კულტურა

“ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონია! დღე, რომელიც ისტორიაში ჩაიწერა

DSC03183

2011 წლის 14 მაისს გაიმართა საქართველოს XXII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას”.

იმერული დერბი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ამ აქტიურობამ ნაყოფი მალევე გამოიღო – სამტრედიელთა კართან 23-ე წუთზე დანიშნული კუთხური შოთა გრიგალაშვილმა და თორნიკე აფციაურმა გაითამაშეს, რასაც ბურთის სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, იქ კი მასთან პირველი ნიკოლოზ გელაშვილი აღმოჩნდა და სტუმართა კარი აუღელვებლად დალაშქრა. 27-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა – საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ნიკა ბანძავას კარი ამჯერად ჯაბა დვალმა აიღო.

მატჩი იმერელთა გაუთავებელი შეტევების ”აკომპანემენტით” მიმდინარეობდა და კარის აღების რამდენიმე კარგი შესაძლებლობის გაცუდების შემდეგ, 41-ე წუთზე ზესტაფონელების უპირატესობა კიდევ ერთ გატანილ გოლში აისახა – სამტრედიელთა კართან დანიშნული თავისუფალი დარტყმა გოლად გიორგი ონიანმა აქცია.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში ოდნავ ”დამშვიდდა”, თუმცა მასპინძლები მეტოქის კართან სახიფათო მომენტებს მაინც მრავლად ჰქმნიდნენ. ამის მიუხედავად, სტუმართა დამწუხრება მხოლოდ ერთ ეპიზოდში მოხერხდა – 79-ე წუთზე მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა ნიკოლოზ გელაშვილის სამტრედიელთა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეჭრითა და კარისკენ ჩაწოდებით დასრულდა – რატი წინამძღვრიშვილმა თავის საქმე მშვიდად გააკეთა. ერთადერთი, რის გაკეთებაც სტუმრებმა დარჩენილ დროში მოახერხეს, აკაკი დვალიშვილის მიერ შეხვედრის 90-ე წუთზე გატანილი ”პრესტიჟის გოლი” გახლდათ. ზესტაფონელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 4-1 დაამარცხეს და კლუბისა და ზესტაფონური ფეხბურთის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლენენ!

მატჩის მიმდინარეობის ამსახველ მასალაში აღარ დავიწყებთ იმის აღწერას, თუ რა ხდებოდა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე და შემდეგ ქალაქის ქუჩებსა და ცენტრალურ მოედანზე. უბრალოდ ვიტყვით, რომ გუშინ ზესტაფონი უდიდესმა ზეიმმა მოიცვა და ეს ზეიმი დილამდე გრძელდებოდა …

 

samtredia
14.05.2011 – ”ზესტაფონი” – ”სამტრედია” 4-1
დაწვრილებით:

 

polng
P5140070
P5140084

საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 35-ე ტურის შეხვედრას საქართველოს 2011 წლის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 18 მაისს, ბოლნისში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “სიონის” წინააღმდეგ გამართავს. სეზონის დასკვნითი 36-ე ტურის მატჩს კი მარგველები შინ საფეხბურთო კლუბ “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ 22 მაისს გამართავენ.

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button