არქივი

Daft Punk

58c97602b2d7

ფრანგული დუეტი, გი-მანუელ დე ომემ კრისტოსა(დაიბადა 1974 წლის 8 თებერვალს) და ტომას ბანგალტეს შემადგენლობით (დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს)

Darlin’

ტომასმა და გი-მანუელმა 17 წლის ასაკში შექმნეს, მათი პირველი ჯგუფი Darlin’ ლორან ბრანკოვიცთან ერთად. რომელიც ამჟამად გამოდის ჯგუფში Phoenix. 1992 წელს გამოვიდა სიმღერა იგივე სახელწოდებით, რაც ჯგუფი Darlin’ . დიდ ბრიტანეთში მათ კრიტიკოსებმა ვერ გაუგეს, ბრიტანული მუსიკალური ჟურნალის Melody Maker ის ჟურნალისტმა ისინი დაახასიათა როგორც სტილი Daft Punk (სულელური,იდიოტური,გიჟი, უაზრო, არანორმალური პანკი)

ბრანკოვიცმა დატოვა ჯგუფი , ხოლო ტომასი და გი-მანუელი ჰაუსით და ტექნოთი დაინტერესდნენ. 1993 წელს მათ შექმნეს ჯგუფი Daft Punk.

Daft Punk- დასაწყისი

მათი პირველი სიგნალები არ გამოდიოდა საფრანგეთში,არამედ შოტლანდიაში. 1994 წელს გამოვიდა 3 სინგლი The New Wave/Assault/Alive, Da Funk/Rollin’ & Scratchin’ და Indo Silver Club.

ბრიტანულ ანდერგრაუნდ სცენაზე მათ მალე მოიპოვეს სახელი, თავიანთი ავანგარდული ჟღერადობით და ხშირადაც გამოდიოდნენ სხვადასხვა ფესტივალებზე.

პირველი კომერციული მოგება ჯგუფმა მიიღო კომპოზიცა Da Funk ის გამოსვლისთანავე.

5b07b63a56e5

Homework

საერთაშორისო აღიარება მოვიდა მაშინ, როდესაც გამოუშვეს პირველი ალბომი Homework(1997 წლის 17 იანვარი) ალბომში შედის 16 ტრეკი. მთელ მსოფლიოში ჰიტები გახდა Around the World, Revolution 909 და Da Funk. ამ ალბომმა ძალიან იმოქმედა 1997-2001 წლის ჰაუსზე. Homework-დან იწყება ე.წ filter house. მათ რეჟისორობა მიანდეს მიშელ გონდრის(Around the World), სპაიკ ჯოუნზს(Da Funk), რომან კოპოლას(Revolution 909), მოგვიანებით კი ჯგუფმა თავად გადაიღო კლიპი Fresh.

Daft Punk-ის რემიქსებისთვის გამომსვლელ არტისტებთა შორის იყვნენ ვარსკვლავებიც , Masters At Work (Around the World), Ian Pooley (Burnin’) და Armand van Helden (Da Funk)

1999 წელს ჯგუფმა გადაიღო ფილმი D.A.F.T. რომელშიც შედიოდა A Story about Dogs, Androids, Firemen and Tomatoes. ის შეიცავდა ყველა ვიდეოკლიპს და ასევე რამოდენიმე ცოცხალ გამოსვლასაც.

Homework-ის მიახლოებით 2 მილიონი ტირაჟი გაყიდულია.

531e5062fdf6

One More Time

სიმღერა One More Time გამოვიდა 2000 წლის 10 ნოემბერს. კიდევ ერთი ინტერნაციონალური ჰიტი № 1. ის ჩაიწერა მომღერალ Romanthony-თან ერთად. გაიყიდა 4 მილიონზე მეტი ტირაჟი და ამით ჯგუფს ყველაზე დიდი კომერციული მოგება მოუტანა.

Discovery

ერთი წლის წინათ მოტანილ პოპულარობას One More Time-ის მიერ, უკვე ხელს აღარაფერი უშლიდა ალბომს Discovery წარმატებაში. ალბომი გამოვიდა 2001 წლის 9 მარტს, მასში შედის 14 ტრეკი One More Time. Digital Love,Something About Us , . Harder, Better, Faster, Stronger, Short Circuit და ა.შ.

Human After All

Human After All-ასე დაარქვეს მე-3 სტუდიურ ალბომს, რომელიც გამოვიდა 2005 წლის 14 მარტს. ის შეიცავს 10 ტრეკს პირველი სინგლმა Robot Rock იქამდე მოიპოვა პოპულარობა, სანამ ოფიციალურად გამოვიდოდა. თავიდან ბევრმა მსმენელმა ვერ აღიქვა ეს ალბომი, მათი აზრით ის რადიკალურად განსხვავდებოდა , მისი წინამორბედებისაგან. ალბომმა მიიღო Grammy-2006ზე პრემია საუკეთესო საცეკვაო\ელექტრონული მუსიკის კატეგორიაში.

823a2339414b

Tron: Legacy

2010 წლის დეკემბერში გამოვიდა ფილმი ტრონი(მემკვიდრეობა). ამ ფილმისთვის მთლიანად მუსიკა დაწერა Daft Punk-მა 85 კაციანი ორკესტრის თანხლებით. 2010 წლის 6 დეკემბერს გამოვიდა ცალკეული დისკი საუნტრეკი. ხოლო 9 ნოემბერს სარეკლამო სინგლი Derezzed. ფილმში თვით ჯგუფიც მონაწილეობდა.

29ec870e948f

ძნელია იპოვო ისეთი პოპულარული ადამიანი, რომლის სახეც უცნობია მსოფლიოსთვის, Daft Punk სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. დიდი შრომისა და თავიანთი მეტალის ჩაფხუტებით ისინი არასდროს არ აჩენენ სახეს. მართალია ინტერნეტში მოიძებნება მათი ძველი ფოტოები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყურებიან ისინი ამჟამად. მთელი მსოფლიოსთვის Daft Punk ასოცირდება რობოტებთან, რომელიც მათ DiscoverY- დან შემორჩათ.

Daft Punk – Around The World by 28th-street

მსგავსი ამბები

Back to top button