საკითხავისასარგებლო

სამყარო: იცით რა არის ყველაზე პატარა სამყაროში?


რა არის ჩვენს სამყაროში ყველაზე პატარა ნაწილაკი? თუ არ დაფიქრებულხართ აქამდის, ახლა დაგაფიქრებთ. თან რა თქმა უნდა გეტყვით კიდეც, თორემ მარტო ფიქრით შეიძლება ვერ აღმოაჩინოთ და რატომ ვიტანჯოთ თუ მეცნიერებს ამაზე უკვე უმტვრევიათ თავი და საბედნიეროდ აღმოუჩენიათ კიდეც.

აქ არ დაგვჭირდება მათემატიკის ან ფიზიკის კარგი ცოდნა. უბრალოდ გასაგებ ენაზე გეტყვით იმას რაც ბევრმა არ იცით და ალბათ უნდა გცოდნოდათ სკოლაში ერთხელ ფიზიკის მასწავლებლისთვის რომ გეკითხათ. მაგრამ მთლად ნუ გამიბრაზდებით მასწავლებლის ბრალიც შეიძლება იყოს, ტყუილად ხომ არ იღებენ მასწავლებელთა ტესტირებაში მოსწავლეებზე დაბალ ქულებს.

ბევრმა ეგეც არ იცის, მაგრამ შენ ალბათ გაგიგია ატომი. პატარა მრგვალი ბურთი. ან კიდევ უფრო მეტი და ისიც იცი რომ ატომი ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონისგან შედგება. თუ ასეა სასიამოვნოა ძალზედ.

ატომი ბერძნულად განუყოფელს ნიშნავს და მეცხრამეტე საუკუნემდე ასეც ეგონათ, მაგრამ ამ სიტყვის ენობრივი მნიშვნელობა უკვე აღარ ასახავდა სინამდვილეს, თუმცა მაინც ასე მოვიხსენიებთ ატომს. ატომი გაიყო ატომბირთვად და მის გარშემო მოძრავ ელექტრონად. ერნესტ რეზერფორდმა ცდებით დაადგინა რომ ატომის ბირთვის შემადგენლობაშია დადებითად დამუხტული ნაწილაკი პროტონი, ხოლო შემდგომ ჩედვიკმა ბირთვში შემავალი უმუხტო ნეიტრონი.

შემდეგ ეტაპზე აღმოჩენილი იქნა კვარკები. კვარკი არის ფუნდამენტური ნაწილაკი რომელისგანაც შექმნილია სამყარო,ლეფტონებთან და მათ შორის ურთიერთმქმედ ნაწილაკებთან ერთად.

სამი კვარკი ერთად ქმნის ნუკლონს(პროტონს ან ნეიტრონს)

კვარკები სულ ექვსი სახისაა, ესენია:ზედა(up), ქვედა(down), მოჯადოებული(charmed), უცნაური(strange), თხემა(top) და ძირა(bottom). თითოეულ ამ ნაწილაკს აქვს თავისი მუხტი. მაგალითად: ზედას +2/3 ქვედას -1/3 და ასე შემდეგ ორ წყვილსაც.. კვარკები ყოველთვის ერთად არიან და ქმნიან ადრონებს (პროტონი, ნეიტრონი..) მუხტები კი ისეა გადანაწილებული რომ ნებისმიერი სამი ქმნის მთელი რიცხვის ტოლ მუხტს ანუ, ან დადებით პროტონს, ან ნეიტრონს.

აქვე განვიხილოთ ლეპტონები, სადაც ჩვენთვის ნაცნობი, ატომბირთვის გარშემო მბრუნავი ელექტრონიც შედის. მაშ ასე, ელემენტარულ ნაწილაკებში კვარკებთან ერთად ლეპტონებიც შედის. ლეპტონებიც ასევე ექვსი სახისაა, როგორც კვარკები. ესენია:ელექტრონი (მუხტით -1), ელექტრონული ნეიტრინო (მუხტით 0), მიუ მინუს ლეპტონი ( -1 ), მიონური ნეიტრინო ( 0 ), ტაუ მინუს ლეპტონი ( -1 ), ტაონური ნეიტრინო ( 0 )

მაშ ასე, ვიცით რომ არსებობენ კვარკები, ექვსი სახის. აქვე გეტყვით, რომ ისინი სხვადასხვა ფერის ნაწილაკები არიან და 3 მათგანი ქმნის პროტონს ან ნეიტრონს. სურათზე ორი ზედა (up) და ერთი ქვედა (down) კვარკია. მათი მუხტების შეკრებით მივიღებთ + 1-ს. ანუ ეს პროტონია. P=(u,u,d)

ესე იგი, უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი ნივთიერება, მაგალითად წყალი ან რკინა შედგება მოლეკულებისაგან, მოლეკულები ატომებისგან, ატომები ბირთვისა და ელექტრონისგან დანარჩენს უკვე გააგრძელებთ ალბათ. არ ვთვლი საჭიროთ დამატებით ინფორმაცია ამ საკითხში მოგაწოდოთ. მგონი საკმარისია. ხოლო ბოზონებს, შემდეგში შევეხოთ. ისე ეს ბოზონები(რომელიც არაფიზიკური განათლებით სხვა რამეზე მიგანიშნებთ ) არიან ურთიერთქმედების გადამტანი ნაწილაკები.მაგალითად გრავიტონები გრავიტაციის.უფრო მცირე ზომებში ფოტონები სინათლის მაგალითად და კიდევ ბევრი ბევრი სხვა..

უბრალოდ ერთს დავამატებ რომ ყველა ამ ნაწილაკს აქვს თავისი ანტინაწილაკი,რომლითაც შეიძლება შეიქმნას ანტიატომი, ანტიმოლეკულა, ანტინივთიერება და იქნებ ანტი სამყაროც,მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. დღეს კი ცნობილია რომ სამყაროში ნივთიერება უფრო მეტია ვიდრე ანტინივთიერება.

წყარო: uchuniversity.com

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close