არქივი

ტაიმზ-სქვერი

9bfc5e8ecc59

ნიუ-იორკ ტაიმსის გამომცემელმა ადოლფ ოხსმა გაზეთის საოპერაციო ნაწილი ახალ შენობაში გადაიტანა 42-ე ქუჩაზე ადგილზე, რომელიც იმ დროს ცნობილი იყო, როგორც ლონგაქრის მოედანი. ოხსმა დაიყოლია ქალაქის მერი ჯორჯ მაკკლელანი ამ ადგილას მეტროს სადგური აეშენებინა და მოედნისთვის კი “ტაიმს-სქვერი” დაერქვა. 1904 წლის 8 აპრილს საზეიმო ცერემონიალზე მერმა მაკკლელანმა ამ მოედანს ოფიციალურად “ტაიმს-სქვერი” დაარქვა. სამ კვირაში 46-ე ქუჩისა და ბროდვეის კუთხეში მდებარე ბანკის შენობაზე პირველი სარეკლამო პანო გამოჩნდა.

ტაიმსი ყოფილი შენობიდან 1913 წელს გადავიდა, თუმცა ეს უბანი არ მიუტოვებია. ცათამბჯენი, რომელსაც ადრე “ელაიდ ქემიკალ ბილდინგი” ერქვა, ხოლო ამჟამად ცნობილია როგორც #1 ტაიმს-სქვერი, ყოველწლიურად ნიუ-იორკის ახალი წლის მთავარი საზეიმო ცერემონიალის – საახალწლო ბურთის ვარდნის ადგილია. 1907 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის აღმნიშვნელი ბურთი პირველად იქნა ჩამოგდებული ტაიმს-სქვერზე და მას შემდეგ ის ნიუ-იორკის საახალწლო ზეიმის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ ღამეს ასობით ათასი ადამიანი იკრიბება მოედანზე უოტერფორდის კრისტალის ბურთის შენობის ქიმზე ჩამოსვლის საყურებლად.

9bfc5e8ecc59

b9cf456b1427

20a61d807d29

9e90e8c58e51

a5f04abe80b5

4a3219c3329e

b1c5cf8a5ffe

7b0d69d7b7b1

e146ee5560db

eea0fa27b4e8

8a11bcf576cb

fadd69127f14

8b378a48307b

c02ef4146882

91ee66813cab

5a58762b5d73

d607ad8ee091

ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button