არქივი

ცოტა რამ მენეჯმენტზე

3535e42e9de8

გამარჯობათ ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონებათ…. ვისაც მენეჯმენტი აინტერესებს იმათთვის ;)


მენეჯერული აზროვნებია ძირითადად ევოლუციური პროცესია, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს და ორიენტირებულია როგორც მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკურ პანორამის ცვლილებებზე, ისე ორგანიზაციათა მიზნებზე, სტრატეგიასა და ამოცანებზე. მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის მენეჯმენტის უდიდესი წარმომადგენელია ფრანგი ინჟინერი “ანრი ფაიოლი”, ადმინისტრაციის თეორიის ავტორი.  ამერიკელები მას მენეჯმენტის მამას უწოდებენ. “ანრი ფაიოლი” ამბობდა რომ “მართავდე ეს ნიშნავს მიგყავდეს საწარმო დასახული მიზნისკენ შენს ხელთ არსებული ყველა რესურსების გამოყენებით”. მანვე ჩამოაყალიბა მართვის 14 ძირითადი პრინციპი მართვის სისტემის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვან მოთხოვნებს რომელთა დაცვაც განაპირობებს მართვის ეფექტიანობას.

  • შრომის დანაწილება —- იგი გულისხმობს ადამიანური რესურსის რაც შეიძლება მეტად ეფექტურად გამოყენებას. ეს მიიღწევა სამუშაოს რაციონალურად გადანაწილებით მომუშავე პერსონალზე.
  • უფლებამოსილება  და  პასუხისმგებლობა —-  უფლებამოსილება პასუხისმგებლობას უნდა შეესაბამებოდეს – ბრძანების გამცემი კი პასუცს უნდა აგებდეს მის შედეგზე.
  • დისციპლინა —- ხელმძღვანელის ერთერთი უმთავრესი ამოცანაა მიაღწიოს შეთანხმებას ფირმასა და თანამშრომელს შორის, რომელიც იქნება განსაზღვრული ქცევის წესით კონკრეტულ სიტუაციაში.
  • ერთმმართველობა —- მუშაკი მითითებებს უნდა იღებდეს მხოლოდ ერთი ხენმძღვანელისაგან.
  • ხელმძღვანელობის ერთობა —- ყველა გუნდი რომელიც მოქმედებს ერთიანი მიზნის ფარგლებში გაერთიანებული უნდა იყოს ერთიანი გეგმით და მათ უნდა ხელმძღვანელობდეს ერტი პირი.
  • პრადი ინტერესების საერთოსადმი დაქვემდებარება —- ერთი თანამშრომლის ამ თუნდაც გარკვეული ჯგუფის ინტერესები, არ უნდა აღემატებოდეს უფრო დიდი მასშტაბის ინტერესებს, რაშიც შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც ამავე კომპანიის  ან/და სხვა ორგანიზაციის ინტერესები.
  • პერსონალის დაჯილდოვება —- იმისათვის რომ მივაღწიოტ მუშაკთა ერთგულებას და მხარდაჭერას ისინი თავიანთი მუშაობისთვის სამართლიან გასამრჯელოს უნდა იღებდნენ.
  • ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია —- მართველობითი საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად ძალაუფლების კონცენტრაციის და დანაწილების, ცენტრალიზაციის და დეცენტრალიზაციის რაციონალური გამოყენება.
  • სკალარული ჯაჭვი —- ეს არის პიროვნებათა რიგი, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებზე იმყოფებიან, დაწყებული უმაღლესიდან დამთავრებული ყველაზე დაბალი რანგის ზელმძღვანელით. ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე მასში უნდა არსებობდეს შესაბამისი იერარქიული სისტემა.
  • წესრიგი —- “ადგილი ყველასათვის და ყველაფერი თავის ადგილზე”. ყველა უნდა აკეთებდეს თავის განსაზღვრულ საქმეს.
  • სამართლიანობა —- ადმინისტრაცია ქვეშევდრომთან სამართლიან დამოკიდებულებაში უნდა იყოს. ის პატივს უნდა სცემდეს თითოეულ მათგანს, რაც მის მიმართ პერსონალის ლოიალობას და ერთგულებას უზრუნველყოფს.
  • კადრების მაღალი დენადობა და პერსონალის სამუშაო ადგილის სტაბილურობა —- კადრების მაღალი დენადობა ორგანიზაციისეფექტურობას ამცირებს და დამატებით ორგანიზაციულ დანახარჯებს განაპირობებს. კადრების მაღალი დენადობა ცუდი მართვის ნიშანია.
  • ინიციატივა —- ხელმძღვანელმა ქვეშევრდომებს საშუალება უნდა მისცეს გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, მან ყოველთვის უნდა მოუსმინოს და გაიგოს თითოეული თანამშრომლის აზრი, რაც ხელს შეუწყობს სამოქმედო გეგმის შედგენას და მის ეფექტურობას.
  • კორპორაციული სული —- იმისათვის რომ საწარმო იყოს ძლიერი და ეფექტური. მისი ყველა თანამშრომელი ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული და ერთიანად მოქმედებდეს

მსგავსი ამბები

Back to top button