გასართობისაკითხავისასარგებლო

ფილიპ IV ლამაზი

მეფე ფილიპ IV (Philippe IV le Bel) ისტორიკოსებისთვის ჯერ კიდევ რჩება იდუმალ პიროვნებად.მის მიერ ჩატარებული პოლიტიკა გვაფიქრებინებს,რომ ის იყო რკინის ნერვების მქონე ადამიანი,რომელიც გამოირჩეოდა გაუგონარი სიჯიუტით და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევდა.თუმცა ადამიანები რომლებიც პირადად იცნობდნენ მეფეს სულ სხვა აზრი ჰქონდათ.ფრანგებმა როგორც ვიცით თავიანთ ბევრ მეფეს მოუძებნეს მეტსახელი,არ გარისკეს მის შინაგან სამყაროზე დაკვირვება და გარეგნობის მიხედვით დაარქვეს ლამაზი.ის მართლაც ლამაზი იყო,მაღალი,სახის კარგი ნაკვეთებით,მასში აღტაცებას იწვევდა სიმამაცე და სიძლიერე .უყვარდა ცოლი და ოჯახი,მისი პირადი ცხოვრება კარგად მიდიოდა მეფობის ბოლო წლებამდე.მაგრამ ზოგს ეჭვი ეპარებოდა,იყო თუ არა ეს “რკინის მეფე” მართლა ასეთი ძლიერი?
გოდფრუა დე პარიმ სიმღერების შემქნელმა გაბედა და თქვა “რომ მეფე არის მიმნდობი ისეთი როგორც ქალწული და ის ცუდი ხალხის გარემოცვაში ტრიალებს”.

მასზე დიდი იყო მინისტრების გავლენაც.ალბათ ასე ვთქვათ მეფე ვერ აცნობიერებდა თუ როგორი გავლენა ჰქონდათ მასზე ჯერ პიერ ფლოტს ხოლო შემდეგ გიიომ დე ნოგარეს.

ფილიპ IV ლამაზი დაიბადა ფონტემბლოში 1268 წელს.მისი მშობლები იყვნენ ფილიპ III და იზაბელ არაგონელი.ტახტზე ის 17 წლის ასაკში ავიდა მამამისის, ფილიპ III ს სიკვდილის შემდეგ 1285 წელს.მან მამისგან გვირგვინის გარდა გარკვეული პრობლემებიც მიიღო,თუმცა იმ მომენტში მან ვერაფერი ვერ მოიმოქმედა მისი პასიურობის გამო.ფილიპს ყავდა ძმაც,კარლ ვალუა,რომელსაც სურდა ასულიყო საფრანგეთის ტახტზე,ან უარეს შემთხვევაში არაგონის ტახტზე მაინც,მაგრამ ის ბოლოს სამეფოს გარეშე დარჩა.

ფილიპმა თავისი მმართველობის დროს მოასწრო ინგლისის მეფე ედუარდ I თან ურთიერთობის გაფუჭება.ორ ქვეყანას შორის ომი გაჩაღდა,უნდა ითქვას,რომ ედუარდი ფილიპის ვასალი იყო. 1295 წელს ომი დაიწყო.
ორივე სახელმწიფო მოკავშირეებს ეძებდა.ედუარდის მხარეს იბრძოდნენ იმპერატორი ადოლფი,ჰოლანდიის გრაფი, კასტილიის გრაფი, გელდერნის საჰერცოგო,ბრაბანტი და სავოია, ასევე კასტილიის მეფე.ფილიპის მოკავშირეები იყვნენ ბურგუნდიის გრაფი,ლოტარინგიის გრაფი,ლუქსემბურგის გრაფი და შოტლანდიის გრაფი .უნდა ითქვას,რომ სიტუაციაზე გავლენა მხოლოდ შოტლანდიის გრაფმა და ფლანდრიის გრაფმა გიუი დამპერმა მოახდინეს.ედუარდმა,რომელსაც მძიმე ბრძოლა ჰქონდა შოტლანდიასთან,ფილიპთან ზავი დადო,ხოლო 1303 წელს ინგლისელმა მეფემ ბოლო ქალაქი,გიენი დატოვა.
მთელი ომის სიმძიმე ფლამანდიელებს ეწვათ ზურგზე.1297 წელს,საფრანგეთის არმია ფლანდრიაში შეიჭრა.თვით ფილიპმა აიღო ლილი,ხოლო რობერტ არტუამ ფურნეზე მოიპოვა გამარჯვება(ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოღალატე დიდებულებმაც).ამის შემდეგ ლილიც დანებდა,1299 წელს,კარლ ვალუამ დუე დაიპყრო,ჯერ ბრიუგეში გადავიდა ხოლო იქიდან,მაისში 1300 წელს, გენტში შევიდა. სერიოზულ დაპირისპირებას ის არსად არ შეხვედრია.გრაფი გიუი დანებდა თავისი ორი შვილით და 51 რაინდით.ფილიპმა მას ჩამოართვა ყველაფერი და ფლანდრია თავის სამეფოს შეუერთა.ფილიპმა დიდი ტერიტორიები და ძალაუფლება მოიხვეჭა და მაშინვე მოინდომა ამ ყველაფრისგან მაქსიმალური მოგება მიეღო და ქვექანას დიდი გადასახადები დააკისრა.ხოლო ჟაკ შატილონელის მკაცრმა მოპყრობამ ხალხს უფრო მეტად შეაზიზღა ფრანგები.
ბრიუგეში არეულობა დაიწყო,ხალხმა 1200 ფრანგი რაინდს და 2000 ჯარისკაცს სძლია.ამით წახალისებულმა მთელმა ფლანდრიამ ხელში იარაღი აიღო და წინ აღუდგნენ ფრანგებს.ივნისში ფრანგები განახლებული ძალებით დაბრუნდნენ რობერტ არტუას მეთაურობით.თუმცა სასტიკ ბრძოლაში კურტრის მიდამოებში,ფრანგები დამარცხდნენ,დაიღუპა 6000 რაინდი გამარჯვებულებმა მსხვერპლი ეკლესიასთან მიიტანეს როგორც შესაწირი.ფილიპს არ შეეძლო ეს ყველაფერი უპასუხოდ დაეტოვა.1304 წელს,60 ათასიანი არმიით ის ფლანდრიის საზღვრებს მიადგა.აგვისტოში,სასტიკ ბრძოლაში ფლანდრიელებმა მარცხი განიცადეს,თუმცა პანიკის გარეშე უკან დაიხიეს.(ბრძოლა მონს-ან-ნიულესთან გაიმართა).ფილიპმა მშვიდობა დაამყარა გიუის შვილ დამპერ რობერტ ბეტიუნელთან.,რომელ მას ტყვედ ჰყავდა.ფილიპი დათანხმდა ქვეყნის დაბრუნებაზე,ფლამანდიელებმა უფლებებიც დაიბრუნეს.თუმცა ფლამანდიელებს ამის სანაცვლოდ დიდი ფული უნდა ეხადათ.მან ასევე მოითხოვა ქალაქები ლილი,დუე და ორშინი.მას უნდა დაებრუნებინა ეს ქალაქები იმ შემთხვევაში,თუ ისინი ფულს ბოლომდე გადაიხდიდნენ.მაგრამ ფილიპმა ეს პირობა დაარღვია და ეს ქალაქები სამუდამოდ შეუერთა საფრანგეთს.

უნდა ითქვას ისიც,რომ არცერთი ევროპელი მეფე არ უყვარდა პაპ ბონიფაც VIII ს ,როგორც ფილიპ ლამაზი.ჯერ კიდევ 1290 წელს,როდესაც პაპი ჯერ კიდევ კარდინალი იყო,ის ჩასული იყო საფრანგეთში ისე როგორც ლეგატი.(პაპის ლეგატი.ლათ.Legatus papae. რომის პაპის პირადი წარმომადგენელი.ის იგზავნება პაპის პირადი განკარგულებით სხვადასხვა ქვეყანაში მონარქებთან.ლეგატები ინიშნებიან VI საუკინიდან.პაპის ნუნციისგან განსხვავებით ის მხოლოდ დროებითაა პაპის წარმომადგენელი,მოქმედებს მხოლოდ პაპის სურვილისამებრ მოცემულ დავალებებში.).ბონიფაც VIII როდესაც პაპი გახდა 1294 წელს,მხარს უჭერდა მის ჩატარებულ პოლიტიკას იტალიასა და ესპანეთში.1296 წელს როდესაც პაპმა გამოაცხადა ბულლა,(ლათ bulla-ბეჭედი.იყო პერგამენტი,რომელსაც ჰქონდა მეტალის ბეჭედი დარტყმული,იყო განსაკუთრებული შემთხვევებიც,სადაც ბეჭედი იყო ოქროთი დარტყმული.ჰქონდა წარწერა SPSP წმინდა პეტრეს და პავლეს საპატივსაცემოდ.თანამედროვე ბულლაში,მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ისმება რკინის ბეჭედი, და შემდეგ მოსდევს ტრადიციული წარწერა:episcopus, servus servorum Dei.რაც ნიშნავს”ეპისკოპოსი,მონათა მონა ღვთისა”).ბულლაში იყო ბრძანება,რომლის მიხედვითაც მაღალ საზოგადოებას ეკრძალებოდა მიეღოთ სუბსიდია(ლათ subsidium ,დახმარება,მხარში ამოდგომა.ფულადი დახმარება სახელმწიფოსაგან,ადგილობრივი ბიუჯეტიდან,სპეციალური ფონდებიდან.)სწორედ ამას მოჰყვა პირველი ასე ვთქვათ უნდობლობა, რომელიც დაიწყო ამავე წელს.ამ ბულლის შემდეგ “სრულიად შემთხვევით” ფილიპმა აკრძალა საფრანგეთიდან ოქროსა და ვერცხლის გატანა,ამიტ მან ზიანი მიაყენე პაპის ერთ-ერტ შემოსავლის წყაროს,ანუ საფრანგეთის ეკლესიას უკვე აღარ შეეძლო პაპისთვის რაიმე ფული გადაერიცხა.ეს შეიძლება პაპის ბულლის პასუხიც იყო.შესაძლებელი იყო კამათის დაწყებაც,მაგრამ ბონიფაცის ძალაუფლება ჯერ არ იყო მყარი,ამიტომ კარდინალთა მუდარის შემდეგ,პაპმა ფილიპს დაუთმო.

პაპმა 1297 წელს მეორე ბულლა გამოუშვა,რომელიც ფაქტიურად წინას აუქმებდა,ის იმედოვნებდა,ფილიპიც წავიდოდა დათმობაზე.ფილიპმა ეს ნაწილობრივ გააკეთა,განუახლა პაპს შემოსავლის წყარო,თუმცა ეკლესიის შევიწროვება მაინც განაგრძო,ამან კი მორიგი კამათი წარმოქმნა.არქიეპისკოპოსმა ნარბონელმა პაპს მიმართა,რომ მას უფლებები ჩამაორთვეს და მას ანაწყენებდნენ კიდეც.ამ საკითხთან დაკავშირებით პაპმა ლეგატად პარიზში გაგზავნა პამპერსკო ბერნარა სესსე.ლეგატს დავალებული ჰქონდა ასევე მოეთხოვა გაენთავისუფლებინათ ფლანდრიის გრაფი და შეესრულებინა ადრე მიცემული პირობა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის შესახებ.ბერნარი არ იყო ის ადამიანი,რომელსაც ეს მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა,მინ იმდენს მიაღწია თავისი მუქარით,რომ ჩვეულებრივ ცივსისხლიანი ფილიპი წყობიდან გამოიყვანა.ფილიპი პამპეში წავიდა თავის ორ მრჩეველთან ტულუზკოეს საგრაფოში,რომ შეეგროვებინათ მტკიცებულებები,რათა ბერნარი ემხილებინათ.როგორც გაირკვა ბერნარი თავის სამწყსოს სამეფოს წინააღმდეგ ამხედრებდა.ფილიპმა ბრძანა,ლეგატი დაეპატიმრებინათ სანლში დაცვის ქვეშ.მან ასევე მოსთხოვა პაპს ბერნარის გადაცემა სასამართლოსთვის.პაპი განრისხდა და დაემუქრმა მოკვეთით,და უთხრა თვითონ მისულიყო სასამართლოში რომ თავი ემართლებინა ტირანიის გამოვლინებისთვის.ფილპმა ბრძანა ეს წერილი სახალხოდ დაეწვათ ეკლესიაში.

1302 წელს აპრილში პარიზში,პირველად მოიწვია გენერალური შტატი.მოწვეულნი იყვენ სასულიერო პირნი,ბარონები და სხვადასხვა ქალაქების პროკურორები.ფილიპმა მათ სხვა ბულლა აჩვენა,რომ რისხვა უფრო გაეზარდა მათში.კანცლერი ფლოტტი მას მხარში ედგა,დეპუტატებმაც მათ მხარი დაუჭირეს,სასულიერო პირებმაც ცოდაოდენი ყოყმანის შემდეგ,მიბაძეს მათ და მეფის დაუდგენ გვერდში.პაპმა ის 1303 მოკვეთა ეკლესიას და შვიდი ეკლესია გაანთავისუფლა ვალდებულებებისაგან რადგან მეფის აზრს იზიარებდნენ.ფილიპმა კი მას მატყუარა,(მართლაც,არსებობდა ეჭვი,რომ ის არაკანონიერად აირჩიე) და ერეტიკოსი უწოდა.მან მოითხოვა შეექმნათ კრება,სადაც პაპს ამ დანაშაულებების მოსმენა მოუწევდა,იქ ის როგორც ტყვე,დამნაშავე უნდა ყოფილიყო.ამ სიტყვების შემდეგ ის საქმეზე გადავიდა.მისი ერთგული ნოგარე დიდი თანხის სანაცვლოდ იტალიაში წვიდა,სადაც მალე დაუკავშირდა პაპის მოწინააღმდეგეებს,პაპი კი ამ დროს ანანიში იყო,სადაც ისიც თავის მხრივ,ინტრიგებს ხლართავდა ფილიპის წინააღმდეგ.
სულ მალე,შეთქმულები პაპის სასახლეში შეცვივდნენ, ბონიფაცის წრე შემოარტყეს და ყოველგვარ სისაძაგლეს ეუბნებოდნენ და დასცინოდნენ.ნოგარე ემუქრებოდა,რომ მას ჯაჭვს შეაბამდა,და ლიონში წაათრევდა.ის მტრების გარემოცვაში სამი დღე იყო და ამ ყველაფერს ითმენდა.ბოლოს,ის ანანის მცხოვრებლებმა გაანთავისუფლეს.მაგრამ ამ დაცინვის და შეურაცყოფის შემდეგ ის ისეთ მდგომარეობაში იყო,რომ ის ჭკუიდან შესცდა და 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.შემდეგმა პაპმა ბენედიქტ XI მ ნოგარე მოკვეთა ეკლესიას,მაგრამ თითონ ფილიპეს შეეშვა.1304 წლის ზაფხულში ისიც მოკვდა.მის ადგილად აირჩიეს არქეპისკოპოსი ბერტან დიუ გოტა,კლიმენტ V წოდებული.ის ბევრჯერ დაეთანხმა ფილიპს,გარდა ამისა ის დაეთანხმა მას დაედანაშეულებინა ტამპლიერები,1312 წელს მათი ორდენი განადგურდა.ფილიპს ტამპლიერების ბევრი ფული ემართა,მათი განადგურების შემდგეგ კი მათ სიმდიდრეს დაეუფლა.

1314 წელს ფილიპმა მოინდომა ფლანდრიაზე გალაშქრება,მან კიდევ ერთხელ შეკრიბა გენერალური შტატი.მათ ამჯერადაც მხარი დაუჭირეს მეფეს.
მაგრამ, ფლანდრიაზე გალაშქრება არ შედგა,მეფე მძიმედ დაავადდა.29 ნოემბერს,1314 წელს საფრანგეთის მეფე გარდაიცვალა…

იმედია მოგეწონათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close