არქივი

კომა,პროგრამის Error?

57f817c29bb0

გამარჯობა ჩემი საყვარელი საიტის,ჩემო საყვარელო მომხარებელო.მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო პოსტი…თუ კი დიდი პოსტების კითხვა გიყვართ- ის ზუსტად სათქვენოა..თუმცა მერწმუნეთ,არ ინანებთ,თუ ბოლომდე ჩაიკითხვთ :)

მაშ ასე,

უცნაური რამეები მოსდით ადამიანებს,რომლებიც სხვა სამყაროში იყვნენ და უკან დაბრუნდნენ.კომიდან გამოსვლის შემდეგ,ისინი ხვდებიან,რომ რაღაც შეიცვალა.ეს არაა მხოლოდ უდიდესი ბედნიერების განცდა,რომ ცოცხლები გადარჩნენ.ეს სხვაა – საკუთარ თავში უნარების აღმოჩენა,რომელიც ადრე არ გააჩნდათ.

ტომი მაკჰიუ,რომელმაც 51 წლამდე მიაღწია,მხოლოდ ქუჩურ გარჩევებში შეეძლო მონაწილეობის მიღება.დღისით მშენებლობაზე მუშაობდა,საღამოს კი მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად მიდიოდა,რაც უთუოდ ჩხუბით მთავრდებოდა.2001 წელს უცებ ტომს გულმა დაარტყა!ინსულტმა კინაღამ კუბომდე მიიყვანა.ჩხუბისთავმა 1 კვირა საავადმყოფოში გაატარა.შემდეგ კი სასწაული მოხდა.

ტომი გონს მოვიდა და დაიწყო მალე გამოჯანმრთელება,და აი იგი უკვე სახლშია…მაგრამ მიხვდა,რომ რეალობას სულ სხვანაირად აღიქვამს.თავიდან ტომიმ დაინახა რომ სამყარო – ფერადია.მერე კი მან აიღო ფუნჯი და დაიწყო კედლების მოხატვა.მალევე მიხვდა,რომ სხვა ფუნჯი ესაჭიროება,რომლითაც მხატვარი ხატავს.და ტომიმ დაიწყო მუშაობა…ეს არავის უსწავლებია მისთვის.

ეს ყველაფერი როგორღაც თავისით ხდებოდა.მალე მაკჰიუების სახლის კედლები ავანგარდული ნახატებით მოიხატა.როდესაც თავისუფალი კედლები აღარ დარჩა,მხატვარი ჭერს მიადგა….ამ ყველაფრის შემდეგ 10 წელი გავიდა,მაგრამ მაკჰიუსში ახალმა მხატვარმა,ძველი ჩხუბისთავი სამუდამოდ განდევნა…მაშ რა მოუვიდა მას?

ექიმები თვლიან,რომ ინსულტმა და კომამ ზეგავლენა მოახდინა მაკჰიუს ტვინის მუშაობაზე და “გააქტიურა” ტვინის გარკვეული ნაწილები,რომლებიც ხელოვნებაზე აგებენ პასუხს.ერთ-ერთმა ამერიკელმა ნევროლოგმა ასეთი დასკვნა გააკეთა: ” ტრავმამ თავსახური ახადა მის სულს და შიგნით სინათლე შეუშვა”.

გალერეა “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”

მაგრამ,რატომ არ ეხდება თავსახური ბევრ სხვა ადამიანს?ადამიანის ტვინი ყოველთვის იყო და რჩება ამოუცნობ ფენომენად.მეცნიერები მხრებს წევენ- მათ არ იციან რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში,როდესაც ადამიანი კომაშია.

ანატოლი ნიკიტინი,დნეპროპეტროვსკიდან,19 წლის წინ კინაღამ გარდაიცვალა ინფარქტისგან.კლინიკური სიკვდილი,რეანიმაცია,სასწაულებრივი გადარჩენა- და პროფესიონალმა გეოდეზისტმა,ისევე როგორც ტომიმ,ხატვა დაიწყო.მან უკვე 200 ნახატი დახატა და მათი უმრავლესობა კოლექციონერებს აქვს შესყიდული.

ასეთი მხატვრების ნახატების შეგროვების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია გალერეის გახსნა,სახელწოდებით “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”.

ნეოსფეროს საჩუქრები

ასეთი ამბების ტრადიციული ახსნაა: ადამიანში თავს იჩენს ფარული უნარები,რომლებიც მას გააჩნდა ადრეც,მაგრამ კომის შემდეგ გამოაშკარავდა.

აი მაგალითად,
ა.წ. აპრილში 13 წლის გოგონა,ხორვატიული ქალაქიდან,ავად გახდა და მოულოდნელად კომაში ჩავარდა.24 საათის შემდეგ იგი გამოცოცხლდა და ექიმებს სუფთა გერმანული ენით დაელაპარაკა.ხორვატიული კი ფაქტიურად დაივიწყა.მშობლებთან სალაპარაკოდ თარჯიმანიც კი დასჭირდა.მაშ რა მოუვიდა მას? იცოდა მან გერმანული კომამდე? დიახ,ცოტა.ახალგაზრდა გოგონამ სკოლაში დაიწყო მისი შესწავლა,მაგრამ მისთვის ის ძნელი იყო.და უცებ მან დაიწყო “შპრეხაობა” გერმანულად ისე,თითქოს სუფთა სისხლის გერმანელი ყოფილიყო! საიდან მოხდა ასეთი სასწაული?გამოდის რომ,ეს ცოდნა ვიღაცამ ჩაუნერგა კომის დროს…

ვინ გვაპროგრამირებს?

აი მთავარ ნაწილს მივადექით…მაშინ ვინ ჩუქნის ადამიანს ასეთ საჩუქრებს? და საჩუქრებია ეს? იქნებ პროგრამაა? ახლა,ჩვენ ცხოვრებაში კომპიუტერების შემოსვლით,უფრო ხშირად ისმის წინადადებები: ჩვენ თვითონ ხომ არ ვართ კომპიუტერები?დიახ,ჩვენ ძალიან,ძალიან ძნელი მოდელები ვართ,მაგრამ,ჩვენ ვართ მანქანები! ადამიანის ორგანიზმი ხომ გარკვეულია სისტემაა- რომელიც თავიდანვე დაპროგრამირებულია გარკვეულ პროცესებზე.

აი ადამიანი იბადება,იზრდება,ხდება სქესობრივად განვითარებული.მას ეძლევა 20-30 წელი რომ შთამომავლობა გააგრძელოს,შემდეგ კი თვითგანადგურების პროცესები ირთვება,რომლის გაჩერებაც არავის შეუძლია.ორგანიზმი-მანქანა ასრულებს პროგრამას სიკვდილზე და დაბერებაზე.

მაგრამ,მოულოდნელად ხდება error! ინსულტი ან ინფარქტი,ამის მერე სიკვდილი კი არა,გადატვირთვა დგება! ადამიანური მანქანა ბრუნდება ჩვეულ რეჟიმში და ახალ პროგრამებს ასრულებს.

მაშ ვიპოვით როდესმე პასუხს? ეს კი,მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული…

დიდი მადლობა,ვინც ბოლომდე წაიკითხა და დააინტერესა :)

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button