არქივი

სიცოცხლის გამახანგრძლივებელი 5 სიამოვნება

200909251116newsthumbnile

მარადიული ახალგაზრდობისთვის ბრძოლაში აუცილებელი არაა თავი დიეტებითა და ფიზიკური ვარჯიშებით გათანგო. არაერთი სიამოვნება არსებობს, რომელიც თურმე სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

1. სიყვარული. თურმე, სანამ გვიყვარს – ახალგაზრდები და ცოცხლები ვართ…

ამერიკელმა გერონტოლოგებმა დაითვალეს, რომდენად ახალგრძლივებს სიყვარული ცხოვრებას  და “საშუალოდ 5 წლითო”, დაასკვნეს.  ხოლო ებრაულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ის მამაკაცები, რომლებიც ცოლებს უყვართ, 2-ჯერ უფრო იშვიათად ავადმყოფობენ ანგინით და ორჯერ უფრო იშვიათად ემუქრებათ გულის შეტევა მათთან შედარებით, ვისაც ცოლთან პრობლემური ურთიერთობა აქვთ.

პროფესორმა მარკ კოუენმა მელბურნიდან საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დაბერებისა და დღეგრძელობის საკითხებს მიეძღვნა, განაცხადა, რომ მხოლოდ ქალისა და კაცის ერთმანეთისადმი სიყვარული არ ახანგრძლივებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. სიყვარული ყველაფრის შეიძლება – საქმიანობის ან, თუნდაც, საკუთარი თავის. დიახ, დიახ, თვითკმაყოფილი პირები პრაქტიკულად ხელშეუხებელნი არიან სტრესებისგან და გულის დაავადებებისგან. მეცნიერი სიყვარულს განსაზღვრავს, როგოც რაღაცას, რაც აჩერებს დროს:

«ნებისმიერი საქმიანობა, რომლის დროსაც მთელი ყურადღება ფოკუსირებულია იმაზე, რასაც აკეთებთ და ამ დროს კარგავთ დროის შეგრძნებას – სასიყვარულო საქმიანობაა», – ამბობს პროფესორი კოუენი. სიამოვნება, რომელსაც ამ დროს ადამიანი იღებს, ახანგრძლივეს სიცოცხლეს.

200909251131file2. კოცნა. ადამიანები, რომლებიც ხშირად კოცნიან, 5 წლით დიდხანს ცოცხლობენ, ირწმუნებიან ბრიტანელი მეცნიერები. როგორც აღმოჩნდა, გააქტიურებული ნეიროპეპტიდები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, აძლიერებენ იმუნიტეტს, აუმჯობესებენ მეხსიერებას და აწესრიგებენ ძილს. მაჯისცემა კოცნის დროს ხშირდება წუთში 120 დარტყმამდე (გულის კარგი ვარჯიში), წნევა მომენტალურად მაღლდება, სისხლს უჯრედებში ჟანგბადის დიდი ულუფა მიაქვს, გამოიყოფა ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, სამყარო კეთილგანწყობილი თვალით, გაღიზიანების გარეშე აღიქვას. ორგანიზმი მცირე სტრესს განიცდის, მაგრამ ეს სტრესი სასარგებლოა, ამხნევებს ყველა სისტემას.

3. სიზარმაცე. დაბერების ერთ-ერთი თეორიის თანახმად, რაც უფრო ნელა მიმდინარეობს არსებაში ნივთიერებათა ცვლა, მით უფრო დიდხანს ცხოვრობს ის, მით უფრო გვიან მოდის მასთან სიბერე.  ყოველ არსებას ბუნებისგან გარკვეული რაოდენობის ენერგია აქვს: ადამიანებს – 2500 კჯ. წონის 1 კგ-ზე. რამდენად სწრაფად ვხარჯავთ ამ რაოდენობას, ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ დატვირთავთ კუნთებს ზომაზე მეტად. სპორტულმა ვარჯიშებმა სიამოვნება უნდა მოგიტანოთ.

რაც უფრო მაღალია ცხოვრების რიტმი, მით უფრო ხანმოკლეა ცხოვრება. მეგაპოლისში ცხოვრება, მუდმივი გადარბენა, ქრონიკული სტრესები, რა თქმა უნდა, არ ახანგრძლივებს ჩვენს არსებობას. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ, დროდადრო გაჩერება, მოდუნება და უბრალოდ სიზარმაცე. ძალიან სასარგებლოა!

200909251822file4. სექსი. “სიბერისგან” დამცავი ყველაზე სასიამოვნო წამალია. ამაგრებს გულს. ირლანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ 40-55 წლის მამაკაცებში, რომლებსაც სექსი რეგულარულად, კვირაში სამჯერ მაინც აქვთ, ინფარქტებისა და ინსულტების საფრთხე ორჯერ ნაკლებია. სექსი მეორე ტიპის დიაბეტის შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ორგაზმის შემდეგ მამაკაცებშიც და ქალებშიც ინსულინის დონე იმატებს და ნახშირწყლების ცვლაც უმჯობესდება.

სექსუალურად აქტიური ადამიანების სისხლში ვირუსული ინფექციების მიმართ ანტისხეულები 30%-ით მეტია. სექსი დეპრესიის პროფილაქტიკა და ტკივილგამაყუჩებელია. გამოყოფილი ენდორფინი – სიხარულის ჰორმონი – მორფინის ანალოგია. ნახევარსაათიანი სიახლოვის დროს იწვება 200 კილოკალორია, მაჯისცემა წუთში 150 დარტყმას აღწევს. კუნთების ყველა ჯგუფი ვარჯიშობს გაცილებით უკეთ, ვიდრე სატრენაჟორო დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ სტაბილური სექსუალური ცხოვრების დროს იზრდება კოლაგენის რაოდენობა, რაც კანს სირბილეს აძლევს და იცავს ნაოჭებისგან. ეს ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის.

მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მცირდება ტესტოსტერონის რაოდენობა, რაც ახანგრძლივებს ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ახალგაზრდობას. თუმცა, იმის გაოტოვებაც არ შეიძლება, რომ მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ უსიყვარულო სექსს იგივე ეფექტი არ აქვს და მისგან თავის შეკავება სჯობს. პარტნიორებს შორის დიდი გრძნობა თუ არა, სიმპათია მაინც უნდა არსებობდეს.

5. სიცილი. ძველად ბრძენი ხალხი ამბობდა, რომ ერთი ჯამბაზის სტუმრობას ქალაქში იმაზე მეტი ჯანმრთელობა მოაქვს, ვიდრე წამლების მთელ ქარავანს. მაგრამ რის ხარჯზე? აღმოჩნდა, რომ როცა ვიცინით, სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტზე 10-20 მილიმეტრით ქვევით ვარდება . მიმდინარეობს ინფარქტების პროფილაქტიკა.

სიცილი აძლიერებს იმუნიტეტს, ეს იმით დასტურდება, რომ ათასობით ადამიანი, რომლებიც სიცილის კლუბებში სიცილის თერაპიით არიან დაკავებულნი, სხვებზე იშვიათად ცივდება. სიცილი ამსუბუქებს ასთმის შეტევებს, ასუსტებს ტკივილს ართრიტისას, არის კარგი ძილის გარანტი.  იზრდება სეროტონინისა და ენდორფინის დონე, რაც სიცილს დეპრესიის მტრად აქცევს. ორწუთიანი სიცილი 45-წუთიან მოდუნებას უდრის.

200909252355fileვიცინით და ვლამაზდებით: სახის კუნთები მოძრაობენ, უფრო აქტიურად იკუმშება დიაფრაგმა, ფოლტვები მტელი დატვირთვით მუშაობს, ჩქარდება სისხლის მიმოქცევა, უმჯობესდება კანისა და ტვინის კვება, ლოყები ვარდისფერია, განწყობა – ამაღლებული, შესახედაობა – ახალგაზრდული. იწვება კალორიები! მაგრამ იღვიძებს მადაც. სიცილი ტვინითვისაც სასარგებლოა. მიმდინარეობს მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების მუშაობის სინქრონიზაცია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურ ამოცანებს ამ დროს უფრო კარგად ამოხსნის.

მომავალი მხიარულების წარმოდგენაც კი აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას. ეს კალიფორნიელმა მეცნეირებმა დაადგინეს. ისინი მოხალისეებს კინოკომედიების ჩვენებას შეპირდნენ და ჩვენებამდე ორი დღით ადრეც კი ადამიანებში შემცირდა დეპრესიის მაჩვენებელი (51%-ით), უხერხულობის (36%-ით) და დაღლილობის (15%-ით). კომედიების ნახვის შემდეგ კი დეპრესია გაქრა – 98%-ით, უხერხულობა – 75%-ით, დაღლილობა – 87%-ით.

 

წყარო:  www.eva.ge

ჩემი პირველი პოსტია :)

მსგავსი ამბები

Back to top button