კულტურაუცნაური

იმუნური უჯრედებით შესაძლოა კიბოს “შეუტიოთ”

fc67919404a9

მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ იმუნურ უჯრედებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის გადაცემა.

ორგანიზმში უცხო სუბსტანციის შეღწევისას (ბაქტერია ან სხვა პატოგენი) ფორმირდება საპასუხო იმუნური რეაქცია, რომლის დროსაც ზოგიერთი იმუნური უჯრედი იღებს კონკრეტული გამღიზიანებლის ამოცნობის საშუალებას. ასევე, როგორც აღმოაჩინა კრის პერიშმა კოლეგებთან ერთად, მათ შეუძლიათ მათი უნარების სხვა იმუნური უჯრედებისათვის გადაცემა — მათ, რომლებსაც “სპეციალიზაცია” ჯერ არ აქვთ მიღბული.

ამ სფეროში კვლევები მეცნიერებმა დაიწყეს დაახლოებით 10 წლის წინ მაგრამ ინფორმაციის გადაცემის ეფექტი ითვლებოდა არასწორად, იმდენად რამდენადაც ტრადიციული ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ იმუნური უჯრედი იწყებს გამღიზიანებლის ამოცნობას მხოლოდ მასთან უშუალო შეჯახების შემდეგ. ეხლა როდესაც იმუნურ უჯრედებს შორის კავშირი დადასტურებულია, მეცნიერებისათვის წარმოიშვა კიდევ ერთი პრობლემა, თუ როდის და როგორ ხდება მონაცემების გაცვლა.

ავსტრალიელების მიგნებას შეიძლება მნიშვნელობა ქონდეს არა მხოლოდ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისათვის არამედ ონკოლოგიური პაციენტებისათვისაც. შესუსტებული იმუნიტეტის გაძლიერება შესაძლებელია, თუ გახშირდება უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემა. სიმსივნის დროს კი საკმარისი იქნება რამდენიმე იმუნური უჯრედი რომლებიც შეუტევენ მათ და გაავრცელებენ ამ ინფორმაციას მის მეზობელ უჯრედებშიც. ეს იქნება სიმსივნის განადგურების ყველაზე ეფექტური საშუალება.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button