გართობა

მკურნალი სავარცხელი

Image Hosted by ImageShack.us
გაგიკვირდებათ მაგრამ პირველი სავარცხელი მამაკაცის ხელით შეიქმნა, მათ ცხოველების ძვლებისაგან, სპილოს ეშვებისაგან, კუს ბაკნისა და ხისაგან ამზადებდნენ. მოგვიანებით ტყვიისა და ფოლადისაგანაც ასხამდნენ. საკმაოდ გვიან გაირკვა, რომ თმისთვის ყველაზე სასარგებლო ხისაგან გამოთლილი სავარცხელია.
ასეთი სავარცხელი არ იმუხტება, არბილებს თმას და უფრო ელასტიურს ხდის. გარდა ამისა, ყველა ხეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები აქვს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენს თმაზე.
მაგალითად, არყის ხისაგან გამოთლილი სავარცხელი აძლიერებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს.
მუხის ხისაგან გამოთლილი კი ამშვიდებს თავის კანს და თმას ბრწყინვალებას მატებს.
დაფნის ხისაგან გამოთლილი სავარცხელი უძილობის საუკეთესო წამალია.
მაგრამ აუცილებელია, რომ ხის სავარცხელი გაულაქავი იყოს, რათა ხემ თავისი უნიკალური თვისებები არ დაკარგოს.

მსგავსი ამბები

Back to top button