გასართობისაკითხავი

ალბერტ აინშტაინის უაზრო კითხვები


“უაზრო კითხვებად” მონათლული ალბერტ აინშტაინის კითხვები გაგრძელებაში


კითხვა I: რატომ აქვს ბანანს მოგრეხილი ფორმა?
პასუხი: ამის მიზეზი ბანანის ასხმაშია. ბანანის მტევანი ასხმულია მხოლოდ ტოტის წვერზე. ერთ ასხმაში 50-მდე ბანანია დაგროვილი. ასე რომ სწორედ ეს მოღუნული ფორმა აძლევთ მათ საშუალებას, ასე ჩაჭეჭყილი გაჩერდნენ ბანანის ხის ტოტის წვერზე.

კითხვა II: აინშტაინს თბილისიდან სამხრეთ პოლუსზე რომ ემოგზაურა, რამდენი საათით უნდა გადაეწია თავისი საათი?
პასუხი: პოლუსები არ ხვდება არცერთ დროის ზონაში. დედამიწის ზედაპირზე დროის ზონები დაყოფილია გრძედების მიხედვით: ორ გრძედს შორის არსებული ტერიტორია ერთი და იგივე დროის ზონაში მდებარეობს. ვინაიდან ყველა გრძედი ერთმანეთს პოლუსზე უერთდება, აინშტაინსაც კი გაუჭირდებოდა გაეგო, რამდენი საათით უნდა გადაეწია საათი. თეორიულად პოლუსზე ყოფნისას დრო იცვლება იმის მიხედვით, თუ საით გაიხედავ..

კითხვა III: ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფნისას როგორ გამოვიანგარიშოთ,სად არის აღმოსავლეთი ან დასავლეთი?

პასუხი:ჩრდილოეთ პოლუსზე მოხვედრას არ გირჩევთ,მაგრამ თუ მაინც მოხვდით,იცოდეთ რომ საითაც გაიხედავთ, ყველა მიმართულება მხოლოდ სამხრეთისკენ იქნება.

გაგრძელება იქნება…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close