არქივი

ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი

ebc1ae57a164
ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, და არა მარტო დაავადებისა და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა.

მოსახლეობის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ეროვნული ღირებულებაა. იგი საზოგადოების განვითარების ძირითადი პირობა და ამავე დროს – მისი ზემოქმედების საბოლოო შედეგია. მისი შენარჩუნება და განვითარება ქვეყნისათვის ერთ – ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.
a73db6e97a2f
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონის შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მაჩვენებლები: დემოგრაფიული (შობადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა), ავადობის, დაინვალიდების (მყარი შრომისუუნარობის), ფიზიკური განვითარებისა და სხვა მაჩვენებლები.
3856befa4567
იცინის მთავარი ამოცანაა, პასუხი გასცეს კითხვას, თუ რით არის განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობა. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა ფაქტორები შემდეგ ზეგავლენას ახდენენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:

ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%,

გარემო – 20-22%,

გენეტიკური ფაქტორები – 18-20%,

ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%.

ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ

წამყვან როლს თამაშობს ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება. ცხოვრების წესი არის სფერო, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის მაჩვენებლებზე. ცხოვრების წესს გარკვეულად განაპირობებს ცხოვრების პირობები, მაგრამ არასწორია მათი სინონიმებად წარმოდგენა.

ცხადია, რომ მატერიალური კეთილდღეობის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. სტატისტიკური მონაცემებით მცირე შემოსავლის მქონე პირები საზოგადოების მაღალანაზღაურებად ფენებთან შედარებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკულ დახმარებას, გააჩნიათ სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.
9b167899fac8
მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის ჯგუფები ხშირად იყენებენ სამედიცინო დახმარების პროფილაქტიკულ სახეებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელობა აქვს არა თვითონ მატერიალური შესაძლებლობებს, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით მათ გონივრულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული როგორც საერთო, ისე სამედიცინო განათლების დონეზე.
bdfc218c91ba
ერთნაირი ასაკობრივ-სქესობრივი ჯგუფების შედარებისას ნაჩვენებია, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირთა სიკვდილიანობა 1,5-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შედარებით დაბალი განათლების მქონე ჯგუფებში. დამაჯერებელია, აგრეთვე, მონაცემები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობებს შორის განსხვავებების შესახებ. მიჩნეულია, რომ განათლების უფრო მაღალი დონის მქონე პირების სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათი შრომისა და დასვენების რაციონალურ სტერეოტიპებთან. ასევე ცნობილია, რომ დედის განათლება პირდაპირ კავშირშია საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობასთან.
bd7ce96764e8
ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ – ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.
71a87d74b9be
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:

მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;

მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.
7c6c137ed3fa
ძვირფასო მეგობრებო !

გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალს – თქვენს ჯანმრთელობას!

ადრეული ასაკიდანვე იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე!

მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს!

ხელი შეუწყვეთ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას!

დაე, ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და სრულფასოვანი საზოგადოების შექმნისათვის !

ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.
7485957970f4
eafd550e0b39
ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრუნვას, რაც ის სერიოზული პრობლემებს შეუქმნის.
გთავაზობთ ექიმების, დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ათ ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და საშუალებას გვაძლევს, დაავადება ჩანასახშივე მოვსპოთ.

1. შეავსეთ კროსვორდები, დაეუფლეთ უცხო ენებს, დაივიწყეთ კალკულატორი და გამოთვლები გონებაში აწარმოეთ. ყოველივე ეს შესანიშნავად ავარჯიშებს ტვინს, ანელებს გონებრივ შესაძლებლობათა ასაკობრივ დეგრადაციას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

2. სამსახური ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. ეცადეთ, თქვენთვის შესაფერისი სამსახური იპოვოთ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმე აფერხებს ბიოლოგიური დაბერების პროცესს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
9549d4a19e59
3. ერიდეთ ნაყროვანებას. ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად დღეში 1500 იკმარეთ. ამით უჯრედების აქტიურობას და სწრაფ თვითგანახლებას შეუწყობთ ხელს. ნურც მეორე უკიდურესობაში გადაეშვებით _ არასრულფასოვანი კვება არანაკლებ მავნებელია.

4. ეცადეთ, მენიუ თქვენს ასაკს შეეფერებოდეს. საქონლის ღვიძლი და კაკალი 30 წლის ქალებს პირველი ნაოჭების გაჩენას ააცილებს თავიდან. რძის ნაწარმი დიდი რაოდენობით სელენის შემცველობის გამო 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს მოუხდებათ, გარდა ამისა, ორივე სქესის წარმომადგენლებს სტრესის მავნე შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში დაეხმარება. 50 წლის შემდეგ აუცილებელია მაგნიუმით და კალციუმით მდიდარი საკვები, ასევე – თევზი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის საიმედო მცველია.

5. ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ საკუთარი აზრი. მოვლენათა არსის გაცნობიერება ადამიანს დათრგუნულობისა და დეპრესისგან იცავს.

6. ახალგაზრდობის შენარჩუნებაში სიყვარული და სინაზე დაგეხმარებათ. იპოვეთ ცხოვრების თანამგზავრი. იმუნურ სისტემას ისე არაფერი აძლიერებს, როგორც ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი, შეყვარებული ადამიანის სისხლში კი ის ყოველთვის ბევრია.
586b4d870919
7. იძინეთ გრილ ოთახში (17-18 გრადუსზე). ესეც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ – გარემოს ტემპერატურა ხომ პირდაპირ განსაზღვრავს ნივთიერებათა ცვლის და ასაკობრივი ცვლილებების განვითარების ტემპს.

8. მეტი იმოძრავეთ. უკვე დამტკიცებულია, რომ დღეში 8-10- წუთიანი ვარჯიშიც კი საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
4c5644f751cc
9. დროდადრო შეგიძლიათ მოეშვათ და აკეთოთ ის, რის უფლებასაც, თავს, ჩვეულებრივ, არ აძლევთ.

10. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. სხვადასხვა სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვინც საკუთარ ტკივილს არავის უმხელს.
fd4ddcd6ab6d
ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ინდიკატორია კარგი განწყობა, რომელიც ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ სფეროებს მოიცავს.

გახსოვდეთ შეგონება: “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”!

წყარო:kfmc-portal.ge და forum.internet.ge

მსგავსი ამბები

Back to top button