არქივი

ზიპოს საიდუმლოებანი

r3tz0

ჯორჯ ბლეისდეილის ცეცხლოვანი იდეა

დიდი დეპრესიის პერიოდში შორეული ამერიკის მენავთობეთა ქალაქ ბრედფორდში, შტატ პენსილვანიაში ჩვეულებრივ სოფლის კლუბში ვინმე ჯორჯ ბლეისდეილი საცეკვაოდ მისულა. მაშინ ის ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების მწარმოებელი ფირმის მეწილე იყო. მეტალთან შეხება ყმაწვილობიდანვე ჰქონდა და არც გამომგონებლობის ნიჭი აკლდა. ცეკვა და ფუჭი დიალოგები ჯორჯს მალევე მობეზრდა, ამიტომ მორიგი სიგარეტის მოსაწევად ვერანდაზე გავიდა. აქ თავისი ძველი მეგობარი, დიკ დრესერი შენიშნა. ან როგორ შეიძლებოდა მისი არშემჩნევა, როდესაც ის სახის შეწუხებული გამომეტყველებით და ბუზღუნით ავსტრიული წარმოების, ძველ სანთებელას თავსახურს აწვალებდა. ჯორჯმა გახედა მეგობარს, სულ ერთი წამით დაფიქრდა და ვინაიდან დიკი შეძლებული ადამიანი გახლდათ, თავს ასეთი შენიშვნის მიცემის უფლება მისცა: „ძვირფასო დიკ, ახალი მეტად პრეზენტაბელური სანთებელის ყიდვის დრო ხომ არ არის?”, მაგრამ დიკმა ამ დროისთვის სანთებელას თავსახური ახადა და ბორბალს დაჰკრა. მიუხედავად ქარისა, სანთებელა მაინც აინთო. დიკმა სიგარეტს მოუკიდა და უკმაყოფილო სახით წაიბუტბუტა: „კი, მაგრამ ეს სანთებელა ჯერ კიდევ მუშაობს!” ეს იყო ახალი იდეის წარმოშობის მომენტი იმიტომ, რომ ჯორჯმა სწორედ მაშინ გაათვითცნობიერა: „სანთებელა! ეს ისაა, რაც ადამიანს მისი მატერიალური სტატუსის მიუხედავად მუდმივად სჭირდება!” იმ დღიდან მოყოლებული ჯორჯი მუდმივად ფიქრობდა სანდო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სანთებელების წარმოებაზე.

ამგვარად, 1932 წელს შეიქმნა „Zippo”. ჯორჯმა ასეთი სახელწოდება საყვარელი სიტყვიდან „Zipper-იდან” გამომდინარე შეარჩია, რაც ელვას ნიშნავს. თუმცა, ვინაიდან მისთვის „Zippo” უფრო მოდურად ჟღერდა კომპანიას ეს სახელი მისცა. „Zippo-ს” ქარხანაში თავდაპირველად 6 ადამიანი მუშაოდა. თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან, პროდუქციის პოპულარობასთან ერთად მატულობდა. 1933 წელს ერთი სანთებელა 1, 95 $ იყიდებოდა და მიუხედავად ამისა, მომხმარებელს მოსწონდა ახალი, მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც სანთებელის ცალი ხელით ანთების შესაძლებლობას იძლეოდა.

„Zippo-ს” სანთებელების წარმოებამ და გაყიდვებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად იმატა, ბაზარზე გამოჩნდა ახალი მოდელები. გაზეთებში კი აქტიური სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა. 40-იანი წლების დასაწყისიდან 1950-იანი წლების ჩათვლით „Zippo-ს” მიერ წარმოებული სანთებელების უმრავლესობა ნამდვილ შედევრს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ამ დროს გახდა პოპულარული ხელით დატანილი ნახატის მქონე „Zippo-ები”.

arwif

„Zippo-ს” სტრატეგიული სვლები კარგად დაიგეგმა. განსხვავებული პროდუქტი ბაზარზე პოპულარული მალევე გახდა. თუ კი სანთებელას გამონაკლის შემთხვევებში რაიმე დაუზიანდება, ქარხანა ამაზე პასუხისმგებელია. მომხმარებელს ნივთს ურემონტებენ ან სულაც ახალს სჩუქნის. სანთებელა ქარში კარგად ინთება და სულის ჩაბერვაზე არ ქრება, მანამადე, სანამ მომხმარებელი მას თავად არ დაკეტავს. მისი მექანიზმი თხევად საწვავზე მუშაობს, ამიტომ სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივი აქვს, დაცლის შემთხვევაში კი დატენვაც შეიძლება.

1933 წლიდან კომპანიამ 3 მილიარდი სანთებელა გაყიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მისი რეკლამირება არ წყდებოდა. ეს მაღალ გაყიდვებზე პოზიტიურად აისახა. „Zippo-ს” პროდუქცია მრავალფეროვანია, შესაბამისად ფასებიც სხვადასხვაგვარი აქვს. კომპანიამ წლების მანძილზე ათასობით დიზაინის სანთებელა გამოუშვა.

h3aap

რაც უფრო ძველია „Zippo”, მით უფრო ფასეულია, განსაკუთრებით კი კოლექციონერთათვის, რომლებიც თავიანთი კოლექციის შესავსებად, ძალასა და რესურსებს არ იშურებენ. ან რას იფიქრებდა ვერანდაზე მდგომი და ახალი იდეით შეპყრობილი ჯორჯი, რომ წლების განმავლობაში თითქმის ორ დოლარიანი სანთებელა ოდესღაც ათასობით დოლარად გაიყიდებოდა.

წყარო: brandkitchen.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button