 წელსაა გადაღებული ზედ აღბეჭდილნი არიან: იოსებ სტალინი, კლიმენტი ვოროშილოვი, ვიაჩესლავ მოლოტოვი და ნიკოლაი ეჟოვი. ქვემოთაც იგივე ფოტოა ოღონდ 1940 წელს დახვრეტილი ნიკოლაი ეჟოვი გამქრალია.

9068e483261e

20.ბიზანტიის იმპერია ბრძოლებში იყენებდა იარაღს სახელწოდებით “ბერძნული ცეცხლი”, რომელიც წყლის დასხმისას კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ის განსაკუთრებით ეფექტური იყო საზღვაო შეტაკებებისას. მისი დამზადების ზუსტი რეცეპტი დაკარგულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მზადდებოდა ნახშირის, გვარჯილასა და გოგირდისაგან.

 

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button