ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

ესპანეთის მიწისძვრა (11.05.2011)

ვიზიარებ თითოეული ესპანელის მწუხარებას …

რომის მოსახლეობა პანიკაშია და ქალაქს მიწისძვრის შიშით ტოვებს. 1915 წელს სეისმოლოგმა რაფაელე ბენდანიმ იწინასწარმეტყველა, რომ 2011 წლის 11 მაისს მიწისძვრა მოხდებოდა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მიწისძვრის წინასწარმეტყველება, თანაც საუკუნის დისტანციაზე, შეუძლებელია. სახელმწიფო ტელევიზიებში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემები გადის. ტელევიზია ცდილობს მოსახლეობა დაამშვიდოს.

ხალხი ქალაქიდან გარბის. სავარაუდო მიწისძვრის შესახებ შეტყობინებები ”ტვიტერის” და”ფეისბუქის” მეშვეობით ვრცელდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურში წასვლას არ აპირებს. “გარდიანის” ინფორმაციით, მოსწავლეთა 20 %-იც სახლში აპირებს დარჩენას. ადგილობრივი გაზეთები საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციებს იძლევიან. სკოლის დირექტორებმა კი განაცხადეს, რომ ბევრმა მშობელმა ბავშვის სკოლაში გაშვებაზე უარი თქვა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც წინასწარმეტყველების არ სჯერა.

ამასთან, ორგანიზაცია Osservatorio Geofisico Comunale -ის პრეზიდენტი, რომელიც ბენდანის არქივს ინახავს, აცხადებს, რომ ბენდანის ჩანაწერებში მიწისძვრა არ არის მოხსენიებული. ხმები მიწისძვრის შესახებ ბენდანის ნამუშევრების საფუძველზე გავრცელდა. პლანეტების მოძრაობის მონაცემებზე დაკვირვებით, ბენდანიმ 1923 წელს მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. მიწისძვრა მართლაც მოხდა და დაახლოებით ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ბენდანიმ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იტალიას უბედურება თავს 1924 წლის 2 იანვარს დაატყდებოდა და ის მხოლოდ 2 დღით შეცდა. მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება კი 1976 წელს ახდა, როცა ფრიული-ვენეცია-ჯულიას რაიონში მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 11 მაისისთვის მზადება იტალიელებმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყეს, როდესაც სეისმოლოგის წინასწარმეტყველება ახდა და ცენტრალურ იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ სტიქიურ უბედურებას 308 ადამიანი შეეწირა. მიწასთან გასწორდა 120 ათასი საცხოვრებელი სახლი.

2011 წლის 11 მაისს მიწისძვრა მართლაც მოხდა, თუმცა არა რომში (იტალიაში), არამედ ლორკაში (ესპანეთში). გამოდის რ. ბენდანი შეცდა არა თარიღში, არამედ ქვეყანაში…

 

ესპანეთში მიწისძვრას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააგენტო Agence France-Presse-ის ცნობით, გუშინ საღამოს ქალაქ ლორკაში მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი. ნანგრევების ქვეშ მოყვა ასევე ათობით ავტომანქანა. ქალაქის ისტორიული ცენტრი ამ დროისათვის მთლიანად ევაკუირებულია. მოსახლეობის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა მრავალი ადამიანი, თუმცა ადგილობრივი მთავრობა დაზარალებულთა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სტიქიის ზონაში ამ დროისათვის სპეციალური სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. 5,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ესპანეთში ადგილობრივი დროით 18:47 საათზე დაფიქსირდა. ორი საათის შემდეგ კი 4,4 მაგნიტუდის ე.წ. აფტერშოკი მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ესპანეთში ძლიერი მიწისძვრის პირველი შემთხვევაა.

ესპანეთის მიწისძვრა (რეპორტაჟი)

მიწისძვრა ესპანეთში (რეპორტაჟი BBC)

ესპანეთში მიწისძვრის დროს დაღუპულებს გლოვობენ. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია დროშები. ქალაქი ლორკა ადგილობრივებისგან თითქმის მთლიანად დაცარიელდა. ქალაქის მცხოვრებლებს მიწისძვრის განმეორების ეშინიათ და საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოებში არმია ჩართო.
დახურულია მაღაზიები, სკოლები და რესტორნები. მიწისძვრა ქალაქში ორი დღის წინ მოხდა. დამანგრეველი ბიძგების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 300 დაშავდა, 3 ათასი კი უსახლკაროდაა დარჩენილი.

(21:00) 12/05/11 მიწისძვრა ესპანეთში (რეპორტაჟი)

(12:00) 12/05/11 მიწისძვრა ესპანეთში (რეპორტაჟი)

(18:00) 13/05/11 მიწისძვრა ესპანეთში (რეპორტაჟი)

წყარო: ambebi.ge
ghn.ge
onlinenews.ge
palitratv.ge
itv.ge
youtube.com

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close