ლოგოები და მათი საიდუმლოებანი 2
როგორც ვნახე, წინა პოსტი ასე თუ ისე, მოგეწონათ. ასე რომ, ვაგრძელებთ ლოგოებზე საუბარს.
1. Cisco – სახელი მოდის ქალაქ San FranCISCO-დან. ტალღისებრი დიაგრამა აღნიშნავს “Golden Gate Bridge”-ს, რომელიც ცნობილია, სან ფრანცისკოშია. (ამაზე მგონი თხოვნა იყო)
2. Hanuet Wine – ღვინის კომპანია, რომელიც “H” ასოში ღვინის ჭიქებს მალავს.
3. Hartford Whalers – ამ ლოგოში “H”-ც არის, “W”-ც და ვეშაპის კუდიც.
4. LG – არსებობს ჭორი იმის შესახებ, რომ LG-მ ლოგოს შესაქმნელად PacMan გადააკეთა. უბრალოდ ჩამოჭრა ნაწილი და ქვევით ჩამოიტანა.
5. Milwaukee Brewers – ბეისბოლის გუნდი, რომელიც “M” და “B” ასოებში ბეისბოლის ხელთათმანს მალავს.
6. Portrait Photos – ფოტო-ატელიე. კამერაში ჩამალულია პორტრეტი.
7. Raven – გერმანული სარეკლამო კომპანია. 3 ყორანში დამალულია მეოთხე, რომელიც ასო V-ს ჰგავს
8. Roxy – კომპანია “Quicksilver”-ის ფილიალია. ის უშვებს სპორტულ ტანსაცმელს მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის. ლოგოდ გამოიყენეს “Quicksilver”-ის ლოგო და შეაერთეს ისე, რომ გულის ფორმა მიიღო.
9. Sony Vaio – კარგად ცნობილი ბრენდი, რომელიც ლეპტოპებს უშვებს. პირველი ორი ასო (VA) აღნიშნავს კომპიუტერული სიგნალს ვიზუალურად (დიაგრამა), ხოლო ბოლო ორი ასო (IO) 1-იანს და 0-იანს ჰგავს. ეს კომპიუტერული სიგნალის ციფრული ვერსიაა.
10. Summit – კომპანია, რომელიც უშვებს ტანსაცმელს მთამსვლელთათვის. სიმეტრიული და სამგანზომილებიანი ლოგოა, რომელშიც წარწერაცაა და ადამიანიც.
11. Sun Microsystems – დააკვირდით “UN”-ებს და შეამჩნევთ, რომ 4 მიმართულებით წერია სიტყვა “Sun”.
12. Tostitos – ჩიფსები. ასო „I”-ს წერტილი სალსას წვენით სავსე ჯამია, ზევიდან კი ჩიფსი ადევს.
ესეც მეორე ნაწილი. გაგრძელება იქნება :)