არქივი

ძილი

51e9e7f775bb
თავის ტვინს ერთდროულად უამრავი  რთული ნატიფი და მრავალფეროვანი ფუნქცისს შესრულება უწევს. საინტერესოა, არ იღლებიან ნეირონები? როდის ახერხებენ ისინი დასვენებას? 
  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ტვინის აქტივობა ძილის დროს რადიკალურად უნდა შემცირებულიყო, რადგან ძილში ადამიანის ფიზიოლოგიური პროცესები და მგრძნობელობა  გამაღიზიანებლებზე შესუსტებულია. თუ მძინარე ადამიანს პულსს და სუნთქვის სიხშირეს გაუზომავთ ან შეეხმიანებით თქვენ ამაში ადვილად დარწმუნდებით.
  ძილის მექანიზმში გარკვევა მეცნიერებმა ენცეფალოგრაფის  გამოყენებით შეძლეს. ეს ხელსაწყო ნეირონების აგზნებისას აღმოცენებულ ელექტრულ აქტივობას აღრიცხავს და გრაფიკულად წარმოადგენს. სხვადასხვა ნეირონს სხვადასხვა სახის  ელექტრული აქტივობა გააჩნია.
    აღმოჩნდა რომ ძილის დროს ტვინის მუშაობა უბრალოდ კი არ მცირდება, არამედ თავისებურად იცვლება – სიფხიზლეში აგზნებული ნეირონები, ძილში შეკავებულ მდგომარეობაში გადადიან, სიფხიზლეში პასიური ნეირონები კი ძილში აქტიურდებიან.
   ძილი რამდენიმე ფაზად  მიმდინარეობს.  ფხიზელი ადამიანის ენცეფალოგრამა  ხშირი და მცირეამპლიტუდიანი რხევებით ხასიათდება. ენცეფალოგრაფი წამში 15-30 პიკს აღრიცხავს. თვლემისა და ჩაძინების დროს ეცეფალოგრამაზე ჩნდება  მაღალი პიკები, რაც ტვინში  განლაგებული იმ ნეირონების  გააქტიურებას მიანიშნებს, რომელიც ძილს იწვევს.  ძილის გაღრმავებისა და აზროვნების გათიშვის პროცესში  ენცეფალოგრამა იშვიათი სიხშირის, მაგრამ მაღალი ამპლიტუდის პიკებს აჩვენებს, რაც სხვა ნეირონების გააქტიურების შედეგია. ამ ფაზას ნელ ძილს უწოდებენ.  ძილის ეს სტადია ყველაზე ღრმაა. ამ დროს ადამიანის გაღვიძება მხოლოდ ძლიერი გამაღიზიანებლითაა შესაძლებელი. გამოღვიძებული ადამიანი ძალიან დაბნეულია, გონებას ძნელად იკრებს.  
    ნელი ძილის ფაზა ე.წ. სწრაფი ძილის ფაზით იცვლება. ენცეფალოგრამაზე ჩნდება  ფხიზელი ადამიანისთვის დამახასიათებელი პიკები.  ამ დროს მძინარე ადამიანს სახეზე ემოციები უჩნდება, დახუჭულ თვალებს სწრაფად ამოძრავებს.  თუ მას გააღვიძებთ, გეტყვით, რომ  სიზმარს ხედავდა და დაწვრილებით მოგიყვებათ მას.  ფიქრობენ, რომ ამ ფაზაში  ტვინი დღის განმავლობაში  მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს.  გრძნობათა  ორგანოების უმოქმედობა  ტვინის მუშაობას ამ პერიოდში უფრო ეფექტურს ხდის. ზოგიერთი ფიზიოლოგის აზრით,  გონებრივი აქტივობა სწრაფი ძილისას ღვიძილის დროს არსებულსაც კი აჭარბებს.  ამიტომაა. რომ ადამიანი წინდა დღეს წარმოქმნილ პრობლემას  ხშირად მეორე დილით უკეთ წყვეტს.  ხანდახან პრობლემის გადაწყვეტა ძილშივე ხდება.  ცნობილია, რომ მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა  პერიოდულობის კანონი ძილში აღმოაჩინა.  ღამის განმავლობაში სწრაფი და ნელი ძილი რამდენჯერმე ენაცვლება ერთმანეთს. ( ადამიანები სიზმარს მხოლოდ სწრაფი ძილის ფაზაში ხედავენ)  სხვადასხვა ასაკში საერთო ძილისა და მისი ფაზების ხანგრძლივობა  განსხვავებულია.  ახალშობილებს დღე ღამის განმავლობაში 16 საათი სძინავთ.  მოზარდებში ძილის ხანგრძლივობა თანდათან 10 საათამდე მცირდება. ზრდასრული ადამიანები ძილში 8 საათს ატარებენ. ზრდასრული ადამიანის საერთო ძილის  80% ნელი ხოლო 20%-ს სწრაფი ძილი შეადგენს. 
     ძილის მნიშვნელობის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძილი ადაპტაციური ქცევაა, რომელიც ადამიანს  ენერგიის ხარჯვისაგან იცავს და ღვიძილისას დახარჯული ენერგია ძილის დროს შეივსება.

მსგავსი ამბები

Back to top button